fbpx

გიორგი გამსახურდია არახამიაზე: ის არის პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი და „ნაცმოძრაობის“ პარტაქტივი

ის არის პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი და „ნაცმოძრაობის“ პარტაქტივი, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ დავით არახამიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დავით არახამიამ თვითონაც იცის, რომ სისულელეს ლაპარაკობს, მაგრამ ამას სპეციალურად აკეთებს.

„არახამია ე.წ. ნაყაჩაღარი „რუსთავი 2“-ის მეპატრონეების, ძმები ყარამანიშვილების დასასრულია. იმდენი პრობლემაა უკრაინაში, შენ ჩადიხარ ამერიკაში და ამ სისულელეებს ლაპარაკობ. შენი ქვეყანა არის ამხელა აგრესიის წინააღმდეგ და გცალია ამ სიცრუის ტირაჟირებისთვის, რაც ყველანაირი კონტექსტიდან არის მოგლეჯილი. ერთი გონივრული წინადადება, ერთი სიმართლესთან ახლოს მდგომი არაა ნათქვამი, რა კომპანიები, რა გზების ავლა, რა ფულის გათეთრება? ეს გლობალური საკითხია, რაზეც ჩვენ მთლიანად ვართ მიერთებული. თვითონაც იცის, რომ სისულელეს ლაპარაკობს, მაგრამ სპეციალურად ამბობს. იმდენი რამის ლობირებაა ახლა ამერიკაში უკრაინისთვის შესაძლებელი, რადას წარმომადგენელია, ოფიციალური თანამდებობაც უკავია და ამისთვის სცხელა. ე.ი. ვიღაცა ამას ეუბნება. ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი და „ნაცმოძრაობის“ პარტაქტივია“, – განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება