„ხალხის ძალის“ დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „”ბიბისი”…
დღე: დეკემბერი 1, 2025
ნინო ფოჩხუა: ჩვენი პარტიული ტელევიზიები ავრცელებენ BBC-ის ბოდვას, მაგრამ კიდევ უფრო რომ გაემძაფრებინათ, საკუთარი თარგმანით დაამძიმეს ეს ნიუსი და მტკიცებით ფორმაში დაადანაშაულეს ხელისუფლება დემონსტრანტების მოწამვლაში – იციან, რომ ეს ტყუილიც ერთდღიანია, მაგრამ არ ჩერდებიან
ექსპერტი ნინო ფოჩხუა, BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს, დემონსტრანტების დასარბევად პირველი…
დავით ჩიხელიძე: BBC სულ უფრო ხშირად გვევლინება ევროპული ბიუროკრატიული წრეების პოლიტიკური მესიჯების გაჟღერების პლატფორმად – მასალა მთლიანად ეფუძნება ინდივიდუალურ აღქმებსა და ჰიპოთეზებს, ხოლო სტატიაში მოყვანილი „მოწმეების“ ნაწილი, აფილირებულია ნაციონალურ მოძრაობასთან
ბიბისის სტატია იმ მოლოდინით წავიკითხე, რომ მასში ფაქტებზე დაფუძნებულ არგუმენტებს ვნახავდი და არა დაუდასტურებელ ვარაუდებს. თუმცა,…
პრემიერი – მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, შსს-მ საქართველოდან 1 131 არალეგალი მიგრანტი გააძევა, ეს მაჩვენებელი შეესატყვისება გასული 7 წლის ჯამურ მაჩვენებელს, თვისებრივად იქნება აღმოფხვრილი ეს პრობლემა, რაც მნიშვნელოვანია, მათ შორის, უსაფრთხოების თვალსაზრისით
მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან 1 131 არალეგალი მიგრანტი გააძევა. ეს მაჩვენებელი…
ირაკლი კობახიძე – არასაკმარისად განათლებული საზოგადოება ადვილად ექვემდებარება მანიპულაციას, გარე ჩარევებს, ასეთ საზოგადოებაში იოლია სიძულვილის დათესვა,იოლია ისეთი იდეოლოგიების გავრცელება, როგორიც იყო თავის დროზე ბოლშევიზმი, ფაშიზმი და როგორიც არის დღეს თანამედროვე ლიბერალური ფაშიზმი -ამ რეფორმას ყველა თვალსაზრისით ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისითაც
არასაკმარისად განათლებული საზოგადოება ადვილად ექვემდებარება მანიპულაციას, გარე ჩარევებს, ასეთ საზოგადოებაში იოლია სიძულვილის დათესვა, იოლია ისეთი იდეოლოგიების გავრცელება, როგორიც იყო თავის დროზე ბოლშევიზმი, ფაშიზმი და როგორიც არის დღეს თანამედროვე ლიბერალური ფაშიზმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ამ რეფორმას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ყველა თვალსაზრისით, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისითაც. „დღეს ჩვენ ვამტკიცებთ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციას. ამ რეფორმის მიზანია, ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს უმაღლესი სტანდარტების საუნივერსიტეტო განათლება. ყველას კარგად გვესმის, რამდენად დიდია განათლების და განათლებული საზოგადოების მნიშვნელობა. ყველაზე საშიში ქვეყნისთვის არის ის საზოგადოება, რომელიც არის არასაკმარისად ან უხარისხოდ განათლებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ განათლების რეფორმას უნდა მივანიჭოთ განსაკუთრებული მნიშვნელობა. არასაკმარისად განათლებული საზოგადოება ადვილად ექვემდებარება მანიპულაციას, გარე ჩარევებს, ასეთ საზოგადოებაში იოლია სიძულვილის დათესვა. იოლია ისეთი იდეოლოგიების გავრცელება, როგორიც იყო თავის დროზე ბოლშევიზმი, ფაშიზმი, და როგორიც არის დღეს თანამედროვე ლიბერალური ფაშიზმი. ამდენად, ამ რეფორმას ყველა თვალსაზრისით ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისითაც. ის, რომ განათლებასთან პირდაპირ არის დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოება, კარგად ესმოდათ იმ ძალებს, რომლებმაც მიზანმიმართულად დაასუსტეს განათლების სისტემა 9 წლის განმავლობაში. ჩვენს ქვეყანაში განათლებულ საზოგადოებას ყველაზე უკეთ შეუძლია დაიცვას საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება. ეს იცოდნენ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა და აქედან გამომდინარე, 2004-2012 წლებში მათ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს როგორც უმაღლესი, ისე ზოგადი განათლების სისტემის დასუსტებას და მორღვევას. რაც გაფუჭდა ჯერ 90-იან წლებში, შემდეგ 2004-2012 წლებში, ის უნდა გამოსწორდეს ახლა და სწორედ ეს არის უმაღლესი განათლების კონცეფციის საკვანძო მიზანი. კონცეფცია მოიცავს რეფორმის ყველა აუცილებელ მიმართულებას. ეს არის ინსტიტუციური ოპტიმიზაცია, საკადრო პოლიტიკის დახვეწა, თანამედროვე სტანდარტების სასწავლო პროგრამების, სახელმძღვანელოების განვითარება, სწავლებისა და კვლევების ინტეგრაცია, უმაღლესი განათლების პრიორიტეტებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა, დაფინანსების სისტემის