არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის,შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა

საამიროების პრეზიდენტი და დელეგაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გააცილა.

კახა კალაძე ოპოზიციონერების ვიზიტებზე: ჩვენ ამომრჩეველს ვხვდებით, ისინი კი უცხოეთში თავიანთ პატრონებს ხვდებიან. ალბათ მითითებებს იღებენ, როგორ იმოქმედონ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ვაშინგტონში და „ლელოს“ წევრების ბრიუსელში ვიზიტებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.…

ლეღვთახევში ქვათაცვენის შემაკავებელი ღონისძიებები დასრულდა

აბანოთუბნის ტერიტორიაზე, ლეღვთახევის ტურისტულ ზონაში ქვათაცვენის შემაკავებელი ღონისძიებები დასრულდა. გამაგრება-რეკონსტრუქციის სამუშაოების შემდეგ, აღნიშნული ტერიტორია მაქსიმალურად უსაფრთხოა,…

ირაკლი კობახიძე დარწმუნებული ვარ, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს პარტნიორობას და ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებს

საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერი დისკუსიები გავმართეთ…

სამტრედიობა 2025

სამტრედიაში დღეს სამტრედიობა აღინიშნა. დღესასწაულზე საპატიო სამტრედიელები აირჩიეს. ქალაქში დღის განმავლობაში არაერთი სადღესასწაული ღონისძიება გაიმართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ევროპის საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია მალტაში, ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს. მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრმა ხელი მოაწერა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის მესამე დამატებით ოქმს. დოკუმენტი მიზნად ისახავს სისხლის სამართლის სფეროში სახელმწიფოთაშორისი ურთიერთდახმარების მექანიზმების განახლებას და ეფექტიანობის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების საპასუხოდისახავს მიზნად. მინისტერიალის მთავარი თემაა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და  სამართლებრივი ურთიერთდახმარება. ღონისძიებაში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრები მონაწილეობენ

საქართველოს იუსტიციის მინისტრი მალტისიუსტიციის მინისტრს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია მალტის იუსტიციის მინისტრს, ჯონათან ატარდს შეხვდა. მალტაში, ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და მალტას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ამ სფეროში საერთაშორისო სისხლისსამართლებრივი თანამშრომლობის მიმართულებაზე. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვეს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი – ძვირფასო მეგობარო,ბატონო  პრემიერ-მინისტრო ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოშიჩემი  ვიზიტით,ჩვენს ორ ქვეყანას აქვს საერთო  ხედვა სტაბილურობისმშვიდობისადამიანებსშორის ურთიერთობის მიმართულებით

ძვირფასო მეგობარო, ბატონო პრემიერ-მინისტრო ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში ჩემი ვიზიტით, ჩვენს ორ ქვეყანას აქვს საერთო ხედვა სტაბილურობის, მშვიდობის, ადამიანებს შორის ურთიერთობის მიმართულებით, – ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ  ირაკლი კობახიძესთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.  მისი თქმით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს და შემდგომში ამას კიდევ დაამტკიცებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და მრავალი პროექტის განხორციელება. “ძვირფასო მეგობარო, ბატონო პრემიერ-მინისტრო ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში ჩემი ვიზიტით. თქვენთან კიდევ ერთხელ შეხვედრა აბუ-დაბიში შეხვედრის შემდეგ ,დადასტურება ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელების. ვისარგებლებ შემთხვევით და მოგილოცავთ დაბადების დღეს. გისურვებთ წარმატებას, ბედნიერ ცხოვრებას, ჯანმრთელობას. საქართველოსა და საამიროებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. შემდგომში ამას კიდევ დაამტკიცებს ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება და კიდევ მრავალი პროექტის განხორციელება. განსაკუთრებით, ვაჭრობის, ბიზნესის, ეკონომიკის, მრეწველობის და ენერგეტიკის სფეროში და ისეთ სექტორებში, რომელიც არის პრიორიტეტული ორ ქვეყანას შორის. მინდა აღვნიშნო სავაჭრო ურთიერთობების გაზრდა ჩვენს ქვეყნებს შორის, რომელიც მილიონობით დოლარს აღწევს. ეს თანამშრომლობა დიდ მოცულობებზე გადის და ეჭვგარეშეა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის გაგრძელდება, განსაკუთრებით სატრანსპორტო მიმართულებით. საამიროები ხელს შეუწყობს ხელშეკრულებების მიხედვით პარტნიორობის განვითარებას, რომელსაც  სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიები ახორციელებენ. ეს აძლიერებს საქართველოსა და საამიროებს შორის ურთიერთობას. ჩვენს ორ ქვეყანას აქვს საერთო ხედვა სტაბილურობის, მშვიდობის, ადამიანებს შორის ურთიერთობის მიმართულებით. ასევე ორივე ქვეყანა მონაწილეობას იღებს კულტურულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაში, მდიდარი მემკვიდრეობის გაზიარებაში, რაც წარმოადგენს საფუძველს ჩვენი ქვეყნების განვითარებისთვის. მინდა დაგიდასტუროთ, რომ საამიროები გააძლიერებს პარტნიორობას ზოგადად კავკასიის რეგიონის ქვეყნებს შორის და ხელს შეუწყობს სტაბილურობას მშვიდობას და საერთო ინტერესებს. მშვიდობა არის ძირითადი ღერძი ეკონომიკის განვითარებისა და გაძლიერებისთვის. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით და ვუსურვებ საქართველოს და ქართველ ერს სტაბილურობას, განვითარებას და წარმატებას“, – განაცხადა არაბთა  გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა.

ირაკლი კობახიძე საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს აქვთ ურთიერთობებში ძალიან კარგი დინამიკა, მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა,ჩვენ ვართ მაქსიმალურად დაინტერესებული, რომ ყველა მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის

ჩვენ ვართ მაქსიმალურად დაინტერესებული, რომ ყველა მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს თანამშრომლობა, პარტნიორობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის,…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება…

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ევროპის საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია მალტაში, ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს. მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრმა ხელი მოაწერა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის მესამე დამატებით ოქმს. დოკუმენტი სისხლის სამართლის სფეროში სახელმწიფოთაშორისი ურთიერთდახმარების მექანიზმების განახლებას და ეფექტიანობის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების საპასუხოდ ისახავს მიზნად.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი ეწვია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი ეწვია. თბილისის საერთაშორისო…

კახა კალაძემ საზოგადოებას „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპი წარუდგინა – „თბილისი არის ქალაქი, რომელსაც ყოველთვის უმღეროდნენ, უმღერიან და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება“

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია გაიმართა. კლიპის ავტორი მუსიკოსი ზაზა ნოზაძეა. მუსიკალური კლიპი…

ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალი ელჩი ჰყავს

ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად რუსლან აბაშიძე დაინიშნა. რუსლან აბაშიძე საქართველოს საგარეო უწყებაში 1996…

გიორგი გამსახურდია-ჩეხეთის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის სითავხედეს და არაკორექტულობას, ზედა ზღვარი არ აქვს. არ აქვს ალბათ მეტი საქმე და მავნებლობითაა დაკავებული. მალე გაიმარჯვებს ჩეხი პატრიოტი, ანდრეი ბაბიში და აუცილებლად შეცვლის ამ დამოკიდებულებას ჩვენდამი

გიორგი გამსახურდია X-ზე ჩეხეთის მიერ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას გამოეხმაურა…