fbpx

ზურაბ ქადაგიძე – 10 წელი გავიდა, რაც ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილთან და “ქართულ ოცნებასთან” ერთად დაამარცხა უსამშობლოთა სექტა

ზურაბ ქადაგიძე – 10 წელი გავიდა, რაც ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილთან და “ქართულ ოცნებასთან” ერთად დაამარცხა…

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ განცხადება

ზუსტად 10 წლის წინ, 2012 წლის 1 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტი, დემოკრატია, ადამიანის…

დავით ქართველიშვილი – ბერში – მისი უწმინდესობა, ერში – ქვეყნის თავდადებული გმირი, ქველმოქმედი და პოლიტიკური მოჭადრაკე ბიძინა ივანიშვილი

დავით ქართველიშვილი – ბერში – მისი უწმინდესობა, ერში – ქვეყნის თავდადებული გმირი, ქველმოქმედი და პოლიტიკური მოჭადრაკე…

ნინო ფოჩხუა – გამარჯვების თავი და თავი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ჩვენთან ერთად უძლებდა იმ გაუგონარ თავდასხმებს

ნინო ფოჩხუა – გამარჯვების თავი და თავი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ჩვენთან ერთად უძლებდა იმ გაუგონარ თავდასხმებს,…

ზაალ ანჯაფარიძე – 10 წლის წინ საქართველოს საზოგადოებამ ბოლო მოუღო ქვეყანაში ავტოკრატიულ რეჟიმს

დღეს 1 ოქტომბერია, სიმბოლური და სამახსოვრო თარიღი ბევრი რამით. 10 წლის წინ საქართველოს საზოგადოებამ ბოლო მოუღო…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიურ მრჩეველს შეხვდა

საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და  საქართველოსთვის მონიჭებული ევროპული პერსპექტივა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის…

ედიშერ გვენეტაძე – მთელ საქართველოს ვულოცავ დიდი მამულიშვილის ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების 10 წლის იუბილეს

მთელ საქართველოს ვულოცავ დიდი მამულიშვილის ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების 10 წლის იუბილეს, რომ არა…

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური…

ორწლიანი პაუზის შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში „ბოლნისქალაქობა 2022“გრანდიოზულად აღინიშნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სახალხო დღესასწაული „ბოლნისქალაქობა 2022“მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნა. „ბოლნისქალაქობა 2022“-ის სტუმრებს, ძველგერმანულ უბანში, საბავშვო სივრცე, ბოლნისის…

სამწუხაროა, რომ ამერიკის ელჩმა უარი თქვა რადიკალური ოპოზიციის გზავნილების სრულ უარყოფაზე

საქართველოს პარლამენტის წევრების: სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილისა და მიხეილ ყაველაშვილის განცხადება- გუშინ ამერიკის ელჩს, ქალბატონ…

„თბილისობა 2022“ პირველ და 2 ოქტომბერს სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება

დედაქალაქის მთავარი დღესასწაული – „თბილისობა 2022“ პირველ და 2ოქტომბერს მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება. ღონისძიებები რიყის პარკში,ლეღვთახევში, ორბელიანის,…

„მინდა, ყველა სამხედრო მოსამსახურის სახელით მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, იმ ძალისხმევისთვის, რასაც იგი ჩვენი ჯარისთვის იჩენს-ჯუანშერ ბურჭულაძე

„20%-ით ანაზღაურების გაზრდა 2023 წლიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ასევე,არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი განგრძობითია და…

ვინც არ უნდა გვამუნათოს დღეს, რომ თვისუფლებას ჩვენ სიმშვიდეში ვცვლით, არაფერს არა ვცვლით. უბრალოდ არის ჟამი,როდესაც უნდა იბრძოლო და არის ჟამი, როდესაც ამ ბრძოლისთვის უნდა მოემზადო-კობა კობალაძე

ვინც არ უნდა გვამუნათოს დღეს, რომ თვისუფლებას ჩვენ სიმშვიდეში ვცვლით, არაფერს არა ვცვლით. უბრალოდ არის ჟამი,როდესაც…

ირაკლი ღარიბაშვილი-საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასები და დანამატები გაიზრდება

საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასები და დანამატები, პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება და მანდატურების ხელფასები გაიზრდება, 2023 წლის იანვრიდან კი 500 სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების ზრდაც. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა საჯარო მოხელის ხელფასი 10%-ით გაიზრდება. „რაც შეეხება განათლებას, რომელიც არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, განათლებასა და მეცნიერებაზე ზრუნვა. საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასები და დანამატები იზრდება, ასევე, მანდატურების ხელფასები გაიზრდება, საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები გაიზრდება 10%-ით. ეს 10%-იანი ზრდა შეეხება ყველა საჯარო მოხელეს. ჩვენ ასევე გავზრდით პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივ ანაზღაურებას, ბატონო მიხეილ. ვიწყებთ 500 ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციას და მშენებლობას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გავაკეთეთ გეგმა, 800 სკოლა არის ძალიან მძიმე, სავალალო მდგომარეობაში, ამისთვის ძალიან დიდი თანხებია გამოყოფილი, დაახლოებით მილიარდ ლარამდე 3 წლის განმავლობაში და ამ მიზნით 2023 წელს 300 მილიონი ლარი არის გათვალიწინებული ბიუჯეტში. 500 სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება იანვრიდან.  მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების ზრდაც. ესეც გათვალისწინებული გვაქვს ამ ბიუჯეტში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი-ინფრასტრუქტურის მიმართულებით 2023 წელს დაახლოებით 6 მლრდ ლარზე მეტს დავხარჯავთ

ინფრასტრუქტურის მიმართულებით 2023 წელს დაახლოებით 6 მლრდ ლარზე მეტს დავხარჯავთ- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მილიარდ 700 მილიონზე მეტი დაიხარჯება, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მილიარდ 200 მილიონი მოხმარდება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 2 მილიარდ 100 მილიონი ლარია გამოყოფილი, ხოლო წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებაზე 520 მილიონი ლარი დაიხარჯება. „რაც შეეხება ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობას. გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი დანახარჯები სოციალური მიმართულებით, ხელფასების ზრდა და აშ.., ჩვენ მოვახერხებთ ძალიან სოლიდური თანხების გამოყოფას ინფრასტრუქტურაზე და ეკონომიკის სტიმულირებაზე, წახალისებაზე. ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, 2023 წელს დაახლოებით 6 მილიარდ ლარზე მეტს დავხარჯავთ. ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება 6 მილიარდი ლარი. აქ შედის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მილიარდ 700 მილიონზე მეტი მიემართება საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. რაც შეეხება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას, მილიარდ 200 მილიონი დაიხარჯება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 2 მილიარდ 100 მილიონი ლარი, 2 მილიარდ ლარზე მეტი. წყალმომარაგება, წყალანირების სისტემის გაუმჯობესებაზე 520 მილიონი ლარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენი დაპირებაა, რომ 2025 წლისთვის, ორ წელიწადში სულ რაღაც, სამ წელიწადში მაქსიმუმ ყველა ქალაქს, მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს 24 საათიანი წყალმომარაგება. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.