ირაკლი კობახიძე – ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც არის ამ მნიშვნელოვანი პროგრამის გაგრძელება

დარწმუნებული ვარ, ეროვნული სასახლე კიდევ მრავალ თაობას აღუზრდის ჩვენს ქვეყანას, კიდევ მრავალი თაობა დაეუფლება აქ ხელოვნების,…

ირაკლი კობახიძე – მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობააღუზარდა ჩვენს ქვეყანას, ეს სასახლე ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას – სწორედ აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ,აქ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და ჩაეყარა  საფუძველი ქართულ პარლამენტარიზმს

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღუზარდა ჩვენს ქვეყანას, ეს სასახლე ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას -სწორედ აქ დაიდო ბინა  პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, აქ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და ჩაეყარა საფუძველი ქართულ პარლამენტარიზმს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოსწავლე-ახალგაზრდობის განახლებული სასახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს შენობა არ არის მხოლოდ არქიტექტურული ძეგლი და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა, ეს სასახლე არის საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილი. „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა და ძალიან დიდი სიხარულია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო ამ ღონისძიებაში. წლევანდელი თბილისობის ერთგვარი სიმბოლური კულმინაციაა დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის გახსნა და ის ფაქტი,  რომ ჩვენ ამ არაჩვეულებრივ სასახლეს ვუბრუნებთ  განახლებული სახით, ახალი ბრწყინვალებით ჩვენს ახალგაზრდებს. ეს შენობა არ არის მხოლოდ არქიტექტურული ძეგლი და მხოლოდ ამ თვალსაზრისით არ არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. ეს არის ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილი. ეს არის სასახლე, რომელიც ინახავს ჩვენი ქვეყნის ისტორიას. ამ სასახლემ არაერთი თაობა აღუზარდა ჩვენს ქვეყანას, როგორც შემოქმედები, ასევე მეცნიერების, სპორტის წარმომადგენლები და ჩვენი პასუხისმგებლობა იყო, განსაკუთრებული ზრუნვა გამოგვეჩინა ამ სასახლის მიმართ. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას ინახავს ეს სასახლე. სწორედ ამ სასახლეში დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ. სწორედ აქ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და აქ ჩაეყარა საფუძველი ქართულ პარლამენტარიზმს. ესეც არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც გვეკისრება ჩვენ ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმართ. ეს არის განსაკუთრებული ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა და ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი არის ინვესტიცია, რომელიც იდება მომავალი თაობების და ახალგაზრდების სასარგებლოდ. მრავალი თაობა აღუზარდა ამ სასახლემ ჩვენს ქვეყანას. ძალიან ემოციური იყო გოგონათა მიერ შესრულებული სიმღერა დღევანდელ დღეს და ესეც შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად ძვირფასია ის საქმე, რომელიც კეთდება ამ ეროვნულ სასახლეში“, – განაცხადა პრემიერმა.

დავით ქართველიშვილი: ბინძური ნიაღვარი მოდის ადგილობრივი “ოპოზიციის” იმ ნაწილიდან, ვინც არჩევნებისადმი ბოიკოტის რეჟიმში “კარდაკარ” აქციებს მართავენ ვაშინგტონში, ბრიუსელში, ბერლინში, ან თუნდაც თბილისში – დიდი ბრიტანეთის საელჩოში. ხვდებიან ყველას და “ყველაფერს” – ოღონდ არა ქართულს და ეროვნულს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თვითმმართველობის არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დაწყებულ ბინძურ კამპანიას სოციალურ ქსელში…

მაკრონი აშშ-ის ელჩს საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევასა და ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის ელჩის, ჩარლზ კუშნერის მიერ საფრანგეთის კრიტიკა დიპლომატისთვის “მიუღებელია”. აგვისტოში კუშნერმა…

სოზარ სუბარი: დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი და ღირებულებები, ეს არის ყველაზე მთავარი. ეს არის მშვიდობის შენარჩუნების და განვითარების ერთადერთი გზა

“ვიზალიბერალიზაცია არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხელისუფლების. ეს არის დიდი კომფორტი ჩვენი მოსახლეობისთვის და…

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან…

გრძელიშვილი: “ტვ პირველის” “ჟურნალისტურ გამოძიებებზე” სერიოზულად საუბარი შეუძლებელია – ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის “უახლოესი წევრი” მუხიგულაშვილი, ივანიშვილის ბიძაშვილის შვილის მეორე ქმარი ყოფილა 2 თვით, მისი ინფორმაცია რომ სრული ბოდვაა, აქედანაც ჩანს

ENG  GEO   გრძელიშვილი: “ტვ პირველის” “ჟურნალისტურ გამოძიებებზე” სერიოზულად საუბარი შეუძლებელია – ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის “უახლოესი წევრი”…

წვევამდელთა უმრავლესობა სამხედრო კარიერის გაგრძელებას თავდაცვის ძალებში გეგმავს

6-თვის ვადით წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში გაწვეული სამხედროების უმრავლესობა სამხედრო კარიერის გაგრძელებას თავდაცვის ძალების საკონტრაქტო სამსახურში გეგმავს.…

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა – მიხეილ ყაველაშვილი  გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის…

საპატიო თბილისელის წოდება 30 მოქალაქეს მიენიჭა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება…

ირაკლი ზარქუა რადიკალური ოპოზიციის მიერ დამხობის მოწოდებებზე: რიგითი “ენჯეოშნიკი” იქნება თუ მდიდარი “ენჯეოშნიკი”, ვისაც გადაუცდება ფეხი, ყველას მივაბრძანებთ იქ, სადაც კანონის ძალა ითხოვს – იცოდეს ყველამ, რომ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, კანონს ვინც გადავა, ყველა პასუხს აგებს

რაც შეეხება ბატონ ბურჭულაძეს, სულ მიჩნდება განცდა, რომ ის “ანიტა 2-ია”, იმიტომ, რომ ისეთ სიგიჟეებს აფრქვევს…

ირაკლი ზარქუა ბრიტანეთის სანქციებზე: ესენი არიან ევროპის ბიუროკრატია, რომლის ინტერესებშიც არის, რომ აქ თავიანთი აგენტურა დასვან ხელისუფლებაში და ამისთვის ყველაფერს კადრულობენ, ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ ვიცავთ საერთაშორისო სტანდარტებს

გვახსოვს, რეზოლუციებში გვიწერდნენ რაღაც სიგიჟეებს, შემდეგ ჩამოვიდა აშშ-დან დელეგაცია, რომელმაც ვერ დააფიქსირა [საქართველოს მიერ სანქციების გვერდის…

ნინუების ხუთსულიანი ოჯახი “თბილისობას” ახალ სახლში შეხვდება

ნინუების ხუთსულიანი ოჯახი “თბილისობას” ახალ სახლში შეხვდება – თეიმურაზ ნინუას ოჯახს, რომელსაც მერიის უწყებათაშორისმა კომისიამ უსახლკაროს…

გიორგი ჯინჭარაძე – ჩვენთვის, აფხაზეთიდან დევნილებისთვის, თბილისი ორმაგად ძვირფასია, ქალაქი, რომელმაც გახსნა თავისი კარი ათასობით დევნილისთვის

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე მოქალაქეებს “თბილისობას” ულოცავს.როგორც ის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს, აფხაზეთიდან…

ძლიერმა ქარმა თბილისში გარკვეული პრობლემები შექმნა

ძლიერი ქარის გამო დედაქალაქში გარკვეული სახის პრობლემები შეიქმნა.კერძოდ, რამდენიმე რაიონში, განსაკუთრებით ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, გლდანისა და…