მინდა ყველას გისურვოთ ბედნიერი და წარმატებული 2026 წელი, დარწმუნებული ვარ, რომ ეს წელი იქნება წარმატებული ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის – მინდა გისურვოთ ყველას ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატებები 2026 წელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს კეთილსინდისიერი და თავდაუზოგავი შრომისთვის. „მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ მინისტრს, ასევე თქვენს მოადგილეებს, მინდა მადლობა გადავუხადო მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ასევე, თქვენს მოადგილეებს, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს. ის მიღწევები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, თითოეული თქვენგანის დაუღალავი შრომის და კეთილსინდისიერი საქმიანობის შედეგია. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო უკლებლივ ყველა საჯარო მოსამსახურეს. ყველას, ვინც დგას სახელმწიფო სამსახურში. მადლობა ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, უსაფრთხოების სისტემის თანამშრომლებს. სწორედ ამ ადამიანების შრომაზე და კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის განვითარება დღემდე და ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარება. მინდა ყველას გისურვოთ ბედნიერი და წარმატებული 2026 წელი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წელი იქნება წარმატებული ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის. მინდა გისურვოთ ყველას ჯანმრთელობა, ბედნიერება, წარმატებები 2026 წელს“, – განაცხადა პრემიერმა.
დღე: დეკემბერი 30, 2025
ირაკლი კობახიძე -მინდა მადლობა გადავუხადო უკლებლივ ყველა საჯარო მოსამსახურეს,მადლობა ჯარისკაცებს,პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებს,უსაფრთხოების სისტემის თანამშრომლებს სწორედ ამ ადამიანების შრომა ზე და კეთილსინდისი ერებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის განვითარება დღემდე და ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარება
ირაკლი კობახიძე – „საქართველოს რკინიგზაში“და ენერგეტიკის სფეროში მოქმე დ სახელმწიფო საწარ მოებში განხორციელებულიცვლილებებით გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის,რომ მიგვეღო სერიოზული ეკონომიები სხვადასხვა მიმართულებით -ჭარბი დასაქმების პრაქტიკის ცვლილებიდან გამომდინარე ეკონომიამ შეადგინა წლიურად 56 მლნ ლარი -შესყიდვების და პროექტების ოპტიმიზაციის ნაწილში დანაზოგმა შეადგინა 646 მლნ ლარი
სახელმწიფო საწარმოებში განხორციელებული ცვლილებებით გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ მიგვეღო სერიოზული ეკონომიები სხვადასხვა მიმართულებით – ჭარბი დასაქმების პრაქტიკის ცვლილებიდან გამომდინარე ეკონომიამ შეადგინა წლიურად 56 მლნ ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს ეხება „საქართველოს რკინიგზას“ და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებს. „სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები. გამოვყოფდი სახელმწიფო საწარმოებში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელიც ეხება „საქართველოს რკინიგზას“ და ასევე ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებს. გარდა იმისა, რომ განხორციელდა მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ცვლილებები, აქაც ყველგან შეიცვალა ხელმძღვანელი თანამდებობის პირები. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ მიგვეღო სერიოზული ეკონომიები სხვადასხვა მიმართულებით. ჭარბი დასაქმების პრაქტიკის ცვლილებიდან გამომდინარე ეკონომიამ შეადგინა წლიურად 56 მლნ ლარი. ეს ისევ და ისევ რკინიგზისა და ენერგეტიკის სფეროს განვითარებას“, – განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, შესყიდვების და პროექტების ოპტიმიზაციის ნაწილში დანაზოგმა შეადგინა 646 მლნ ლარი. „რაც შეეხება შესყიდვების და პროექტების ოპტიმიზაციას, ამ ნაწილში დანაზოგმა შეადგინა 646 მლნ ლარი. ეს თანხებიც, ბუნებრივია, მოხმარდება ამ დარგების განვითარებას და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ასევე, ენერგეტიკის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ არასწორი პრაქტიკის აღკვეთა, რომელიც იყო გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული. ეს ცვლილებები მოგვცემს ენერგეტიკის სფეროში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევის შესაძლებლობას. ბოლო წლების შედეგები არ იყო მაინც და მაინც დამაკმაყოფილებელი და ჩვენ შეგვიძლია, თვისობრივად გავაუმჯობესოთ შედეგები ენერგეტიკის სფეროში და ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე სამართალდამცავ უწყებებში განხორციელებულმა ცვლილებებმა ხელი შეუწყო ჩვენი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას, რაც აისახა სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის ორგანიზებული და ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებებზე
გასული შვიდი თავის განმავლობაში გაძლიერდა ბრძოლა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ…
პრემიერი – კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი იქნა გამოვლენილი, ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა, ყურადღებას არ მოვაკლებთ ამ საკითხს მომავალშიც
კორუფციასთან ბრძოლა არის სამართალდამცავი წუყებების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება და აქაც არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი იქნა გამოვლენილი, – …
ირაკლი კობახიძე – ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა დასტაბილურობის შენარჩუნება, ჩავატარეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რასაც ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა პოლიტიკური ცხოვრების სტაბილური ფორმით გაგრძელებისთვის, სამწუხაროდ, ამ წელმაც არ ჩაიარა რევოლუციის მცდელობის გარეშე, თუმცა ამ ყველაფერს სახელმწიფო სათანადოდ, ეფექტიანად და ჰუმანურად გაუმკლავდა
ეს წელი იყო წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, გამოწვევებით სავსე იყო წლის დასაწყისი, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და ეს იყო თითოეული თქვენგანის ძალისხმევის შედეგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, წარმატებით ჩაატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რასაც ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა პოლიტიკური ცხოვრების სტაბილური ფორმით გაგრძელებისთვის. „წელს გვაქვს მთავრობის ბოლო სხდომა. შევაჯამოთ გასული ერთი წელიწადი, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ იყო წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. გამოწვევებით სავსე იყო წლის დასაწყისი, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და ეს იყო თითოეული თქვენგანის ძალისხმევის შედეგი. ასევე წარმატებით ჩავატარეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რასაც ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა პოლიტიკური ცხოვრების სტაბილური ფორმით გაგრძელებისთვის. ასევე სამწუხაროდ, ამ წელმაც არ ჩაიარა რევოლუციის მცდელობის გარეშე, თუმცა ყველამ ვნახეთ, რომ ამ ყველაფერს სახელმწიფო სათანადოდ, ეფექტიანად და ჰუმანურად გაუმკლავდა. ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, – განაცხადა პრემიერმა.
ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებს
ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ტრადიციულად გახანგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებს. აღნიშნულ პერიოდში როგორც თბილისის მეტრო, ისე ავტობუსები,…
გერმანული მედიის ცნობით, AfD-ის „დადასტურებულად მემარჯვენე ექსტრემისტულ“ ორგანიზაციად კლასიფიცირების გამო, აშშ-ის მთავრობა გერმანელი ჩინოვნიკების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავდა
გერმანული მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც HateAid-ის თანამშრომლებს აშშ-ის სანქციები დაუწესდათ, ირკვევა, რომ აშშ-ის მთავრობას ყურადღების…
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს 74,4 კმ სიგრძის 12 ბილიკი მონიშნა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით საფეხმავლო ბილიკების მარკირებას აგრძელებს. ადმინისტრაციის ორგანიზებით, წელს, 74,4 კმ სიგრძის…
„რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება“
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის თანდაყოლილი გულის მანკისმკურნალობა, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, ხელმისაწვდომიხდება.კერძოდ, 2026 წლიდან, ჯანდაცვის სამინისტრო „რეფერალურიმომსახურების“ სახელმწიფო…
ცესკოს სხდომაზე გიორგი კალანდარიშვილმა 2025 წელი შეაჯამა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს 2025 წლის ბოლო სხდომა გაიმართადღეს გამართულ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა2025 წელი…
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და კომპანია ,,არემჯის” მხარდაჭერით დაბა კაზრეთში წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა
ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა დაზღაპრის გმირების მსვლელობა. ასევე, გაიმართა კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითიჯგუფების მონაწილეობით.საახალწლო…
დავით ჩიხელიძე: ვინმე ფილფანი გახარიას პარტიიდან დასცინის რიკოთის საუკუნის პროექტს – არ ვიცი რა ნახა ამ ამბავში დასაცინი, მაგრამ ზოგადად ეს სქრინი კარგად გამოხატავს “ქართული” ოპოზიციის სახეს
ვინმე ფილფანი გახარიას პარტიიდან დასცინის რიკოთის საუკუნის პროექტს. მე არ ვიცი ამ გოიმმა ქალმა რა ნახა…
გიორგი გამსახურდია: ყველაზე მდარე და უმაქნისი პრემიერის გაურკვეველი წარმომავლობის პარტიის წევრი, ვინმე ვიკა ფილფანი, საუკუნის პროექტს “აჰაჰავებს” – გახარიას პერიოდში მისი ბოლის გარდა, არაფერი გაკეთებულა
ყველაზე მდარე და უმაქნისი პრემიერის, პატიოსან სიტყვაზე შეკოწიწებული პარტიის გაურკვეველი პოლიტიკური წარმომავლობის წევრი, ვინმე ვიკა ფილფანი,…
სოსო შატბერაშვილი: იმ ევროკავშირის ნაცვლად, რომელიც კეთილდღეობის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და განვითარების მაგალითი იყო, დღეს აბსოლუტურად განსხვავებული სურათი გვაქვს, ამ ფონზე, კრიტიკას ვერ უძლებს ხელისუფლების პოზიცია, რომელიც ამტკიცებს, რომ 2030 წლისათვის, საქართველო ყველაზე მომზადებული იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისათვის
პოლიტიკური პარტია “მემარცხენე ალიანსის” ლიდერი, სოსო შატბერაშვილი, საქართველოს საგარეო კურსის გადახედვის საჭიროებაზე საუბრობს და ხელისუფლების პოზიციას…
პრემიერ-მინისტრმა ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მაჰმუდ ადიბთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.…