Bloomberg-ის ცნობით, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ათასობით ადამიანი შეიკრიბა კანონპროექტის გასაპროტესტებლად, რომელიც, მათი თქმით, გაზრდის პოლიტიკურ ზეწოლას საზოგადოებრივ…
დღე: დეკემბერი 9, 2025
Bloomberg-ის ცნობით, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ათასობით ადამიანი შეიკრიბა კანონპროექტის გასაპროტესტებლად, რომელიც, მათი თქმით, გაზრდის პოლიტიკურ ზეწოლას საზოგადოებრივ მედიაზე და დააკავშირებს ბალტიისპირეთის ქვეყანას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, რომლებმაც გაამკაცრეს კონტროლი სიტყვის თავისუფლებაზე.
ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზიანებაც გახარიას მოკითხეთ, რომლის გაცემული ბრძანებითაც სამწუხაროდ, ახალგაზრდებს თვალები დათხარეს-ლევან მაჭავარიანი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ნივთიერებები, რომლებიც დაშვებულია, ძალადობრივი აქციების დროს მათი…
ეკა სეფაშვილი: აუცილებელია უმაღლესი განათლების რეფორმა ეფუძნებოდეს ბაზრის პროგნოზების კვლევას და ამ კვლევაზე იყოს გათვლილი
უმაღლესი განათლების რეფორმისას ერთ-ერთ აუცილებელ და მნიშვნელოვან კომპონენტად „ხალხის ძალის“ საერთაშორისიო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი მიიჩნევს…
ირაკლი კობახიძე – განათლების სისტემის რეფორმაზე ვერ ვისმენთ ვერავითარ საფუძვლიან კრიტიკას, გვესმის მხოლოდ ცარიელი სპეკულაციები სტუდენტებისთვის იქნება ძალიან ფართო არჩევანი,როგორც უნივერსიტეტების ნაწილში, ისე სპეციალობებისა და ფაკულტეტების ნაწილში
განათლების სისტემის რეფორმაზე ვერ ვისმენთ ვერავითარ საფუძვლიან კრიტიკას, გვესმის მხოლოდ ცარიელი სპეკულაციები, სტუდენტებისთვის იქნება ძალიან ფართო…
ირაკლი კობახიძე -ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ეს ნიშნავს საგარეო პოლიტიკაში ჩვენი პოზიციების კიდევ უფრო მეტად გამყარებას
ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეს ნიშნავს საგარეო პოლიტიკაში ჩვენი პოზიციების კიდევ უფრო მეტად გამყარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართულია ინვესტიციების მიმართულებით და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მომავალი წლიდან კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. „ეკონომიკა სწრაფი ტემპით ვითარდება. ჩვენ წელსაც მოვახერხეთ ამ ტემპის შენარჩუნება. გასული ოთხი წლის განმავლობაში ზრდის საშუალო მაჩვენებელი იყო 9,8%, წელს პირველი ათი თვის მაჩვენებელი არის 7,6%. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაც არის ამ ტენდენციის გამოხატულება. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ეს ნიშნავს საგარეო პოლიტიკაში ჩვენი პოზიციების კიდევ უფრო მეტად გამყარებას, ამიტომ, ხელისუფლება განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სწორედ ეკონომიკის განვითარებაზე. ინვესტიციების მიმართულებით გვაქვს განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართული და მომავალი წლიდან კიდევ უფრო მეტად გაიზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა. მხოლოდ ერთი კომპანიის ხარჯზე ჩვენ ველოდებით 6,6 მლრდ დოლარის ინვესტიციის შემოსვლას. ტენდენცია არის კარგი, შევინარჩუნეთ ზრდის მაღალი ტემპი და მომდევნო წლებშიც ველოდებით ასეთივე მაღალი ტემპის შენარჩუნებას. სავალუტო ფონდის პროგნოზი არის ის, რომ 5,1% იქნება მომდევნო წლების განმავლობაში საშუალო ზრდა, თუმცა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ როგორც წარსულში ვახერხებდით, ახლაც შევძლებთ ამ საპროგნოზო მაჩვენებლის გადაჭარბებით შესრულებას“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერი – ბრიტანეთის ელჩის განცხადებები პირდაპირ შეიძლება განიმარტოს, როგორც ღირსებაჩამორთმეული და სუვერენიტეტდაკარგული ქვეყნის ელჩის განცხადებები, ეს არის თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე, სუვერენული, ღირსეული ბრიტანული ბიუროკრატია ასე არ მოიქცეოდა, როგორც იქცევა ბრიტანეთის ელჩი საქართველოში
სუვერენული, ღირსეული ბრიტანული ბიუროკრატია ასე არ მოიქცეოდა, როგორც იქცევა ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს …
ვფიქრობ, უკრაინამ არჩევნები უნდა ჩაატაროს-დონალდ ტრამპი
მე ვფიქრობ, რომ უკრაინამ არჩევნები უნდა ჩაატაროს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა “პოლიტიკოსთან” განაცხადა.…
პრემიერი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებაზე – კონკრეტული ევროპელები და ამერიკის ყოფილი ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქართველოსგან ითხოვდნენ სანქციების დაწესებას და ამ დროს თვითონ ჰქონდათ გამალებული ვაჭრობა რუსეთთან, ლიეტუვა და ლატვია საქართველოზე 4-ჯერ მეტ ღვინოს ყიდდნენ რუსეთში ომის დაწყების შემდეგ, როდესაც არც ერთი არ არის ღვინის მწარმოებელი ქვეყანა, ეს არის ორმაგი სტანდარტები
თუ ავიღებთ ჩვენ რუსეთთან საგარეო ვაჭრობას და უკრაინისთვის გადარიცხულ თანხებს, რუსეთისთვის გადარიცხული თანხები აღემატება უკრაინისთვის გადარიცხულ…
კახა კალაძე: სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, რაც ჩვენს ქვეყანაში დაცულია, მნიშვნელოვანია, მაგრამ პირობითად, 30-მაადამიანმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს სხვის უფლებებს
ვიღაც თუ რაღაცას აპროტესტებს, ამით დანარჩენების უფლებები არუნდა შეზღუდოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემჟურნალისტებთან…
ირაკლი კობახიძე – ხაბეიშვილი წავიდა რაღაც კონკრეტულ გეგმაზე, კონკრეტულ რისკზე, ამაში გაჰყვნენ მას ოპოზიციის სხვა ლიდერები და შემდეგ მიატოვეს შუა გზაზე, მის ადგილზე მეც ვიქნებოდი განაწყენებული საკუთარ ამხანაგებზე, თუმცა, მადლობა ღმერთს, ასეთი ამხანაგები მე არ მყავს
მეც გავაკრიტიკებდი ხაბეიშვილის ადგილზე ოპოზიციას, იმიტომ რომ ხაბეიშვილი წავიდა რაღაც კონკრეტულ გეგმაზე, კონკრეტულ რისკზე, ამაში გაჰყვნენ…
დიდიე ტღებიუკი – საქართველო არის საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყანა, რომელიც აჩვენებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, მნიშვნელოვან პროგრესს სიღარიბის შემცირების მიმართულებით და ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული დაკავშირების უზრუნველყოფაში, მსურს, მივმართო ქართველ ხალხს – მათ შეუძლიათ, გაეროს იმედი ჰქონდეთ
თანამშრომლობის პირველ წლებში, გაერო ეხმარებოდა საქართველოს კონფლიქტებთან, ეკონომიკურ სირთულეებთან და დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენასთან დაკავშირებული გამოწვევების მოგვარებაში,…
ირაკლი კობახიძე -დიდმა ბრიტანეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს იმ ყალბი სიუჟეტის გამო, რომელიც მათ გაავრცელეს, ვაპირებთ მივმართოთ ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიას, შემდეგ სასამართლოებს ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ „ბი-ბი-სის“ მოუწიოს ბოდიშის მოხდა იმ ტყუილის გამო, რომელიც მან გაავრცელა
დიდმა ბრიტანეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს იმ ყალბი სიუჟეტის გამო, რომელიც მათ გაავრცელეს, ვაპირებთ მივმართოთ ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიას, შემდეგ სასამართლოებს საჭიროების შემთხვევაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა სამართლებრივი გზა იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ „ბი-ბი-სის“ მოუწიოს ბოდიშის მოხდა იმ ტყუილის გამო,რომელიც მან გაავრცელა. „ვფიქრობ, რომ დიდმა ბრიტანეთმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სიყალბის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს. ეს არის პირველი, რაც ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს, იმიტომ, რომ „ბი-ბი-სი“ არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირდაპირ ფინანსდება საჯარო არხებით, შესაბამისად, პირველი, რაც უნდა გააკეთოს დიდმა ბრიტანეთმა, ეს არის ბოდიშის მოხდა იმ ყალბი სიუჟეტის გამო, რომელიც მათ გაავრცელეს. ხედავდით, რომ სკანდალის შექმნის აბსოლუტურად ხელოვნური მცდელობა იყო,რომელიც სიყალბეზე იყო დაფუძნებული. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება არის დახურული. ჩვენ განვაცხადეთ ღიად და საჯაროდ – ნებისმიერ საერთაშორისო სუბიექტს შეუძლია…
ირაკლი კობახიძე -გამოვხატავ მადლიერებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მისი სააგენტოების მიმართ,მრავალწლიანი, სანდო და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის
გამოვხატავ მადლიერებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მისი სააგენტოების მიმართ, მრავალწლიანი, სანდო და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და გაეროს შორის 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობის ამბიციური დღის წესრიგის აღსრულების პროცესში, თავის წვლილს გაეროსთან გაფორმებელი 5-წლიანი თანამშრომლობის ჩარჩო-დოკუმენტიც შეიტანს. „ამბიციური დღის წესრიგის აღსრულების პროცესში, ბუნებრივია, თავის წვლილს გაეროსთან დღეს გასაფორმებელი 5-წლიანი თანამშრომლობის ჩარჩო-დოკუმენტიც შეიტანს. მადლობას ვუხდი გაეროს გუნდს, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო დიალოგის შედეგად, ხედვა ეროვნულ პრიორიტეტებს მაქსიმალურად დაუახლოვა. შერჩეული მიმართულებები ეხმიანება ჩვენს მისწრაფებებს, შევამციროთ ურბანულ დასახლებებსა და რეგიონებს შორის არსებული უთანასწორობა, მნიშვნელოვნად წავახალისოთ დეცენტრალიზებული მმართველობა, გავაძლიეროთ ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები, ხელი შევუწყოთ ყოვლისმომცველი სოციალური დაცვისა და განათლების სისტემების განვითარებას. დასასრულს, ვისარგებლებ შემთხვევით და გამოვხატავ მადლიერებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მისი სააგენტოების მიმართ, მრავალწლიანი, სანდო და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ დიდიე ტღებიუკს, საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს, რომლი სპირადი ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ შეთანხმებისთვის საბოლოო სახის მიცემაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყოს ჩვენს ეროვნულ პრიორიტეტებთან ამ დოკუმენტის დაახლოება. მადლობა მინდა გადავუხადო გაეროს მთლიან გუნდს, მეამაყება, რომ მე ამ გუნდის წარმომადგენელი ვიყავი რვა წლის განმავლობაში და ჩემი თვალით ვხედავდი, თუ როგორ გულწრფელად ცდილობდნენ გაეროს გუნდის წარმომადგენლები წლების განმავლობაში საქართველოს განვითარებაში წვლილის შეტანას. მადლობა ასევე ყველას, ვინც დღევანდელი შეთანხმების შედგენაში და ამ მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევაში მიიღო მონაწილეობა“, – განაცხადა პრემიერმა.
ვაჟა-ფშაველას V კვარტლის I-II კორპუსების მიმდებარედ რეკრეაციული სივრცეები და სპორტული მოედანი მოეწყო
ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის I-II კორპუსების მიმდებარედრეკრეაციული სივრცეები და სპორტული მოედანი მოეწყო. დაახლოებით, 5 000…
ლევან ჟორჟოლიანი – მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულება სრულად ემყარება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, 2030 წლისთვის საქართველოს მოსახლეობამ უნდა მიიღოს მზარდი ეკონომიკა, გაუმჯობესებული განათლება, უკეთესი ჯანდაცვისა და სოციალური სერვისები, უკეთესი მმართველობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სტაბილური და მშვიდობიანი გარემო, ვინაიდან, ამის გარეშე შეუძლებელია ამ მიზნების მიღწევა
2030 წლისთვის საქართველოს მოსახლეობამ უნდა მიიღოს მზარდი ეკონომიკა, გაუმჯობესებული განათლება, უკეთესი ჯანდაცვის და სოციალური სერვისები და…