fbpx

ქუთაისში სამაშველო ოპერაცია ჩატარდა

ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე სამაშველო ოპერაცია განხორციელდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს, ბინაში ორი დღის მანძილზე დასთან ერთად იყო ჩაკეტილი და მას ბინის დატოვების საშუალებას არ აძლევდა.

მომხდარის გამო ოჯახის წევრებმა სამართალდამცველები გამოიძახეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი. მეოთხე სართულზე ჩაკეტილი და-ძმა რამდენიმესაათიანი ოპერაციის შემდეგ გაათავისუფლეს.

მომხდარზე გამოძიება 11 პრიმა 143-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ამ დროისთვის მამაკაცი დაკავებულია.

გაუზიარე!

Shares