fbpx

ლალი აფციაური 20 ივნისის აქციაზე: მე ნამდვილად ვერ წავალ და ვერ დავდგები კრიმინალების გვერდით

უფლებადამცველი ლალი აფციაური აცხადებს, რომ 20 ივნისის აქციას არ შეუერთდება, რადგან მას „ნაციონალური მოძრაობის“ აქციად მიიჩნევს. ამ თემაზე მან გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„მე ნამდვილად ვერ წავალ აქციაზე და ვერ დავდგები კრიმინალების გვერდით. იმ ადამიანების გვერდით, ვინც ერთი ხელით ამას აკეთებენ და მეორე ხელით ჩემს ქვეყანას მართლა საფრთხეს უქმნიან. მე არ მგონია, იქ რომ წავიდე და „ნაციონალების“ გვერდით დავდგე, ამით გამოვხატავ იმას, რომ მე ევროპისკენ მინდა წასვლა. მე იქ ნამდვილად ვერ დავდგები, იმიტომ რომ ვიცი, ვინც არიან და ვიცი, რაც გააკეთეს“, – განაცხადა აფციაურმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება