fbpx

,,იქსნიუსის,,დამფუძნებელს მირიან ყარაულაშვილს პროკურატურაში შეაქვს საჩივარი მიშა მშვილდაძის წინააღმდეგ

საინფორმაციო სააგენტო ,,იქსნიუსის,,დამფუძნებელს მირიან ყარაულაშვილს დღეს პროკურატურაში შეაქვს განცხადება მიშა მშვილდაძის წინააღმდეგ ,გთავაზობთ განცხადებას-

საქართველოს გენერალურ პროკურორს

ბატონ ირაკლი შოთაძეს;

ბატონო ირაკლი,

როგორც საქართველოს მოქალაქე, შემძრა ტელეკომპანია „ფორმულა“-ს გენერალური დირექტორის მიხეილ (მიშა) მშვილდაძის სახალხო მოწოდებამ, რომელიც მან გამოაქვეყნა სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ;

აღნიშნული განცხადება(სტატუსი)  შეიცავს საქართველოს ლეგიტიმური უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ( ტექსტის ფოტო-ასლი ამ საჩივარს თან ერთვის – დანართი#1).

უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული ტექსტი ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის („დალეწვის“)  მოწოდებით გამოაქვეყნეს რეიტინგულმა საინფორმაციო სააგენტოებმა ( „იქს-ნიუსი“, „იმედი-ნიუსი“)  და თითქმის ყველა რეიტინგულმა ქართულმა ტელეკომპანიამ – „იმედი“, „პოსტვ“ ( იხ. დანართი #2, დანართი #3).

გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული მოწოდების ავტორი მშვილდაძე მუშაობს საქართველოს მართლმსაჯულების მიერ სისხლის სამართლის დევნაში მყოფი ყოფილი თავდაცვის მინისტრის დ.კეზერაშვილის კუთვნილი და დაფინანსებული ტელეკომპანია „ფორმულა“-ს გენერალურ დირექტორად;

როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული მოწოდება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით ( „ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ “ )  გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ნიშნებს , ხოლო ამ მუხლით აღნიშნულ ქმედებაზე ს/ს კოდექსით გათვალისწინებულია შესაბამისი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა ვადით სამ წლამდე.

  • 2 –

ბატონო გენერალურო პროკურორო,

ყოველივე ზემოთაღნიშნულის საფუძველზე მიჩნდება საფუძვლიანი შიში, რომ იმ მოწოდებას, რომელიც მ.მშვილდაძემ გამოაქვეყნა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე, ხოლო შემდეგ ეს მოწოდება მისი სახელით გაავრცელეს რეიტინგულმა საინფორმაციო სააგენტოებმა და ტელეკომპანიებმა, გაეცნობა საქართველოს თითქმის მთელი მოსახლეობა;

 არაა გამორიცხული მათ შორის მოიძებნოს რამოდენიმე ასეული ან ათასი სხვადასხვა მიზეზით არაჯანსაღი ფსიქიკის , ნაკლები განათლების  ან ნაკლები საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი, რომელიც დაიჯერებს მის მოწოდებას, აღნიშნულ დღესა და საათზე შეიკრიბება უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლების სამყოფელ შენობასთან(სახელმწიფო კანცელარია) და მოინდომებს მის დარბევასა და ხელისუფლების დამხობას.

ბატონო გენერალურო პროკურორო,

კიდევ ერთხელ მივაპყრობ თქვენს ყურადღებას ხელისუფლების დამხობისკენ ზემოთაღნიშნული მოწოდების რეალური საფრთხის შემცველ შინაარსსა და ბუნებას და მოვითხოვ თქვენგან თქვენს ხელთ არსებული კომპეტენციისა და თქვენზე დაკისრებული მოვალეობისა და  ვალდებულების გათვალისწინებით დაუყოვნებლად დაიწყოთ  მოქალაქე მ.მშვილდაძის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებული დევნა.

აღნიშნულ წერილს თან ერთვის შესაბამისი მტკიცებულებები დანართი#1, დანართი#2 და დანართი#3 -ის სახით.

ვსარგებლობ შემთხვევით და გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას თქვენთვის რწმუნებული სახელმწიფო ინსტიტუციის და პირადად თქვენს მიმართ.

პატივისცემით,

მირიან ყარაულაშვილი,

5 აპრილი, 2022 წ.

ქ.თბილისი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება