ირაკლი კობახიძე – უფასო განათლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში არის მთლიანად სოციალური საკითხი, ეს არის სოციალური მხარდაჭერა, რომელსაც მიიღებენ სტუდენტები

უფასო განათლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში არის მთლიანად სოციალური საკითხი; ამას განათლების მიზნებთან იმდენად კავშირი არ აქვს, რამდენადაც…

ირაკლი კობახიძე გალის რაიონში საბაჟო ტერმინალის მშენებლობაზე – წინა ხელისუფლების პირობებში, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც მაშინდელმა ხელისუფლებამ თანხმობა მისცა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე

წინა ხელისუფლების პირობებში, ხელი მოეწერა კონკრეტულ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც მაშინდელმა ხელისუფლებამ თანხმობა მისცა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე და მაშინ იყო შეთანხმება, რომ შვეიცარიის შუამავლობით უნდა შექმნილიყო ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობა, თუმცა მას შემდეგ ეს საკითხი არის გაჩერებული და ჩვენი მხრიდან ამ მიმართულებით არავითარი ნაბიჯი არ გადადგმულა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, გალის რაიონში საბაჟო ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განახადა. პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არავითარ ე.წ სახელმწიფო საზღვარს არ აღიარებს. „ჩვენ არავითარ ე.წ სახელმწიფო საზღვარს არ ვაღიარებთ, ეს არის სრული სიყალბე, აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან ამაზე ვერ იქნება საუბარი. თავის დროზე, წინა ხელისუფლების პირობებში, ხელი მოეწერა კონკრეტულ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც მაშინდელმა ხელისუფლებამ თანხმობა მისცა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე და მაშინ იყო შეთანხმება, რომ შვეიცარიის შუამავლობით უნდა შექმნილიყო ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობა, თუმცა მას შემდეგ ეს საკითხი არის გაჩერებული და ჩვენი მხრიდან ამ მიმართულებით არავითარი ნაბიჯი არ გადადგმულა. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის სპეკულაცია. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი არის ძალაში და არავითარი ინიციატივა ამ მიმართულებით ხელისუფლებას არ აქვს“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე UNESCO-ს მიერ ქართული ხორბლის კულტურის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანაზე –  ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ხაზგასმა ხდება იმ მემკვიდრეობის, რომელიც ჩვენ გვაქვს

ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ხაზგასმა ხდება იმ მემკვიდრეობის, რომელიც ჩვენ გვაქვს, – ამის შესახებ…

ირაკლი კობახიძე – 4 ოქტომბრის აქციაზე  დაანონსებული იყო დამხობის აქცია, ისინი მივიდნენ ამ აქციაზე დამხობის სურვილით და მიზნით, თუმცა, როგორც კი ნახეს, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, მაშინვე გაემიჯნენ დამხობის აქციას-როდესაც დამხობის აქციას აანონსებ, ყველაფერი არის დღესავით ნათელი

დაანონსებული იყო დამხობის აქცია, ისინი მივიდნენ ამ აქციაზე დამხობის სურვილით და მიზნით, თუმცა, როგორც კი ნახეს, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, მაშინვე  გაემიჯნენ დამხობის აქციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, 4 ოქტომბერს დაკავებულთა სასამართლო პროცესის შესახებ კომენტირებისას განახადა. პრემიერის თქმით, როდესაც დამხობის აქციას აანონსებ, ყველაფერი არის დღესავით ნათელი. „დაანონსებული იყო დამხობის აქცია. დამხობას არ აქვს ორი ინტერპრეტაცია – დამხობა არის დამხობა. პირდაპირ იყო მოწოდება დამხობისკენ და ამ აქციაზე მივიდნენ ადამიანები, კონკრეტული მიზნით, მათ შორის იყვნენ სამი პარტიის წარმომადგენლები, ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი,  ისინი მივიდნენ  ამ აქციაზე  დამხობის სურვილით და მიზნით, თუმცა, როგორც კი ნახეს, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, მაშინვე გაემიჯნენ დამხობის აქციას. ყველაფერი დღესავით ნათელია, აქ სხვა საუბრები  არის აბსოლუტურად უსუსური და არგუმენტს მოკლებული. დამხობის აქციას როდესაც აანონსებ, ყველაფერი არის დღესავით ნათელი, – განაცხადა პრემიერმა.

პაატა სალია: „ევროკავშირის წევრი 17 ქვეყანა საქართველოს უსაფრთხო სახელმწიფოდ მიიჩნევს“

,,ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს 2025 წლის ივნისის მონაცემებით, ევროკავშირის 17 ქვეყანა საქართველოს უსაფრთხო სახელმწიფოდ მიიჩნევს. რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო განიხილება ქვეყნად, სადაც არ ხდება ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევა, ადგილი არ აქვს არაადამიანურ და არასათანადო მოპყრობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველოდან მნიშვნელოვნად შემცირდება თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების დაკმაყოფილება“,  – ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სტრასბურგში გააკეთა, სადაც მიგრაციის პოლიტიკის მართვის საკითხებზე ევროსაბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა მიმართვიანობამ მკვეთრად იკლო. ,,აღსანიშნავია, რომ ევროსტატის მონაცემებით, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა მიმართვიანობამ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იკლო. თუ 2022 წელს 28 ათასმა საქართველოს მოქალაქემ მიმართა ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას თავშესაფრის მოთხოვნით, დღეის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი 65%-ით  არის უკვე შემცირებული“, – განაცხადა პაატა სალიამ. ევროპის საბჭოს მინისტერიალის მთავარი საკითხი ადამიანის უფლებებისა და ეროვნული სუვერენიტეტის, ეროვნული უსაფრთხოების დაცვის საკითხების ურთიერთმიმართებაა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარესთან.

ირაკლი კობახიძე-ჩვენი სტრატეგიული მიზანია,საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო გახდეს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით სრულად  თვითკმარი და ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა, რასაც ენერგეტიკის სისტემის სწრაფი  განვითარება ესაჭიროება.ამისათვის, უნდა მოიხსნას ყველა ბარიერი, რომელიც სისტემის განვითარებას უშლის ხელს

ჩვენი სტრატეგიული მიზანია, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო გახდეს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი და ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა, რასაც ენერგეტიკის სისტემის სწრაფი განვითარება ესაჭიროება. ამისათვის, უნდა მოიხსნას ყველა ბარიერი, რომელიც სისტემის განვითარებას უშლის ხელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განახადა. პრემიერის თქმით, ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში განხორციელდა როგორც საკადრო, ისე პროექტების ხარჯების ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც სახელმწიფომ ერთჯერადად 349 მილიონი ლარი, ხოლო ყოველწლიურ ჭრილში 25 მილიონი ლარი დაზოგა. „როგორც მოგეხსენებათ, გასული რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ენერგეტიკის სფეროს მართვის გასაუმჯობესებლად. ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში განხორციელდა როგორც საკადრო, ისე პროექტების ხარჯების ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც სახელმწიფომ ერთჯერადად 349მილიონი ლარი, ხოლო ყოველწლიურ ჭრილში 25 მილიონი ლარი დაზოგა. ბუნებრივია, დაზოგილი თანხები მთლიანად ენერგეტიკის სისტემის და შესაბამისად, ეკონომიკის  განვითარებას მოხმარდება. ოპტიმიზაციის პარალელურად, ჩვენ სრულად გადავხედეთ ენერგეტიკულ პოლიტიკას. თვეების განმავლობაში, აქტიურად მიმდინარეობდა სექტორში არსებული ყველა გამოწვევის ანალიზი, გამოვლინდა და აღმოიფხვრა მანკიერი პრაქტიკა სხვადასხვა მიმართულებით. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი სტრატეგიული მიზანია, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო გახდეს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით სრულად  თვითკმარი და ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა, რასაც ენერგეტიკის სისტემის სწრაფი განვითარება ესაჭიროება. ამისათვის, უნდა მოიხსნას ყველა ბარიერი, რომელიც სისტემის განვითარებას უშლის ხელს“, – განაცხადა პრემიერმა. მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია, განახლდეს ყველა შეჩერებული პროცესი, მოიხსნას ყველა ბარიერი, რომელიც ახალი ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობას და ელექტროენერგიის გენერაციის ზრდას უშლის ხელს. „დღევანდელი მდგომარეობით, განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა 15,000 მეგავატის პოტენციური სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტები. სახელმწიფოს ამოცანაა, ერთი მხრივ,გაცხრილოს სპეკულაციური პროექტები, რომლებსაც განვითარების რეალური პერსპექტივა არ აქვს და მეორე მხრივ, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ყველა იმ პროექტის სწრაფ  განვითარებას, რომელსაც კეთილსინდისიერი ინვესტორი ყავს და რომლის მშენებლობასაც კომპანია სათანადო პასუხისმგებლობით ეკიდება. გასული წლების განმავლობაში, ასეთ კომპანიებსაც შეექმნათ სირთულეები, რაც გამოსწორებას საჭიროებს. ჩვენ გვაქვს მუდმივი დიალოგი ენერგეტიკის სექტორში მოქმედ კომპანიებთან და დაინტერესებულ ინვესტორებთან და ვისმენთ დარგის სპეციალისტების მოსაზრებებს. ამგვარი დიალოგისა და კონსულტაციების საფუძველზე, ნათლად გამოიკვეთა, რომ სექტორს განვითარებისათვის სახელმწიფოს მხრიდან დახმარება ესაჭიროება. ჩვენი მიზანია, განახლდეს ყველა შეჩერებული პროცესი და მოიხსნას ყველა ბარიერი, რომელიც ახალი ობიექტების მშენებლობას და ელექტროენერგიის გენერაციის ზრდას  უშლის ხელს. ჩვენ გვინდა სრულად გადაიტვირთოს პროცესი და განახლდეს  ენერგეტიკის სისტემის შეუქცევადი განვითარება სუფთა ფურცლიდან, ორმხრივად გაწერილი ვალდებულებებით და შეთანხმებულ ვადებში“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ყველა პრიორიტეტი არის დაბალანსებულად ასახული სახელმწიფო ბიუჯეტში, ბიუჯეტის მესამედზე მეტი დათმობილია სოციალური საკითხებისთვის, სათანადოდ არის ასახული ინფრასტრუქტურული ხარჯებიც, რაც უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის განვითარებას და ეკონომიკის სტიმულირებას

ბიუჯეტის მესამედზე მეტი არის დათმობილი სოციალური საკითხებისთვის, გარდა ამისა, აქ სათანადოდ არის ასახული ინფრასტრუქტურული ხარჯებიც, –…

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ევროსაბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სტრასბურგში ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების  კონფერენციაში მონაწილეობს. მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მიგრაციის პოლიტიკის ფორმირებისა და მართვის პროცესში, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებების და, მეორე მხრივ, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვის აუცილებლობაზე; მიგრაციის საკითხებზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების მნიშვნელობაზე. კონფერენციის ფარგლებში პაატა სალიამ კოლეგებს მიგრაციის მართვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაც გაუზიარა. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ინიციატივით გამართულ კონფერენციაში მონაწილეობენ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების იუსტიციის მინისტრები და მაღალი რანგის სხვა წარმომადგენლები. სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარესთან.

ირაკლი კობახიძე -ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება  სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები, რომლის ჯამური მოცულობა 1  მილიარდი ლარია

ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები, რომლის ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განახადა. პრემიერის თქმით,  დავალიანებები, ჯარიმებისა თუ საურავების სახით, რომლებიც კომპანიებს გასული წლების განმავლობაში დაუგროვდა, ენერგეტიკის სისტემის განვითარებას ერთ-ერთ დაბრკოლებას უქმნის. „ენერგეტიკის სისტემის განვითარებას ერთ-ერთ დაბრკოლებას უქმნის დავალიანებები, ჯარიმებისა თუ საურავების სახით, რომლებიც კომპანიებს  გასული წლების განმავლობაში დაუგროვდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება სექტორში მოქმედი კომპანიებისათვის, კონკრეტული დათქმით,დაკისრებული ჯარიმებისა და პირგასამტეხლოს პატიების შესახებ. ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები, რომლის ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია. რაც შეეხება დათქმას: იმისათვის, რომ კომპანიებს არ გაუჩნდეთ საქმიანობის უპასუხისმგებლოდ გაგრძელების ცდუნება და არ დააგროვონ ახალი ჯარიმები, არამედ სერიოზულად მოეკიდონ სექტორის გადატვირთვის სახელმწიფო ინიციატივას, მათ, განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, სრულად დაეკისრება ახლად დაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება და ამასთან ერთად, აღუდგება ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებით ნაპატიები ჯარიმებიც. კონკრეტული დათქმით დავალიანებების პატიება ემსახურება ერთდროულად 2 მიზანს – ერთი მხრივ, კომპანიებს უნდა მოეხსნათ ფინანსური ბარიერი ენერგეტიკული პროექტების განხორციელების პროცესში და მეორე მხრივ, კომპანიებს უნდა დარჩეთ მაქსიმალური მოტივაცია დაგეგმილი პროექტების სათანადო ვადებში განსახორციელებლად“, – განაცხადა პრემიერმა. მისი თქმით,  დავალიანებების პატიება უნდა გახდეს ახალი, ორმხრივ თანამშრომლობაზე დაფუძნებული, თუმცა, ამასთანავე, პასუხისმგებლობით გაჯერებული პროცესის დასაწყისი. „ეს ნიშნავს ახალ შეთანხმებებს, ახალ გრაფიკს და ახალ გონივრულ ურთიერთვალდებულებებს სახელმწიფოსა და კომპანიებს შორის. ჩვენ მკაცრად მივუდგებით ახალ შეუსრულებელ ვალდებულებებს ან ახალ დავალიანებებს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე. ჩვენი ახალი მიდგომით, ვიწყებთ ისეთი ენერგეტიკული პოლიტიკის დანერგვას, რომელიც მისაღები იქნება ენერგეტიკის სფეროში ჩართული კომპანიებისათვის და რომლიდანაც მაქსიმალურ სარგებელს მიიღებს ქვეყანა. ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება ახალ სტიმულს მისცემს ენერგეტიკის სისტემის განვითარებას, რასაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მადლობას ვუხდი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს და სამინისტროს გუნდს ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მომზადებისთვის. ენერგეტიკულ კომპანიებს მინდა ვუსურვო წარმატებები განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელების პროცესში“,…

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობაში ჩვენ ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს, მათ არ მოსწონთ ხოლმე ჩარევა მათ საქმეებში, თუმცა ძალიან აქტიურად ერევიან საქართველოს საქმეებში და ცდილობენ, ხელი შეუშალონ ქვეყნის განვითარების პროცესს, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, იმედი გვაქვს, მთლიანობაში პროცესები გაჯანსაღდება ევროპულ ბიუროკრატიაში

ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობაში ჩვენ ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს, მათ არ მოსწონთ ხოლმე ჩარევა მათ საქმეებში, თუმცა ძალიან…

გიორგი გამსახურდია ია ანთაძეზე: ზვიად გამსახურდიას და ბიძინა ივანიშვილის, ქვეყნის მაოხრებელ პოლიტიკურ მამა-შვილთან, ედიკასთან და მიშასთან ერთად ქარდზე გამოტანას ნამუსგარეცხილი “პუტჩისტკა” თუ შეძლებდა მხოლოდ, სხვა ვერავინ

ზვიად გამსახურდიას და ბიძინა ივანიშვილის, ამ ორ ქვეყნის მაოხრებელ, პოლიტიკურ მამა-შვილთან, ედიკასთან და მიშასთან ერთად ქარდზე…

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 12 დეკემბერს აინთება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 12 დეკემბერს, 20:00 საათზე, პირველირესპუბლიკის მოედანზე აინთება, – ამის შესახებ თბილისის მერმა…

ეკა სეფაშვილი: პრინციპი – ერთი ფაკულტეტი-ერთი ქალაქი, სახელმწიფოს ხარჯების ეფექტიან ხარჯვას უზრუნველყოფს და გაცილებით უფრო პრაგმატულია

უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთ კომპონენტს, რაც გულისხმობს პრინციპს – ერთი ფაკულტეტი-ერთი ქალაქი, მიესალმება „ხალხის ძალის“ საერთაშორისო…

ეკა სეფაშვილი: საქართველოში ყველას აქვს უფლება თავისი აზრი, პროტესტი დააფიქსიროს, ოღონდ ეს უნდა მოხდეს კანონმდებლობით დადგენილ ჩარჩოებში

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“…

ტრამპის ადმინისტრაციის გეგმის თანახმად, უცხოელ ტურისტებს შესაძლოა სოციალური მედიის 5-წლიანი ისტორიის წარდგენა დაევალოთ

NBC News-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, რომ ყველა უცხოელ ტურისტს ქვეყანაში შესვლისთვის ბოლო ხუთი წლის სოციალური…