მაია ნიკოლეიშვილი: კამიტი არის მომაკვდინებელი, ეს ხალხი ცოცხალია, დავასრულეთ კამიტი არის მომაკვდინებელი, ეს ხალხი ცოცხალია, დავასრულეთ,…
დღე: დეკემბერი 5, 2025
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსთანამშრომლების მიერ,პასუხისგებაში მიეცა 14 ადამიანი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსთანამშრომლების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღის განმავლობაშიჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 6…
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა მალტის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ტურიზმის მინისტრთან
ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა მალტის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ტურიზმის მინისტრთან, იან ბორჯთან. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და მალტას შორის ურთიერთობები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. ხაზი გაესვა ობიექტური შეფასებების და კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობას. აღინიშნა, მალტის რესპუბლიკის მხარდაჭერა, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტში.
ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 32-ე მინისტერიალის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა. შეხვედრისას საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან, კერძოდ ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან თანამშრომლობას. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ გამიზნული დეზინფორმაციისა და ინფორმაციით მანიპულაციის ფაქტებზე. მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყანაში არსებული ვითარება და ხაზი გაუსვეს ქვეყნის განვითარებაში ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს როლს. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და აღინიშნა კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობა. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხზე. დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს თანამშრომლობისა და დიალოგის გაგრძელების მზაობა
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია: თუკი დღევანდელი ტენდენციები გაგრძელდება, ევროპის კონტინენტი 20 წელიწადში ან უფრო ადრეც შეუცნობელი გახდება
თუკი დღევანდელი ტენდენციები გაგრძელდება, კონტინენტი 20 წელიწადში ან უფრო ადრეც შეუცნობელი გახდება. ამის გათვალისწინებით, სულაც არ…
დავით ქართველიშვილი: დამახინჯებულ ევროკავშირზე უარი ვთქვით, ასე ვთქვათ, დავაპაუზეთ ჩვენი მისწრაფება, მაგრამ ტრანსფორმირებული ევროპის პირობებში, ჩვენთვის შეიძლება ძალიან საინტერესო შესაძლებლობების ფანჯრები გაიხსნას
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ევროპაში მიმდინარე პროცესებს მედიასთან ეხმიანება. „ევროპაში იკვეთება ახალი ცენტრი –…
ვაშინგტონს სურს, რომ 2027 წლისთვის ევროპამ ნატოს თავდაცვითი ვალდებულებების უმეტესი ნაწილი საკუთარ თავზე აიღოს:Reuters
შეერთებულ შტატებს სურს, რომ ევროპამ ნატოს ტრადიციული თავდაცვითი ვალდებულებების უმეტესი ნაწილი, დაზვერვიდან დაწყებული რაკეტებით დამთავრებული, 2027…
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია – ჩვენ გვსურს, რომ ევროპა დარჩეს ევროპული, დაიბრუნოს ცივილიზაციური თავდაჯერებულობა და უარი თქვას დამხშობ რეგულაციებზე
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგია გამოაქვეყნა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, შეერთებული შტატების ძირითადი…
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია: ტრამპის ადმინისტრაცია უთანხმოებაშია ევროპელ ოფიციალურ პირებთან, რომლებსაც არარეალისტური მოლოდინები აქვთ ომთან დაკავშირებით
ტრამპის ადმინისტრაცია უთანხმოებაშია ევროპელ ოფიციალურ პირებთან, რომლებსაც არარეალისტური მოლოდინები აქვთ ომთან დაკავშირებით. ეს პირები არიან არასტაბილური…
მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბახტიორ საიდოვს შეხვდა. შეხვედრაზე…
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მარკო ჯურიჩთან
ვენაში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა სერბ კოლეგასთან მარკო ჯურიჩთან. საგარეო საქმეთა მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დინამიკა. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას. მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საერთაშორისო დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე, ევროინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
ეუთო-ს 32-ე მინისტერიალის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი სომეხ კოლეგას შეხვდა
ეუთო-ს 32-ე მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის წარმატებული სტრატეგიული პარტნიორობა და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა. რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის და სტაბილურობის დამკვიდრების მნიშვნელობას და საქართველოს მზაობას, თავისი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გააქტიურებისთვის.
პრემიერი -„ბიბისის“ სიუჟეტი აბსოლუტური აბსურდია, სპეცსამსახურების ხელწერით შეთითხნილი ტყუილი, შესაბამისად, სერიოზულად ამის მიღება არ ღირს
სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელდა ის სიუჟეტი, რომელიც კონკრეტულმა ტელევიზიამ – „ბიბისიმ“ გაავრცელა, ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ…
პრემიერი ლოურენს უილკერსონის განცხადებაზე – კონკრეტული მაღალჩინოსნის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებოდა კონკრეტული სქემები, მათ შორის, სპეცსამსახურების ჩართულობით
ამერიკული ადმინისტრაცია, მისი წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ კონკრეტული მექანიზმები, უცხოური დაფინანსების მექანიზმები გამოიყენებოდა მტრული საქმიანობისთვის ჩვენი ეროვნული…
ირაკლი კობახიძე: არა მარტო ექსტრემიზმს, უკვე ტერორიზმსაც ხელს აფარებენ როგორც შიდა პოლიტიკური ძალები, ისე მათი მფარველი გარე პოლიტიკური ძალები -ასეთი ფაქტები კიდევ უფრო მეტად ამაგრებს იმ სარჩელს, რომელიც არის წარდგენილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში
არა მარტო ექსტრემიზმს, უკვე ტერორიზმსაც ხელს აფარებენ როგორც შიდა პოლიტიკური ძალები, ისე მათი მფარველი გარე პოლიტიკური ძალები, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გრიგოლ გეგელიას განცხადებას ალეკო ელისაშვილის შესახებ. მთავრობის მეთაურის თქმით, ასეთი ფაქტები კიდევ უფრო მეტად ამაგრებს იმ სარჩელს, რომელიც არის წარდგენილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. „არა მარტო ექსტრემიზმს, უკვე ტერორიზმსაც ხელს აფარებენ როგორც შიდა პოლიტიკური ძალები, ისე მათი მფარველი გარე პოლიტიკური ძალები. ექსტრემიზმიდან ტერორიზმის გამართლებაზე გადავიდნენ და ეს აჩვენებს მათ სახეს. ასეთი ფაქტები კიდევ უფრო მეტად ამაგრებს იმ სარჩელს, რომელიც არის წარდგენილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში“, – განაცხადა პრემიერმა.