fbpx

გიორგი გამსახურდია რადიკალურ ოპოზიციაზე: პირდაპირ მავნებლობდნენ, კაბინეტ-კაბინეტ დადიოდნენ და რომელიმე პოლიტიკურ პარტიასა და ჯგუფზე კი არა, საქართველოზე ამბობდნენ ცუდს

პოლიტიკაimedi /  16 ივნისი 2022, 23:40/ სანდო წყარო

გიორგი გამსახურდია რადიკალურ ოპოზიციაზე: პირდაპირ მავნებლობდნენ, კაბინეტ-კაბინეტ დადიოდნენ და რომელიმე პოლიტიკურ პარტიასა და ჯგუფზე კი არა, საქართველოზე ამბობდნენ ცუდს

გიორგი გამსახურდია

გიორგი გამსახურდია

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრიწინა სტატიასტატიის გაგრძელება

გიორგი გამსახურდიას თქმით, რადიკალურ ოპოზიციას კარგი არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ მავნებლობდა, კაბინეტ-კაბინეტ დადიოდნენ და რომელიმე პოლიტიკურ პარტიასა და ჯგუფზე კი არა, საქართველოზე იძახდნენ ცუდს, დაბეზღებით იყვნენ დაკავებულები და არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ. ბოლო თვეების განმავლობაში რადიკალურ ოპოზიციას ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებია“, – აღნიშნა გიორგი გამსახურდიამ.

17 ივნისს ევროკომისია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაციებს წარადგენს, ერთ კვირაში კი 27 სახელმწიფოს ლიდერმა უნდა გადაწყვიტოს, მიანიჭებენ თუ არა კანდიდატის სტატუსს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია