fbpx

ამერიკელმა პარტნიორებმა ვეტერანთა ჰოსპიტალს კომპიუტერული ტომოგრაფი გადასცეს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ატაშესთან, პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოსთან…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრ ვასილე დინკუს შეხვდა

საქართველო-რუმინეთის თანამშრომლობა და ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრ ვასილე დინკუს შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლო კავშირებს თავდაცვის სფეროში. აღინიშნა, რომ ახლახანს ხელმოწერილი დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობებს ყველა მიმართულებით ახალ იმპულსს შესძენს. მთავრობის მეთაურმა რუმინეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, აგრეთვე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა  რუმინეთის მნიშვნელოვან კონტრიბუციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. აგრეთვე, ყურადღება დაეთმო ისტორიულ გადაწყვეტილებას – საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ და ითქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მზადაა, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა სწრაფად მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას და ხაზი გაესვა რუმინეთის მნიშვნელოვან წვლილს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში. მხარეებმა მიმოიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დირექტორატის უფროსი ვასილე იონესკუ და რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რეზვან როტუნდუ ესწრებოდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა სხდომაზე 11 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „გოგნის ქარის ელექტროსადგურის“ პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“, რომელიც თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ქარის ელექტროსადგურების მოწყობას ითვალისწინებს. ელექტროსადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 103,5 მგვტ იქნება,  სავარაუდო წლიური გამომუშავება – 362 მლნ.კვტ.სთ, ხოლო საპროექტო ღირებულება – 130 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. მთავრობის წევრებმა ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტები ,,პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ“, რომლის საფუძველზეც რვა კომპანიას საერთაშორისო სტატუსი მიენიჭება.

ანდრია ბასილაია: მერიას არ აქვს შესაბამისი ლეგიტიმაცია, რომ ეჭვი შეიტანოს სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული ექსპერტის დასკვნაში

თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განცხადებით, ნებისმიერიპროექტის განხორციელების დროს, თბილისის მუნიციპალიტეტი იბარებსკონკრეტული ეტაპების დასრულებულ სამუშაოებს, რომელსაც…

დავით ნარმანიამ საქართველოს პარლამენტში სემეკის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში წარადგინა

დავით ნარმანიამ ისაუბრა 2021 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე, მომხმარებელთა ინტერესების დაცვასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ელექტროენერგეტიკის,…

„ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2022“ გაიხსნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2022“გახსნა. ჯუანშერ ბურჭულაძემ, თანამედროვე გამოწვევების ფონზე, კიბერუსაფრთხოებისსფეროში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის…

ჯუანშერ ბურჭულაძე: „ძვირფასო ვეტერანებო, თქვენი გამოცდილებით სჭირდებით საქართველოს, ჩვენს ხვალინდელ დღეს

“ „ვეტერანების სახით საქართველოს ჰყავს ღირსების ეტალონები, გამორჩეული მოქალაქეები,რომლებმაც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად ჩვენი ქვეყნის…

 ყველას ვალია, დააფასოს ვეტერანების ღვაწლი, რადგან მათ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღეს – საკუთარი სიცოცხლე-ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ვეტერანის დღე და ყველა ვეტერანს ჩვენი მთავრობის სახელით გითხრათ მადლობა თქვენი ღირსეული და ერთგული მსახურებისთვის, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ტერიტორიების დაცვისთვის, ყველაფრისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას ვალია, დააფასოს ვეტერანების ღვაწლი, რადგან მათ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღეს, რაც ადამიანს გააჩნია – საკუთარი სიცოცხლე. „ყველას მოგესალმებით, ძვირფასო ვეტერანებო, პატივცემულო სტუმრებო, ძვირფასო ელჩებო. მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ვეტერანის დღე და ყველა ვეტერანს ჩვენი მთავრობის სახელით გითხრათ მადლობა თქვენი ღირსეული და ერთგული მსახურებისთვის, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ტერიტორიების დაცვისთვის, ყველაფრისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ ჩვენი ქვეყნისთვის. არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის, არამედ მსოფლიოში მშვიდობის დაცვისთვისაც. მინდა აქვე ყველას შევახსენო პირველ რიგში ის, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, ჩვენ ძალიან ბევრი რთული პერიოდი გამოვიარეთ. ომი აფხაზეთში, სამაჩაბლოში, შემდეგ უკვე 2008 წლის ომი და ჩვენი წარმომადგენლობა მისიებში. კოსოვოში, შემდეგ ერაყში, ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ჩვენ ასეული ჩვენი ღირსეული პატრიოტი დავკარგეთ და ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე შეეწირა ამ ომებს. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე. ჩვენი ვალია, დავაფასოთ მათი ეს ღვაწლი. მათ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღეს, რაც ადამიანს აბადია – საკუთარი სიცოცხლე. როცა ადამიანი ამას საკუთარი ნებით თმობს, რა თქმა უნდა, ეს არის გმირობა“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ანიკენ ჰუდფელდტს შეხვდა. განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მზარდი დინამიკა და სამომავლო თანამშომლობის გაღრმავების პერსპექტივები. აღინიშნა, რომ წლების განმავლობაში ნორვეგიის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორის, მნიშვნელოვანმა დახმარებამ დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის დემოკრატიულ რეფორმებსა და ინსტიტუციონალურ მოდერნიზაციაში, ასევე მის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. ხაზი გაესვა მჭიდრო პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობას. ირაკლი ღარიბაშვილმა ანიკენ ჰუდფელდტს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო შავი ზღვის კავშირის გაძლიერების მიმართულებით მუშაობის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აქვს. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო რეგიონში ევროპის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰელენე სანდ ანდრესენი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა 

17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება. ამ დღესთანდაკავშირებით, 17 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფოსამსახურის დირექტორი,…

ექსპერიმენტორიუმის საჩუქარი დევნილი ვეტერანების შვილიშვილებს

ექსპერიმენტორიუმის საჩუქარი დევნილი ვეტერანების შვილიშვილებს ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ექსპერიმენტების მუზეუმმა- ექსპერიმენტორიუმმა აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების…

გიგა გიგაშვილი: ყველა მიღება-ჩაბარების აქტს, რაც მერიაშია წარმოდგენილი, ექსპერტიზა ჩაუტარდა, ასევე, ლაბორატორიის მიერ ტექნიკური ზედამხედველობა გაეწია

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის, გიგაგიგაშვილის განცხადებით, ვაკის პარკის შადრევნის მოწყობის პროექტთანდაკავშირებით, ყველა მიღება-ჩაბარების…

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები,…

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის მთავრობას ბართინის მაღაროში აფეთქების შედეგად ათეულობით ადამიანის დაღუპვის გამო  სამძიმარი გამოუცხადა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის ბართინის პროვინციაში მაღაროში აფეთქებისას მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა. „ძალიან დაგვამწუხრა ინფორმაციამ თურქეთის ბართინის პროვინციაში…

მომხდარი შემთხვევა წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას ჰგავს-ლაშა ფურცხვანიძე

ლაშა ფურცხვანიძე – პასუხისმგებელი ვართ იმ სამუშაოებზე, რაც ჩავატარეთ, ყველა საბუთი არსებობს და ნახეს პოლიციაში, ძალიან…