fbpx

ამერიკა არ ჩქარობს რომ ეს ომი დაამთავროს ორ კვირაში ან ერთ თვეში-დავით საყვარელიძე

ზოგიერთი ქვეყანა, თუნდაც შეერთებული შტატები არ ჩქარობს რომ ეს ომი დაამთავროს ორ კვირაში ან ერთ თვეში, ვინაიდან რაც მეტად ჩაეფლობა რუსეთი ამ ომში, მით უფრო მეტად აწყობს შეერთებულ შტატებს, რომ დაიცალოს რესურსისგან და სისხლისგან – ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკურად შეერთებული შტატები არ ზარალდება დასავლეთ ევროპისგან გასხვავებით, პირიქით, გაზის მიწოდება სულ უფრო იზრდება შეერთებული შტატებიდან ევროპაში.

„იარაღი უკრაინას უნდა მიაწოდონ იმ პროპოციით რა პრორციითაც საკმარისი იქნება ამ სამხედრო ურდოს და აგრესიის შესაჩერებლად. ამ შემთხვევაში რაც დღეს გვაქვს, არ არის საჭირო გულახდილად გეტყვით, იმისთვის რომ რუსებს გავუმკლავდეთ, ეს არის ფაქტიურად ზღვაში წვეთი. გასაგებია, რომ ზოგიერთი ქვეყანა, თუნდაც შეერთებული შტატები არ ჩქარობს რომ ეს ომი დაამთავროს ორ კვირაში ან ერთ თვეში, ვინაიდან რაც მეტად ჩაეფლობა რუსეთი ამ ომში, მით უფრო მეტად აწყობს შეერთებულ შტატებს, რომ დაიცალოს რესურსისგან და სისხლისგან. ეკონომიკურად შეერთებული შტატები არ ზარალდება დასავლეთ ევროპისგან გასხვავებით, პირიქით, გაზის მიწოდება სულ უფრო მეტად იზრდება შეერთებული შტატებიდან ევროპაში, ამიტომაც იმ მოცულობის იარაღს აწვეთებენ და აწვდიან უკრაინას, რაც საჭიროს გახდის შეჩერებას დროებით, რომ უკრაინა მასიურად შეტევაზე არ გადავიდეს. საჭიროა ის თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც რუსეთს არ აქვს, ეს არის დრონები, სარაკეტო სისტემები, მათ შორის იმ რადიუსზე მოქმედი, რომელიც საჭიროა, რომ ზურგში დაარტყა და გაააჩერო ამ ურდოს შემოდინება უკრაინაში“ – განაცხადა დავით საყვარელიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება