ირაკლი კობახიძე -დაახლოებით წელიწად-ნახევარში ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზა მთლიანად იქნება აშენებული და გამარტივდება გადაადგილება სტეფანწმინდის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ეკონომიკური, სოციალური თვალსაზრისით, ეს პროექტი არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი

დაახლოებით წელიწად-ნახევარში ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზა მთლიანად იქნება აშენებული და შესაბამისად, გამარტივდება გადაადგილება სტეფანწმინდის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიმართულებით,…

პრემიერ-მინისტრმა დუშეთის ახლად რეაბილიტირებული N2 საჯარო სკოლა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად,  ქალაქ დუშეთის ახლად  რეაბილიტირებული  N2 საჯარო სკოლა დაათვალიერა. მთავრობის მეთაური სკოლის განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო და პედაგოგებს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ მასწავლებლებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით მთავრობისთვის პრიორიტეტია. სკოლას აქვს როგორც შიდა სპორტული დარბაზი, ასევე  გარე მოედანი, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, ბუფეტი, სააქტო დარბაზი, საკონფერენციო აუდიტორია, ექიმის კაბინეტი და ლაბორატორიები. სკოლას 600-მდე მოსწავლე და 46 მასწავლებელი ჰყავს. სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 5,5 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ირაკლი კობახიძე – გახარია თავიდან ბოლომდე ემსახურება არა ქართველი ხალხის ინტერესებს, არამედ ასრულებს გარე დაკვეთებს, ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური კორუფცია და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა

გახარია თავიდან ბოლომდე ემსახურება არა ქართველი ხალხის ინტერესებს, არამედ ასრულებს გარე დაკვეთებს, ეს არის სხვა არაფერი,…

ირაკლი კობახიძე – რადიკალურ ოპოზიციას 4 ოქტომბერს არანაირი ფორმით არ აქვს წარმატების შანსი, საქართველოში არის დემოკრატია, ყველას შეუძლია შეიკრიბოს კანონის ფარგლებში, ვინმეს თუ თავში აზრად მოუვა კანონის დარღვევა, ყველა მიიღებს საკადრის პასუხს კანონისგან

ერთ-ერთი მიზანი, რატომაც დაანონსდა „ნაცმოძრაობის“ და მისი მეორე განშტოების მიერ 4 ოქტომბრის აქცია, არის ის, რომ…

ირაკლი კობახიძე – საფრანგეთის არაერთი ელჩიც წარსულში აკეთებდა უხეშ განცხადებებს, რითაც ირღვეოდა ვენის კონვენცია – ამ ფონზე პრეზიდენტ მაკრონის განცხადება არის ძალიან საინტერესო

საფრანგეთის არაერთი ელჩიც წარსულში აკეთებდა უხეშ განცხადებებს, რითაც ირღვეოდა ვენის კონვენცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუშეთში, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ფონზე პრეზიდენტ მაკრონის განცხადება არის ძალიან საინტერესო. „ეს არის საინტერესო განცხადება, ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ ელჩები, მათ შორის, ევროპელი ელჩები სისტემატურად არღვევდნენ ვენის კონვენციას, საერთაშორისო სამართლის წესებს და უხეშად იჭრებოდნენ ქართულ პოლიტიკაში და ეს ჩარევები ყველასათვის იყო ცხადი. ამ ფონზე, როდესაც ჩვენ თავის დროზე ვაკეთებდით განცხადებებს ამ თემაზე, იყო ნულოვანი რეაგირება. ამ ფონზე პრეზიდენტ მაკრონის განცხადება არის ძალიან საინტერესო, მათ შორის, გავიხსენებ, რომ საფრანგეთის არაერთი ელჩიც წარსულში აკეთებდა უხეშ განცხადებებს, რითაც ირღვეოდა ვენის კონვენცია. იმედი მაქვს, რომ ეს სტანდარტები შეიცვლება და ორმაგი სტანდარტებიდან ჩვენ დავუბრუნდებით ჯანსაღ სტანდარტებს. თუ ასეთი ტენდენციები გაჩნდებოდა, იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა, ჩვენ ვხედავთ,  რომ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, მათ შორის, ევროპელი ელჩები ძალიან ხშირად უხეშად არღვევენ ვენის კონვენციას და ეს უნდა დასრულდეს. ეს არის პირველ რიგში, იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ევროკავშირის და ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაცია ქართველი ხალხის თვალში“, – განაცხადა პრემიერმა.

