საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე ევროპული ღირებულებების გაუფასურებასა და საქართველოსა და ევროპის ურთიერთობებს…
დღე: დეკემბერი 4, 2025
მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
2025 წლის 4 დეკემბერს, ეუთო-ს 32-ე მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს შეხვდა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის დროს აღმოჩენილი მხარდაჭერისა და გაწეული ძალისხმევისათვის. დადებითად შეფასდა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა და ინტენსიური ორმხრივი თანამშრომლობა. ხაზი გაესვა როგორც მაღალი დონის, ასევე დარგობრივ უწყებათა ვიზიტების ურთიერთგაცვლის აქტიურ დინამიკას. აღინიშნა მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მესამე სხდომის გამართვის მნიშვნელობა. ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის კუთხით. თურქეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა. განხილულ იქნა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ნაყოფიერი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და ორი ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობა შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში. აღინიშნა საქართველოსა და თურქეთს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ეფექტიანი თანამშრომლობა.
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პეტერ სიიარტოს შეხვდა
2025 წლის 4 დეკემბერს, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან, პეტერ სიიარტოსთან. მინისტრებმა განიხილეს საქართველო-უნგრეთის ურთიერთობათა დღის წესრიგში არსებული საკითხები და დიალოგის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. აქცენტი გაკეთდა ბოლო დროის განვითარებებზე. საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და მადლიერებით აღინიშნა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს პრიორიტეტებისადმი. ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის პროცესში უნგრეთის პოლიტიკური და საექსპერტო თანადგომის გაგრძელების მნიშვნელობას. მინისტრებმა გამოხატეს რეგულარული დიალოგის შემდგომი გაღრმავების მზაობა, ასევე გაცვალეს მოსაზრებები აქტუალურ საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, იურაი ბლანარს შეხვდა
ვენაში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, იურაი ბლანარს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო-სლოვაკეთის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, ასევე ხაზი გაესვა პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებისა და ორმხრივი ვიზიტების დინამიკის გააქტიურების პრიორიტეტულობას. მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაში არსებული პერსპექტივები, ასევე მრვალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის პოზიტიური დღის წესრიგი. ორმხრივი დღის წესრიგის საკითხებთან ერთად, მინისტრებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ. მაკა ბოჭორიშვილმა მადლიერება გამოხატა სლოვაკეთის მიერ საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერისათვის. საუბარი შეეხო ევროკავშირთან დიალოგის გამოწვევებს და ამ მიმართულებით მუშაობის საჭიროებებს.
მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა
2025 წლის 4 დეკემბერს, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილსა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს, ქსავიე ბეტელს შორის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დინამიკას და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და უსაფრთხოების გამოწვევებს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გამოწვევებს და ევროკავშირის ინსტიტუტებთან ურთიერთობას. ხაზი გაესვა დიალოგის და ჩართულობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით მუშობის გაგრძელებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა,მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრაზე სიტყვით მიმართა სესიის მონაწილეებს
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს განუყოფელი ნაწილების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის – უკანონო ოკუპაციას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევით. „საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოცი პროცენტი დღემდე ოკუპირებულია და რუსეთი კვლავ აგრძელებს არალეგალურ სამხედრო ყოფნას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. ოკუპაციის შედეგები მძიმეა: ეთნიკური წმენდა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევები, წამებისა და მკვლელობის ტრაგიკული შემთხვევები და ასიათასობით იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებიც ათწლეულებია იმედით ელიან საკუთარ სახლებში დაბრუნებას.“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკაზე და ამ კონტექსტში, მინისტრმა ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელოვან როლს, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის მექანიზმების არსებობის მნიშვნელობას. „გამოვხატავთ მადლიერებას ჩვენი პარტნიორების მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. უმნიშვნელოვანესია, რომ რუსეთ–საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტთა შორის იყოს.“- განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის მხრიდან შესრულების აუცილებლობას. მაკა ბოჭორიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ კიდევ უფრო გააძლიერა ის საფრთხეები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას არ იცავს არანაირი კოლექტიური უსაფრთხოების ქოლგა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების და პროცესების წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიები მიმდინარეობს. „საქართველო აგრძელებს სტაბილურობის გამყარებას საკუთარი დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვისა და მდგრადობის გაძლიერებით, ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციისა და ჩვენი სუვერენიტეტის შერყევისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობის საპასუხოდ.“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. რეგიონში არსებულ ვითარებაზე საუბრისას, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ „საქართველო მტკიცედ განაგრძობს მშვიდობისა და რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობას და მზადაა, იმუშაოს ყველა პარტნიორთან საერთაშორისო სამართლის აღსრულების, სუვერენიტეტის დაცვის და სამხრეთ კავკასიასა და ეუთო-ს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.“ მაკა ბოჭორიშვილის თქმით, 8 აგვისტოს, ვაშინგტონში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია სამხრეთ კავკასიაში განგრძობადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად და მყარ საფუძველს ქმნის რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობისა და განვითარების ახალი შესაძლებლობებისთვის. “ნება მომეცით, ვისარგებლო შემთხვევით და მივესალმო ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას – „მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის“, რომელიც ვაშინგტონში იქნა მიღწეული შეერთებული შტატების პრეზიდენტის შუამავლობით.“ – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.…
კონსტანტინე ჩახუნაშვილი “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში: მიკერძოებული ვარ, ეს „კვლევა“ რომ გავაკეთე, ეგეც ალბათ მიკერძოების ნაწილია
კონსტანტინე ჩახუნაშვილი “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში: მიკერძოებული ვარ, ეს „კვლევა“ რომ გავაკეთე, ეგეც ალბათ მიკერძოების ნაწილია მიკერძოებული…
ლევან მახაშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუციაზე: რაც უნდათ ის მოითხოვონ, ქვეყანა თავზე ეშლებათ და თავიანთ პრეზიდენტს, ქვეყნის ბიუჯეტსა და მოსახლეობას მიხედონ
სანქციების დაწესებას, თუ რაღაცას ითხოვენ, არ ვიცი, ეს მათი გადასაწყვეტია, რაც უნდათ, ის მოითხოვონ, ქვეყანა თავზე…
გიორგი ცუცქირიძე: გაეროს რეზოლუციაზე კენჭისყრა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საგარეო ვექტორისადმი ერთგულებას და მთლიანად ანადგურებს ოპოზიციურ და დასავლეთის ცალკეული წრეების ნარატივს ხელისუფლების პრორუსულ ორიენტაციაზე
გაეროს რეზოლუციაზე კენჭისყრა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საგარეო ვექტორისადმი ერთგულებას და მთლიანად ანადგურებს ოპოზიციურ და დასავლეთის…
კახა კალაძე BBC-ს გამოძიებაზე: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არანაირი აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გასული წლის საპროტესტო აქციებისდასაშლელად ხელისუფლებას არავითარი აკრძალული ნივთიერება არგამოუყენებია. როგორც მერმა…
ნაძალადევის რაიონში კიდევ ერთი სკვერი რეაბილიტირდა
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N34-თან მდებარესკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.პროექტის ფარგლებში, 5 500 კვ. მ ფართობზე…
კახა კალაძე ე.წ. მეგობარი აქტის შესახებ: ეს არის მტრული აქტი დამეგობრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს იმას, რაც აღნიშნულ დოკუმენტში წერია
„დავიწყოთ იმით, რომ ეს არის მტრული აქტი, არანაირ მეგობრობასთანკავშირი არ აქვს იმას, რაც წერია აღნიშნულ დოკუმენტში,…
კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ შეტევები გრძელდება
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა საფრანგეთისეროვნული ასამბლეის მოთხოვნას, ბიძინა ივანიშვილისდასანქცირებასთან დაკავშირებით.მისივე განმარტებით, საზოგადოებამ კარგად იცის,…
კახა კალაძე: საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინისადმი თანადგომას გამოხატავს, ასეც უნდა იყოს, ჩვენ უკრაინელ ხალხს მეგობრად ვთვლით
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა გაეროში, რუსეთისმიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნებასთანდაკავშირებით ჩატარებულ კენჭისყრას, სადაც…
ლევან მაჭავარიანი BBC-ის სიუჟეტზე: მიხეილ სააკაშვილს რომ ვკლავდით და ვაწამებდით, იგივე სერიალის მეორე სეზონია
მიხეილ სააკაშვილს რომ ვკლავდით და ვაწამებდით რამდენი ხანი გრძელდებოდა ეგ პროცესი ორი თუ სამი წელი, იგივე…