ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, მერის სათათბირო ორგანოს,
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, წარმომადგენლებს შეხვდა
შეხვედრის ფარგლებში, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე სანდრო
სუბელიანმა და თავმჯდომარის მოადგილე მადონა ლომსაძემ მერს ახალი პროექტები და
ინიციატივები წარუდგინეს, რომლებიც მუნიციპალიტეტში კულტურული და სპორტული
ცხოვრების განვითარებას, ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდასა და საზოგადოებრივი
აქტივობების წახალისებას ემსახურება.
შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქალაქის
ისტორიულ უბანში კლასიკური მუსიკის ფესტივალის მოწყობაზე, რომელიც ტრადიციულ
ხასიათს მიიღებს და კულტურული ღონისძიებების ხელმისაწვდომობის გაზრდასთან
ერთად ტურიზმის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. საუბარი, ასევე, შეეხო
ახალგაზრდულ პროექტებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების
მონაწილეობის გაზრდას, რაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ ჩართულობასა და
ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
ზამურ ჭითანავამ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა
აქტიური მუშაობისთვის და აღნიშნა, რომ ახალ ინიციატივებს, პროექტებსა და
რეკომენდაციებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის განვითარებასა და კეთილდღეობას
ემსახურება, შესაძლებლობის ფარგლებში, ყოველთვის მხარს დაუჭერს.