საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთაკომიტეტის თავმჯდომარე ,არჩილ გორდულაძე ანაწითლიძის პოზიციას ეხმაურება და აცხადებს, რომმტკიცება, თითქოს ძალადობრივი ქმედებებისგანარგამიჯვნა სამართლებრივი აბსურდია, სიმართლეს არშეესაბამება.
მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულისასამართლოს მყარი პრაქტიკით (მათ შორის Refah-ისა დაbatasuna-ს საქმეებზე), პარტიის ან მისი წევრების მიერძალადობისგან მყისიერად არგამიჯვნა სრულადშეერაცხება პოლიტიკურ ძალას და კონკრეტულსამართლებრივ შედეგებს იწვევს.
“ტყუილია, რომ დანაშაულისგან არგამიჯვნასამართლებრივი აბსურდია.
სინამდვილეში: ადამიანის უფლებათა ევროპულისასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკისთანახმად, მათ შორის, Refah-ისა და batasuna-ს საქმეში, ერთი პარტიის მიერ, მეორე პარტიის ძალადობრივიქმედებებისგან არგამიჯვნა, ასევე პოლიტიკური პარტიისმიერ ,თავისი წევრების ძალადობრივი ქმედებებისგანმყისიერად არგამიჯვნა, სრულად შეერაცხება იმ პარტიას, რომელიც უარს აცხადებს გამიჯვნაზე. შესაბამისად, არგამიჯვნა კონკრეტული სამართლებრივი შედეგებისმომტანია.”- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.