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

კომისიის წევრებმა განიხილეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საჯარო მოხელეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევების შესახებ. შესწავლის შედეგად, აღნიშნული მიმართულებით ამ ეტაპზე  მნიშვნელოვანი დარღვევები არ გამოვლენილა. საარჩევნო კოდექსის საფუძველზე შექმნილი კომისია უზრუნველყოფს საჯარო მოხელეების მიერ კანონდარღვევის პრევენციას, რეაგირებას ყველა შესაძლო შემთხვევაზე და შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს. კომისიას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მაღალი რანგის წარმომადგენლები არიან, რაც უზრუნველყოფს კოორდინირებულ და ეფექტიან მუშაობას. კომისიის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: [email protected] ან ცხელ ხაზზე: (+995) 599 85 00 11. კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე იმუშავებს და სხდომებს კვირაში ერთხელ გამართავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეშეთი-კობის ხიდის მშენებლობა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ქვეშეთი-კობის ხიდის მშენებლობა დაათვალიერა. მთავრობის მეთაური ქვეშეთი–კობის…

კახა კალაძემ ერევნის მერთან შეხვედრა გამართა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთანერთად, ერევნის მერს ტიგრან ავინიანს შეხვდა.შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და…

პრემიერ-მინისტრმა მცხეთის მუზეუმი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად, მცხეთის მუზეუმი დაათვალიერა. მთავრობის მეთაურს მუზეუმის ახალი…

სანოტარო მომსახურება საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, მიმდინარე წელს ცაგერში, მარტყოფში, შუახევში, ქობულეთში, საგარეჯოსა და საგურამოში ახალი ნოტარიუსები დაინიშნენ. ახალდანიშნულ ნოტარიუსებს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე შეხვდა. ეკატერინე ნანდოშვილმა მათ ნოტარიატში დაგეგმილი სიახლეები გააცნო და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. სანოტარო მომსახურების გეოგრაფიული არეალი მუდმივად მზარდია.  მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ზოგიერთ ქალაქში სანოტარო მომსახურებას  ერთდროულად რამდენიმე ნოტარიუსი ახორციელებს.

კახა კალაძე: განახლებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე კვლავ სიხარულით უღებს კარს ჩვენს პატარებს-შეუძლებელია აქ არ ახდეს მათი ოცნებები და ნატვრა

თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში,მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაცია-რესტავრაციადაასრულა. მოსწავლე-ახალგაზრდობის განახლებული სასახლე თბილისის მერმაკახა კალაძემ…

კახა კალაძე: ემანუელ მაკრონის მიერ აშშ-ის ელჩის საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევაში დადანაშაულება ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ემანუელ მაკრონის შეფასებასაფრანგეთში აშშ-ის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით, არის ორმაგისტანდარტის კარგი მაგალითი,…

კახა კალაძე ყაველაშვილის აშშ-ში ვიზიტზე: მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს სიმართლე და რეალობა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილისვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოსთვის ძალზემნიშვნელოვანია, ვინაიდან გაერო-ს გენერალური…

შენი პირველი არჩევნები – ცესკოს თავმჯდომარის მიმართვა ახალგაზრდა ამომრჩეველს,მას ვინც პირველად მონაწილეობს არჩევნებში

4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. საქართველოსმოქალაქეები ოთხი წლის ვადით აირჩევენ საკუთარი მუნიციპალიტეტების მერებსა დასაკრებულოების წევრებს.…

კახა კალაძე აქციების დაფინანსებაზე: სქემა, რაც ჰქონდათ, გაშიფრულია და ახლა უნივერსიტეტების გავლით თანხების შემოტანა დაიწყეს

„გიორგი ბაჩიაშვილი რომ აქციებს აფინანსებს, ეს სიახლე არ არის. ის თავიდანბოლომდე პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული“, – ამის…