გაუმჯობესება. ასევე, ინფრასტრუქტურის სამინისტრო დრეიდან დაიწყებს კონცეფციის მომზადებას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ეს იქნება თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რომელიც განვითარდება თბილისსა და რუსთავს შორის და ასევე ქუთაისში. ეს მოიცავს თანამედროვე სტანდარტების სამუშაო სივრცეებს, აუდიტორიებს, სამეცნიერო ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკებს, კულტურულ და სპორტულ ინფრასტრუქტურას, საერთო საცხოვრებლებს. ჩვენ უნდა შევქმნათ ორი პატარა სამოთხე ჩვენი მომავალი სტუდენტებისთვის. ხვალ განათლების მინისტრი წარადგენს ზოგადი განათლების კონცეფციას. განათლების რეფორმა უნდა იყოს კომპლექსური თავისი შინაარსით და ამ რეფორმასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ის რეფორმა, რომელიც განხორციელდება ზოგადი განათლების სფეროში და ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას განათლების მინისტრი ხვალ გაუზიარებს საზოგადოებას“,…
დავით ქართველიშვილი: აშშ-მ ფაქტიურად დაადასტურა, რომ ძირითადი გადაწყვეტილებები არა კიევთან, არამედ: მოსკოვთან, ჩინეთთან, თურქეთთან და საუდის არაბეთთან განიხილება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მაიამიში გამართული აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების ძირითად…
ორგანიზებული დანაშაულისგან თავისუფლებით,საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გლობალური ინიციატივა(GI-TOC) ორგანიზებული დანაშაულის 2025 წლის ინდექსს აქვეყნებს. ორგანიზებული დანაშაულის დონის სიმცირით, საქართველო მსოფლიოში…
ირაკლი კობახიძე -მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა სავალუტო რეზერვების უპრეცენდენტოდ გაზრდის შესაძლებლობა, წელს,ეროვნულმა ბანკმა შეიძინა 103 მლნ დოლარის სავალუტო რეზერვები, რაც ისტორიული რეკორდია მთლიანობაში სავალუტო რეზერვებმა 5 808 000 დოლარი შეადგინა
მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა სავალუტო რეზერვების უპრეცენდენტოდ გაზრდის შესაძლებლობა, წელს, ეროვნულმა ბანკმა შეიძინა 103 მლნ დოლარის სავალუტო რეზერვები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მთლიანობაში სავალუტო რეზერვებმა 5 808 000 დოლარი შეადგინა. „მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა სავალუტო რეზერვების უპრეცენდენტოდ გაზრდის შესაძლებლობა. წელს, ეროვნულმა ბანკმა შეიძინა 103 მლნ დოლარის სავალუტო რეზერვები, რაც ისტორიული რეკორდია. მთლიანობაში სავალუტო რეზერვებმა შეადგინა 5 808 000 დოლარი, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. კიდევ ერთხელ მინდა ეროვნული ბანკს და მის პრეზიდენტს ეფექტური საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადო. ასევე, ეკონომიკის ზრდის და სავალუტო რეზერვების შევსების ფონზე, სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, რაც სამომავლოდ წაადგება ეკონომიკის განვითარებას“, – განაცხადა პრემიერმა
პრემიერი – ყველა პროექტი, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად და უზრუნველყოფილი იქნება პროექტების მაღალი ხარისხი, ამაზე საქართველოს მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს
ბოლო თვეებში, ჩვენ შევძელით ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება იმ პირობებში, რომ კორუფციასთან და კარტელურ გარიგებებთან…
პრემიერი – წლის ბოლოს, ისტორიაში პირველად, ჩვენი მშპ, სქართველოს ეკონომიკა გადაცდება 100 მლრდ ლარს და ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ გადაცდება 10 000 დოლარს, გავაკთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ არ შეჩერდეს ზრდის ტენდენციები და შევინარჩუნოთ ეკოპნომიკური ზრდის მაღალი ტემპი
საქსტატმა გამოაქვეყნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და იანვარ-ოქტომბრის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.6 %, შესაბამისად ჩვენ, ძალიან მაღალი…
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ზურაბაშვილი “გმირის დღის” ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ
ღონისძიება ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის ინიციატივით, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისში გაიმართა. ღონისძიებაზე…
საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით,დღეიდან დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 1-ელი დეკემბრის 01:00 საათიდან2026 წლის 20 იანვრის 14:00 საათამდე, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზესაავტომობილო და…