ვატო შაქარიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მშვიდობით, ინვესტიციებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობით, ოჯახური და ტრადიციული ღირებულებებით, მართლმადიდებლობით, სუვერენიტეტით, პრაგმატულობით, განვითარებით ევროკავშირის “აღთქმულ მიწაზე” ვერ მოხვდებითო

ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია, რომ სურსათზე დაბალი ფასები ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება და საქართველოს მთავრობა, ხალხზე ზრუნვით…

ComCom-მა „გამარჯობა, რუბის“ წიგნების გამოყენებაში 400-მდე მასწავლებელი გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, კომპიუტერული ტექნოლოგიების 400-მდე სკოლის მასწავლებელი „გამარჯობა, რუბის“ სახელმძღვანელოს გამოყენებაში გადაამზადა. შეხვედრებმა მოიცვა შემდეგი რეგიონები: ზესტაფონი, ახმეტა, ბორჯომი, მესტია, საგარეჯო, ტყიბული, დმანისი, ხობი, თიანეთი, მარტვილი, ონი, ფოთი, ბოლნისი, ლანჩხუთი, ლაგოდეხი, ლენტეხი, ჩხოროწყუ, დედოფლისწყარო, ქედა, წნორი და ხულო. საგულისხმოა, რომ აღნიშნული შეხვედრების შედეგად,  საქართველოს ყველა რეგიონი სრულად დაიფარა. გადამზადებულ მასწავლებლებსა და სკოლებს კომუნიკაციების კომისიამ „გამარჯობა, რუბის“ სახელმძღვანელო და დამხმარე რესურსები გადასცა. შეხვედრებს წიგნის ავტორის, ლინდა ლიუკასის მიერ გადამზადებული ტრენერები, ხათუნა ციხელაშვილი, ნანა ნოზაძე, ოლია კილაძე და დიმიტრი პოპოვი უძღვებოდნენ. კომუნიკაციების კომისიამ, გასულ წელს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, კომპიუტერული მეცნიერებების შესახებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი წიგნი – „გამარჯობა, რუბი“, საქართველოს ყველა სკოლისთვის ხელმისაწვდომი გახადა. ინიციატივის ფარგლებში, ComCom-მა ასევე შეიმუშავა „გამარჯობა, რუბის“ წიგნით სწავლების მეთოდოლოგიის მოდული, რომელშიც დეტალურად არის მითითებული თითოეულ თავთან დაკავშირებული ინფორმაცია, სწავლების პრინციპები, წიგნის ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობები და მასწავლებლების მიერ „გამარჯობა, რუბის“ სავარჯიშოებზე დაყრდნობით განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია. „გამარჯობა რუბი“ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი პროგრამირებისა და კომპიუტერული მეცნიერების საწყისების წიგნების სერიაა, რომელიც 36 ქვეყანაშია აღიარებული და თარგმნილი. საგულისხმოა ისიც, რომ წიგნები ნიუ-იორკის სკოლების სასწავლო პროგრამაშია შეტანილი. კომუნიკაციების კომისიამ 2019 წელს წიგნების ქართულ ენაზე გამოცემის ლიცენზია მოიპოვა. ამავე წელს, კომისიის მოწვევით, წიგნების ავტორი, ლინდა ლიუკასი საქართველოში ჩამოვიდა და ქართველი პედაგოგები თავად გადაამზადა. 2024 წელს კი ComCom-მა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, „გამარჯობა, რუბის“ უახლესი გამოცემა – „ძალიან დიდი კომპიუტერული თავგადასავალი“ თარგმნა და ყველა სკოლისთვის ხელმისაწვდომი გახადა. ამასთან, ComCom-ის მოწვევით, წიგნების ავტორმა ქართველი პედაგოგები კვლავ გადაამზადა. 2025 წლის მდგომარეობით, ComCom-მა „გამარჯობა, რუბის“ 20 000 სახელმძღვანელო გამოსცა, რომელსაც საქართველოს მასშტაბით 1300-ამდე სკოლა იყენებს, როგორც კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლებისთვის დამხმარე რესურსს. 

კახა კალაძე: კორუცფცია სერიოზული გამოწვევაა მთელ მსოფლიოში – მიხარია, რომ ჩვენი ქვეყანა, ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმების თვალსაზრისით, მოწინავეა

„კორუცფცია სერიოზული გამოწვევაა ყველგან, მთელ მსოფლიოში და ევროპულქვეყნებშიც“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპისანტიკორუფციული…

კახა კალაძე: სასურსათო პროდუქტებზე ფასების რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სასურსათო პროდუქტებზე ფასების რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია.ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი…

კახა კალაძე: მარკო რუბიოს განცხადებით დასტურდება, რომ თანხები,რომელიც საქართველოში USAID-ის გავლით შემოდიოდა, ძალიან ბევრ კითვის ნიშანს აჩენს

„საქართველოში შემოსული თანხების მცირე ნაწილი მიემართებოდა სხვადასხვაპროექტის დასაფინანსებლად, რეალურად კი პოლიტიკაში, ქვეყნის შიდაპროცესების მართვის, აგრესიული ჯგუფების…

დავით ჩიხელიძე: მედია ქმნის საზოგადოებრივ განწყობებს, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ერთვებიან საკანონმდებლო პროცესებში, რათა მათთვის მისაღებ იდეებს კანონის სახე მისცენ

განსაკუთრებული ყურადღება იმსახურებს ე.წ. „დიფ სთეითის“ გავლენის ვერტიკალის ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკურ ელიტას არ მოიცავს, ვერტიკალში…

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ პრეზენტაცია გაიმართა

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ პრეზენტაცია გაიმართა. როგორც პროექტის ავტორმა თამარ…

კახა კალაძე ათეა-ს პრეზიდენტად აირჩიეს – „ძლიერი თვითმმართველობა ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი, წარმატებული საქართველოსთვის“

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა)პრეზიდენტად კვლავ თბილისის მერი კახა კალაძე აირჩიეს.დღეს ათეა-ს ეროვნული ასამბლეის რიგით…

დევნილთა სააგენტო, იძულებით გადაადგილებულ 800-მდე ოჯახს სახლს შეუსყიდის

დევნილთა სააგენტო, იძულებით გადაადგილებულ 800-მდე ოჯახს სახლსშეუსყიდის. აღნიშნული ოჯახების სია, სააგენტოს ვებ-გვერდზე უკვეგამოქვეყნდა.მნიშვნელოვანია, რომ სახლების შესყიდვის…

„თბილსერვის ჯგუფის“ 30 თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობისსიგელები და საახალწლო საჩუქრები გადაეცათ

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვისმადლობის სიგელები და საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.კომპანიის 30 თანამშრომელი „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა…

თამთა მეგრელიშვილი: პრობლემა იმდენად ღრმა იყო, რომ საჭირო გახდა USAID-ის გაუქმება და ფინანსური ნაკადების სრულად ცენტრალიზება, ეს მიუთითებს სისტემურ ხარვეზებზე, სადაც თანხის მიზნობრიობა ფორმალურად არსებობდა, მაგრამ რეალური კონტროლი სუსტი იყო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადება საერთაშორისო დახმარების სისტემის რეფორმირების და USAID-ის გაუქმების შესახებ მნიშვნელოვანი ნაბიჯია,…

დავით ქართველიშვილი ამერიკის მიერ საქართველოსთვის თავდაცვის სფეროში გამოყოფილი გრანტის შესახებ: „ანტიქართული რიტორიკის“, “მეგობარი აქტის” სანაცვლოდ მივიღეთ ოფიციალურად გაფორმებული თანამშრომლობა. ზეწოლის ნაცვლად – ინსტიტუციური მხარდაჭერა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 10 431…

ზურაბ ქადაგიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: კარტელურ გარიგებებს და ხელოვნურად გაზრდილ ფასებს ხელისუფლებას ვერ დააბრალებთ, რადგან სახელმწიფოს გადასახადი არასდროს გაუზრდია!

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სასურსათო პროდუქტების მაღალ ფასებზე პრემიერ-მინისტრის ვიდეო მიმართვასთან დაკავშირებით, რადიკალი…

ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე: პრემიერის ახალი ინიციატივები მხოლოდ წაადგება კონკურენციის გაძლიერებას საცალო ქსელში ფასების დასტაბილურების მიმართულებით

“მსურს შევეხო პრემიერის გუშინდელ გამოსვლას მაღალ სასურსათო ფასებთან დაკავშირებით, რომელიც ზოგ შემთხვევაში მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო ევროპულ…

 “ჩვენ გავაუქმეთ USAID. საერთაშორისო დახმარება სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლქვეშ გადმოვიტანეთ“ – მარკო რუბიო

ვაშინგტონი არასამთავრობო ორგანიზაციებს აღარ აფინანსებს და სანაცვლოდ, მოკავშირე ქვეყნებს შუამავლების გარეშე უწევს მხარდაჭერას – ამის შესახებ…