fbpx

საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელი, ნედ პრაისი

ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას, მათ შორის აღსანიშნავია გაეროში მნიშვნელოვანი კენჭისყრები, რომელსაც საქართველომ მხარი დაუჭირა, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე.

კითხვაზე, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებას ეხებოდა, ნედ პრაისმა უპასუხა, რომ იმ პოზიციაში არ არის, რომ აღნიშნულ საკითხზე ისაუბროს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას.

„ქართველ ხალხს კარგად ახსოვს, რას ნიშნავს რუსეთის აგრესია. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას, მათ შორის აღსანიშნავია გაეროში მნიშვნელოვანი კენჭისყრები, რომელსაც საქართველომ მხარი დაუჭირა. მჭიდრო კონტაქტი გვაქვს საქართველოში ჩვენს კოლეგებთან უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე და ეს კონტაქტი გვექნება“, – აღნიშნა ნედ პრაისმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება