კახა კალაძე აქციების დაფინანსებაზე: სქემა, რაც ჰქონდათ, გაშიფრულია და ახლა უნივერსიტეტების გავლით თანხების შემოტანა დაიწყეს

„გიორგი ბაჩიაშვილი რომ აქციებს აფინანსებს, ეს სიახლე არ არის. ის თავიდანბოლომდე პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული“, – ამის შესახებ დედაქალაქისმერმა მედიასთან ისაუბრა.კახა კალაძის თქმით, „იმედის კვირის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომსაპროტესტო აქციებს საქართველოს უნივერსიტეტი და თანაინვესტირებისფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი აფინანსებენ, მისთვისსიახლე არ არის.„ის სქემა, რაც ჰქონდათ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით,რევოლუციები მოეწყოთ, საზოგადოება გაეხლიჩათ, მთლიანად გაშიფრულია. ახლაუკვე უმაღლესი სასწავლებლების გავლით თანხების შემოტანა დაიწყეს, თუმცა,ყველაფერს მიეხედება და კანონის ფარგლებში შესაბამისი პასუხი გაეცემა. გიორგიბაჩიაშვილი რომ აქციებს აფინანსებს, ეს სიახლე არ არის და ამას თავადაც არუარყოფდა. თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ პროცესებში ჩართული იყო და ამითცდილობდა, თავისი დანაშაული როგორმე გადაეფარა“, – განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს და მათი მხრიდან ხელისუფლების ე.წ.მშვიდობიან დამხობაზე საუბარს, თბილისის მერის თქმით: „4 ოქტომბერს არაფერიმოხდება. ერთადერთი მოხდება ის, რომ ვიზეიმებთ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებას. ეს იქნება ჩვენი ქვეყნისა და ხალხისგამარჯვება“.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება