არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს ეუთო/ოდირმადაასკვნა, რომ 2024 წლის არჩევნები თავისუფალი დასამართლიანი არ ყოფილა


საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთაკომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ანაწითლიძის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომმტკიცება, თითქოს ეუთო/ოდირმა 2024 წლისსაპარლამენტო არჩევნები არათავისუფლად დაარასამართლიანად შეაფასა, სიცრუეა.


მისი თქმით, ეუთო/ოდირს მსგავსი რამ არ უთქვამს. პირიქით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამდაასკვნა, რომ არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული, ყველას ჰქონდა საკუთარი არჩევანის დაფიქსირებისშესაძლებლობა, ხოლო მისიის ხელმძღვანელმაბრიფინგზე არჩეულ ხელისუფლებასთანთანამშრომლობის მზაობა გამოხატა.

“ტყუილია, რომ ეუთო/ოდირმა თავის დასკვნაში ჩაწერა, რომ საქართველოში ჩატარებული 2024 წლისსაპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანიარ ყოფილა.
სინამდვილეში: ეუთო/ოდირს არ უთქვამს, რომსაქართველოში ჩატარებული არჩევნები თავისუფალი დასამართლიანი არ ყოფილაო. პირიქით, ეუთო/ოდირმასრულად შეაფასა საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდა დაასკვნა, რომ არჩევნები კარგად ორგანიზებული იყო, ყველას ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი არჩევანიდაეფიქსირებინა და მისიის ხელმძღვანელმა ბრიფინგზეგამოხატა მზაობა არჩეულ ხელისუფლებასთანთანამშრომლობის.”- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე: ნაცმოძრაობამ ზვიად გამსახურდიასმიერ გაუქმებული ყოფილი სამხრეთ ოსეთისავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითიადმინისტრაციული ერთეული შექმნა, განსაზღვრასაზღვრები და ოკუპანტი უკანონო ბორდერიზაციასსწორედ ამ ე.წ. საზღვრის გასწვრივ ახორციელებს


წითლიძე სამაჩაბლოს ტერიტორიაზე დროებითიადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნაზესაუბრობს და სიცრუის ტირაჟირებით აღნიშნავს, რომ ამტერიტორიული ერთეულის შექმნას არავითარი კავშირი არაქვს ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ, ბრიფინგზე განაცხადა.

იგი ანა წითლიძის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსსხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა დააღნიშნა, რომ ნაცმოძრაობამ განსაზღვრა საზღვრები დაოკუპანტი უკანონო ბორდერიზაციას სწორედ ამ ე.წ. საზღვრის გასწვრივ ახორციელებს.


“სინამდვილეში: საქართველოს კონსტიტუცია ასეთიერთეულის შექმნის შესაძლებლობას საერთოდ არითვალისწინებდა. ნაცმოძრაობამ ზვიად გამსახურდიასმიერ გაუქმებული ყოფილი სამხრეთ ოსეთისავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითიადმინისტრაციული ერთეული შექმნა, განსაზღვრასაზღვრები და ოკუპანტი უკანონო ბორდერიზაციასსწორედ ამ ე.წ. საზღვრის გასწვრივ ახორციელებს” – განაცხადა გორდულაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება