fbpx

პრემიერის ინიციატივით, იწყება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

პრემიერის ინიციატივით, იწყება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მოგეხსენებათ, წელს ძალიან რთული წელია მთელ მსოფლიოში, არა ერთი გამოწვევა არსებობს, მათ შორის, ჯერ იყო პანდემია, მერე ეს ომი, დამანგრეველი ომი და ბუნებრივია, ყველგან გაუარესდა მდგომარეობა ყველა მიმართულებით, იქნება ეს ინფლაცია, ფასების ზრდა და ა.შ. იმისათვის, რომ ქვეყანაში სტაბილური ვითარება შევინარჩუნოთ, უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას, მოქალაქეებს, ფერმერებს, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა დავიწყოთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროგრამის დამტკიცების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროული განხორციელების ხელშეწყობა. „პროგრამის დამტკიცების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროული განხორციელების ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 1 ჰა-ზე 300 ლარით, სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰექტრიდან 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები, თანამესაკუთრეები და ბენეფიციარს შეეძლება, რომ მიიღოს ეს სუბსიდია. მათ დაერიცხებათ სპეციალურ აგრო ბარათზე აღნიშნული დახმარება, სუბსიდია, ქულების სახით და შეეძლებათ გამოიყენონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შესასყიდად. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება, ეს შეეხება დაახლოებით 300 000-მდე ფერმერს, პროექტის ბიუჯეტი 35 მლნ ლარს შეადგენს და ვფიქრობთ, ეს დადებით გავლენას მოახდენს წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებაზე. ამას გარდა, იცით, რომ არა მხოლოდ მცირე მიწის მქონე, არამედ მსხვილ ფერმერებსაც ვეხმარებით, ჩვენ მათ ვუფინანსებთ საბრუნავი სახსრების აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს 9%-ის ოდენობით ასევე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 22 მარტიდან დღემდე 20 მლნ ლარის სესხები არის გაცემული. ასე რომ, ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ ჩვენი ფერმერების დახმარებას,“- აღნიშნა პრემიერმა.

1 ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარი გახდება-ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებაზე  – დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დახმარება გახდეს 150 ლარი, პირველი…

ამერიკა არ ჩქარობს რომ ეს ომი დაამთავროს ორ კვირაში ან ერთ თვეში-დავით საყვარელიძე

ზოგიერთი ქვეყანა, თუნდაც შეერთებული შტატები არ ჩქარობს რომ ეს ომი დაამთავროს ორ კვირაში ან ერთ თვეში,…

2022 წლის იანვარი-მარტის თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 394 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო

2022 წლის იანვარი-მარტის თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ394 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარტში საერთაშორისო…

კედიას ქუჩის N10-ში სპორტული მოედანი გაიხსნა

დიდუბეში, კედიას ქუჩა N10-ში სპორტული მოედანი და მოსასვენებელი სივრცეგაიხსნა. დასრულებული სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგებელმა ვლადიმერძნელაძემ პარლამენტისა…

ვაზიანში საარტილერიო წვრთნა ჩატარდა

ვაზიანის სასროლეთზე მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონმაამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნები საბრძოლო სროლებითდაასრულა. საველე წვრთნებში…

უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობა“ არავის უხსენებია-შალვა პაპუაშვილი

უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობა“ არავის უხსენებია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.…

იყო სიცილი და იყო ცრემლი, ერთმანეთის პატივისცემა და დიდი სიყვარული-ლიდერ ქალთა დაჯილდოება

ლალი მოროშკინამ და ნათია შათირიშვილმა ,,ლიდერ ქალთა,,საზოგადოება 2015 წელს დაარსეს. ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფო ამბობს ლალი…

ნანა კაკაბაძე – თურმე “თავისუფლების ინსტიტუტში” აფასებენ იმას, თუ რა შეიძლება წაიკითხოს ფეისბუქის მომხმარებელმა და რა – არა

ნანა კაკაბაძე – თურმე “თავისუფლების ინსტიტუტში” აფასებენ იმას, თუ რა შეიძლება წაიკითხოს ფეისბუქის მომხმარებელმა და რა…

რუსლან სტეფანჩუკი – მადლობას ვუხდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტისთვის, რომელიც სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა

მოხარული ვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიღებით, რომელიც კიევში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა, მადლობას ვუხდი…

ირაკლი ღარიბაშვილი თელავში, „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

ირაკლი ღარიბაშვილი თელავში, „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული…

ირაკლი ღარიბაშვილმა , რეგიონული ტურნეს ფარგლებში თელავში ახლად რეაბილიტირებული პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“ დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად, რეგიონული ტურნეს ფარგლებში თელავში ახლად…

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩემი გადაწყვეტილებით, ჩვენ ვაჩქარებთ   მიწის სისტემურ რეგისტრაციას მთელი საქართველოს მასშტაბით

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩემი გადაწყვეტილებით, ჩვენ ვაჩქარებთ   მიწის სისტემურ რეგისტრაციას მთელი საქართველოს მასშტაბით;  სახელმწიფო სისტემური წესით…

მიწის სისტემური რეგისტრაცია არის სრულიად უფასო, მიწის პირველადი რეგისტრაცია 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება და გვექნება ქვეყნის ერთიანი, ზუსტი, კადასტრული და სამართლებრივი რუკა-ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი – მიწის სისტემური რეგისტრაცია არის სრულიად უფასო, მიწის პირველადი რეგისტრაცია 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება…

გიორგი ჩაკვეტაძე – აკერმანის რევოლუციური გეგმის ნაწილი ყოფილა ,,აგრესიულად დააბრალე ის, რაშიც გამხილეს

გიორგი ჩაკვეტაძე – აკერმანის რევოლუციური გეგმის ნაწილი ყოფილა ,,აგრესიულად დააბრალე ის, რაშიც გამხილეს”, დღეს აპირებს ომის…