პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრა…
დღე: სექტემბერი 5, 2025
ნინო ფოჩხუა: მამუკა მდინარაძემ კორუფციასთან ბრძოლა განსაკუთრებულ პრიორიტეტად დაასახელა
ნინო ფოჩხუა: მამუკა მდინარაძემ კორუფციასთან ბრძოლა განსაკუთრებულ პრიორიტეტად დაასახელა და განაცხადა, რომ ვერანაირი პარტიული კუთვნილება ამ…
ჩერგოლეიშვილი ხაზარაძეს: წადი შენი დებილი მასხარა დედაც… ადებილე “ლელოს” ოფისი, შე ჩმორო
“ფედერალისტების” ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ის პრეზიდენტის შეწყალებას მუხანათურ…
ირაკლი კობახიძე – არ შეიძლება,საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდეს პოლიტიკა საქართველოში, ეს არის კონსტიტუციური სტანდარტი არამარტო საქართველოში, არამედ ნებისმიერი დემოკრატიულ ქვეყანაში
არ შეიძლება, საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდეს პოლიტიკა საქართველოში, ეს არის კონსტიტუციური სტანდარტი არამარტო საქართველოში, არამედ ნებისმიერი დემოკრატიულ ქვეყანაში,…
ირაკლი კობახიძე – 20 წლით გადავცემთ მიწის ნაკვეთებს ისეთ სუბიექტებს,რომლებსაც სურთ, საკუთარი ხარჯებით სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა -მოხარული ვარ, რომ პროგრამის მიმართ არის ძალიან მაღალი ინტერესი
20 წლით გადავცემთ მიწის ნაკვეთებს ისეთ სუბიექტებს, რომლებსაც სურთ, საკუთარი ხარჯებით სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა – მოხარული ვარ, რომ პროგრამის მიმართ არის ძალიან მაღალი ინტერესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოში სპორტი ვითარდება, მეტად იზრდება სპორტული მიღწევები და მთავრობამ ამას ხელი უნდა შეუწყოს. „მოხარული ვარ, რომ ჩვენს მიერ დაანონსებული პროგრამის მიმართ ინტერესი არის ძალიან მაღალი. არის უამრავი მომართვა. იცით, რომ 20 წლით გადავცემთ მიწის ნაკვეთებს ისეთ სუბიექტებს, რომლებსაც სურთ, საკუთარი ხარჯებით სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ინვესტიციის ჩადება. 10 წლის განმავლობაში ისინი გათავისუფლებულები იქნებიან იჯარის გადასახადისგან და მომდევნო 10 წლის განმავლობაში გადაიხდიან საბაზრო ღირებულებების შესაბამისად იჯარის გადასახადს. ინტერესი არის ძალიან მაღალი და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ზოგადად, სპორტის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. ვხედავთ, რომ წლიდან წლამდევითარდება სპორტი საქართველოში, სულ უფრო მეტად იზრდება სპორტული მიღწევები და ამას ხელი უნდა შევუწყოთ. ჩვენ გვყავს ნიჭიერი ბავშვები და მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს განსაკუთრებით ბავშვების სპორტში ჩართულობას. უნდა გაიზარდოს მომავალი თაობები სპორტში, რომლებიც კიდევ უფრო მეტ სიმაღლეებზე აიყვანენ ქართული სპორტის მიღწევებს“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იწოდებიან რადიკალურ ოპოზიციად, კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“,წარმოადგენენ საფრთხეს კონსტიტუციური წყობილებისთვის- უცხოელი აგენტებისგან შემდგარი პარტიების პოლიტიკური საქმიანობის დასრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი
ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იწოდებიან რადიკალურ ოპოზიციად, კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“, წარმოადგენენ საფრთხეს კონსტიტუციური წყობილებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით ეს ადამიანები ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაში ყოფნისას უპირისპირდებოდნენ ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, რასაც უნდა გაეცეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი. „ჩვენი მიზანი იცით, რაც არის, უნდა მომზადდეს კონსტიტუციური სარჩელი ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იწოდებიან რადიკალურ ოპოზიციად, კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“, წარმოადგენენ საფრთხეს კონსტიტუციური წყობილებისთვის. როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, პირდაპირ უპირისპირდებოდნენ ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას და ახლაც, როდესაც არიან ოპოზიციაში, ამ 13 წლის განმავლობაში, ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, რასაც უნდა გაეცეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი. ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს საქმე, შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, იმისათვის, რომ დადგინდეს სამართლებრივი ჭეშმარიტება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. არ შეიძლება, ასეთმა ადამიანებმა, უცხოელმა აგენტებმა, გარე დაკვეთით, მუდმივად შფოთის რეჟიმში ამყოფონ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს სხვა პასუხისმგებლობა ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე. ჩვენ გვინდა, საბოლოოდ დავამშვიდოთ ჩვენი ქვეყანა და ამისათვის, უცხოელი აგენტებისგან შემდგარი პარტიების პოლიტიკური საქმიანობის დასრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერმა.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში სტრატეგიული კიბერსწავლება დასრულდა
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში სამინისტროსსსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და აშშ-ის თავდაცვისდეპარტამენტის, უსაფრთხოების მართვის ინსტიტუტის სტრატეგიულიდონის კიბერსწავლება Operation…
ირაკლი კობახიძე – ვულოცავ ჩვენს საკალათბურთო ნაკრებს ევრობასკეტის მერვედფინალში გასვლას, მნიშვნელოვანია, ქართველი გულშემატკივარი სათანადოდ იყოს წარმოდგენილი რიგაში, თამაშებზე და ამისათვის მთავრობამ ჩარტერების სუბსიდირება უზრუნველყო
მნიშვნელოვანია, ქართველი გულშემატკივარი იყოს სათანადოდ წარმოდგენილი რიგაში, ევრობასკეტის თამაშებზე და ამისათვის მთავრობამ უზრუნველყო ჩარტერების სუბსიდირება, 195…
პრემიერ-მინისტრმა ზესტაფონის ახლად რეაბილიტირებული N2 საჯარო სკოლა გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, ზესტაფონის ახლად რეაბილიტირებული N2…
ბადრი ჯაფარიძე არჩევნებში მონაწილეობაზე: ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ კარგად გააზრების და ყველა ფაქტორის აწონ-დაწონის შემდგომ და რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია
პატივს ვცემ ყველა ოპოზიციონერის პოზიციას. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ კარგად გააზრების და ყველა ფაქტორის აწონ-დაწონვის შემდგომ და…
მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ “ლელო” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების შემდეგ, “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში…
ირაკლი კობახიძე – სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და არავის მისცემს არც მშვიდობიანი და არც არამშვიდობიანი დამხობის საშუალებას, ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ
სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და არავის მისცემს არც მშვიდობიანი და არც არამშვიდობიანი დამხობის საშუალებას, – ამის…
ირაკლი კობახიძე – ყოველგვარი ადამიანური სახე ჰქონდათ დაკარგული, სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე ატარებდნენ აქციას, ჩვენ მზად ვართ, მათ ხელი გავუწოდოთ, თუ შეიძლება მათი დახმარება ამ მდგომარეობიდან გამოსაყვანად
ყოველგვარი ადამიანური სახე ჰქონდათ დაკარგული, სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე ატარებდნენ აქციას, ჩვენ მზად ვართ,…
ირაკლი კობახიძე -თბილისში კანდიდატად დააყენეს „ლელოს“ თანამშრომელი, რომელსაც ხაზარაძე ყოველ თვე აგზავნიდა „ტვ პირველში“ პარკით ხელში და მიჰქონდა 200 ათასი ლარი ტელევიზიაში
როდესაც 27 მუნიციპალიტეტში საერთოდ ვერ ახერხებ კანდიდატის დაყენებას, ეს არის იმის ნიშანი, რომ მდგომარეობა არის ძალიან…
ირაკლი კობახიძე – თავის დროზე,ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან, ახლა ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან-ეს არის კონტრასტი დამოკიდებულებებს შორის
თავის დროზე, ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან, ახლა ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან – ეს არის კონტრასტი დამოკიდებულებებს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება აჩვენებს ხელისუფლების დამოკიდებულებას. „ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება აჩვენებს ხელისუფლების დამოკიდებულებას. პრეზიდენტიც ფართო გაგებით ხელისუფლების ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრი. თავის დროზე, ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან. ახლა ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან. ეს არის კონტრასტი დამოკიდებულებებს შორის“, – განაცხადა პრემიერმა.