13 სექტემბერს, დედაენის ბაღში, საქართველოს ფოსტის ინიციატივით “ქართული
მარკების ფესტივალი 2026” პირველად გაიმართება.
11:00 – დან 20:00 საათამდე დედაენის ბაღში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ,
ქართულ საფოსტო მარკებს განსხვავებული ფორმით გაეცნონ, დაათვალიერონ,
შეიძინონ ისინი და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა შემოქმედებით აქტივობაში.
ფესტივალის მთავარი მიზანია საფოსტო მარკა საზოგადოებისთვის კიდევ უფრო
საინტერესო გახდეს – როგორც ქართული ისტორიისა და კულტურის მნიშვნელოვანი
ნაწილი.
“ქართული მარკების ფესტივალი 2026” გააერთიანებს როგორც საფოსტო მარკების
კოლექციონერებს, ისე მათ, ვინც პირველად აღმოაჩენს მარკების ისტორიასა და დიზაინს.
ფესტივალის პროგრამა
12:00 – 16:00 | კალიგრაფიის სივრცე
ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, კალიგრაფისტის დახმარებით
საკუთარი ტექსტი განსაკუთრებული კალიგრაფიული შესრულებით გააფორმონ.
14:00 – 17:00 | ზალიკო სულაკაური
კარიკატურისტი ზალიკო სულაკაური ბავშვებისთვის სპეციალურ მასტერკლასს
ჩაატარებს და ფესტივალის სტუმრებისთვის სახალისო კარიკატურებს შექმნის.
12:00 – 17:00 | ანიმატორები
ანიმატორები მთელი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს სახალისო
აქტივობებში ჩართავენ და ღონისძიებას კიდევ უფრო სადღესასწაულო განწყობას
შესძენენ.
11:00 – 20:00 | წერილის წერის ზონა
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაწერონ წერილი სასურველი ადრესატისთვის,
გააფორმონ და საქართველოს ფოსტის საშუალებით და გაუგზავნონ მას.
13:00 – 15:00 | სასაუბრო სივრცე
სტუმრები შეძლებენ შეხვდნენ საქართველოს ფოსტის წარმომადგენლებს, საფოსტო
მარკების დიზაინერებსა და სფეროს სხვა მონაწილეებს, გაეცნონ საფოსტო მარკების
შექმნის პროცესსა და საინტერესო ისტორიებს.
11:00 – 20:00 | საფოსტო მარკების სივრცე
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ და შეიძინონ მათთვის სასურველი
ქართული საფოსტო მარკები.
11:00 – 20:00 | ფოტოზონა
ფესტივალის სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში თემატურად გაფორმებული
ფოტოზონა დახვდებათ სამახსოვრო კადრებისთვის.
მისამართი: თბილისი,დედაენის ბაღი
თარიღი:13 სექტემბერი, 2026
დრო: 11:00 – 20:00
დასწრება თავისუფალია