fbpx

გია ცაგარეიშვილი ელენე ხოშტარიაზე: იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოიხადოს ამ სიყალბისთვის და სიცრუისთვის, კიდევ აქეთ ამუნათებს საზოგადოებას და „აპრავებს“ თავის უკეთურ საქმეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ცაგარეიშვილის აზრით, „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბოდიში უნდა მოიხადოს სიცრუისთვის, თუმცა, მისი თქმით, ხოშტარია პირიქით, საზოგადოებას „აქეთ ამუნათებს“.

„იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას ამ სიყალბისთვის და სიცრუისთვის კიდევ აქეთ ამუნათებს საზოგადოებას და „აპრავებს“ (მის ენაზე ვიტყვი) ამ თავის უკეთურ საქმეს. ამბობს, რომ ეს სასცენო კოსტიუმების სფეროში დიდი მიღწევების გამო აძლევენ მის ოჯახს ამხელა ჰონორარებს. ათი ათასობით დოლარს“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება