პრემიერი გელათზე – მთავრობის მხრიდან გამოიყო კონკრეტული თანხები, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ტაძარი, ჩვენი კულტურული სიმდიდრე და სამუშაოებიც დაიწყება უახლოეს დღეებში

პრემიერი გელათზე – მთავრობის მხრიდან გამოიყო კონკრეტული თანხები, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ტაძარი, ჩვენი კულტურული სიმდიდრე…

ირაკლი კობახიძე – მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ ვიზიტები შედგება მეზობელ ქვეყნებში

შემთხვევითი არ არის, რომ ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ ვიზიტები შედგება მეზობელ ქვეყნებში. შაბათს იქნება ვიზიტი აზერბაიჯანში, ამას მოყვება ერთ კვირაში ვიზიტი სომხეთში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ყველა საკითხზე გვექნება საუბარი, რომელიც უკავშირდება ორმხრივ თანამშრომლობას და  რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფას. „მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, აქედან გამომდინარე, შემთხვევითი არ არის, რომ ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ ვიზიტები შედგება მეზობელ ქვეყნებში. შაბათს იქნება ვიზიტი აზერბაიჯანში, ამას მოყვება ერთ კვირაში ვიზიტი სომხეთში. ყველა საკითხზე გვექნება საუბარი, რომელიც უკავშირდება ორმხრივ თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა და აქ იცით, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ასრულებდა ხოლმე დადებით როლს. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები და ხელი შევუწყოთ მშვიდობას, სტაბილურობას ჩვენს რეგიონში სამხრეთ კავკასიაში“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე: “ვეტინგი” ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ზოგადად კონსტიტუციურ პრინციპებს – ჩვენთვის პირველ საფეხურზე დგას საქართველოს კონსტიტუცია და შემდეგ ნებისმიერი რეკომენდაცია

ე.წ. “ვეტინგი” ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ზოგადად კონსტიტუციურ პრინციპებს. “ვეტინგი” გულისხმობს იმას, რომ ხდება მოსამართლეების კეთილსინდისიერების…

მიხეილ ყაველაშვილი: ოპოზიციაში შემავალ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ჰყავს ერთი დამკვეთი და ერთიანად მოქმედებენ, მხოლოდ სხვადასხვა საშუალებებით

„მთელი ჩვენი ძალისხმევა იქით არის მიმართული, რომ საზოგადოებამ კარგად დაინახოს ეს ძალები ვინ არიან და როგორ…

ირაკლი კობახიძე: მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებლები, ჩვენ ვერ ვიქნებით ბედნიერი ვიდრე სიღარიბე არ განულდება საქართველოში და ვიდრე უმუშევრობის პრობლემა საბოლოოდ არ დაიძლევა

დღეს ჩვენ არ ვართ ბედნიერი იმ სურათით, რომელიც არის ჩამოყალიბებული, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ისტორიულად საუკეთესო…

ირაკლი კობახიძე – კატეგორიულად მიუღებელია ის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც წარმოებს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, ყოველგვარი არგუმენტების და დასაბუთების გარეშე

ჩემთვის, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს ხელმძღვანელისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც წარმოებს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ,…

ირაკლი კობახიძე საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე – ის კანონპროექტი, რომელიც მიღებული იქნა და რომელსაც მერე ვეტო დაედო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ემსახურება სწორედ ჩიხის დაძლევას

ის კანონპროექტი, რომელიც მიღებული იქნა და რომელსაც მერე ვეტო დაედო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ემსახურება სწორედ ჩიხის…

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე ევროპის საბჭოს პროექტის წარდგენაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე ევროპის საბჭოს პროექტის – ,,ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერება საქართველოს სამართალდამცავ უწყებებში“ წარდგენის ღონისძიებას დაესწრო დამისასალმებელი სიტყვით წარსდგა. ღონისძიება საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ გახსნა და მას ევროპის საბჭოს პოლიციისა და თავისუფლების აღკვეთის საკითხებზე თანამშრომლობის მე-2 განყოფილების ხელმძღვანელი დონჩე ბოშკოვსკი უძღვებოდა.…

გურამ მაჭარაშვილი: გინდა საქართველოს „გაელგებეტება“, თუ არ გინდა, ეს უნდა აღიარო

„პრაქტიკულად აღიარეს, რომ გასული წლის მარტში საზოგადოების გულწრფელი პროტესტი კი არ იყო (უკვე ბოლო დღეებში), არამედ…

 უწმინდესის დიდი ღვაწლით ქართული გალობა თავის კერას, ეკლესიას დაუბრუნდა, ხოლო ანზორ ერქომაიშვილისა და მის თანამოაზრეთა დიდი მეცადინეობით, ეს უნიკალური მემკვიდრეობა მთელმა მსოფლიომ გაიცნო და აღიარა-ირაკლი კობახიძე

ქართული გალობა ჩვენი უძველესი კულტურის ფასდაუდებელი მონაპოვარია. ქართული მრავალხმიანობა აერთიანებს,  ერთი მხრივ, თითოეული ადამიანის უნიკალურობის, და  მეორე მხრივ ადამიანებს შორის ჰარმონიის, სიყვარულის იდეას. მასში საუკეთესოდ ვლინდება ქართველი კაცის თვითმყოფადი ბუნება, მისი დამოკიდებულება მოყვასისადმი, სამშობლოსადმი თუ ზოგადად სამყაროსადმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ქართული გალობის მრავალტომეულის  წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართული გალობის ნამდვილი აღორძინება გასული საუკუნის  70-იანი წლებიდან დაიწყო. მისივე თქმით, ეს პროცესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და  სახელოვან მუსიკოსსა და ლოტბარს, ანზორ ერქომაიშვილს უკავშირდება. „ქართული გალობა იმ უზენაეს ქრისტიანულ იდეალებს გამოხატავს, რომლებიც ასწლეულების განმავლობაში ქმნიდნენ ქართულ იდენტობას. ქართული გალობის ტრადიციამ, ისევე, როგორც მთლიანად ჩვენმა კულტურამ, არაერთი რთული ისტორიული პერიოდი გამოიარა; საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ის გაქრობის საფრთხის წინაშეც კი აღმოჩნდა. დღეს ჩვენ უდიდესი მადლიერებით უნდა გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, ფილიმონ ქორიძე, ზაქარია ფალიაშვილი და სხვა დიდი ქართველი მოღვაწეები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ტრადიციული მრავალხმიანობის, მათ შორის გალობის გადარჩენასა და ჩვენამდე მოტანაში. ქართული გალობის ნამდვილი აღორძინება გასული საუკუნის 70-ანი წლებიდან დაიწყო. გალობის აღორძინება  უპირველეს ყოვლისა ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს და ჩვენს სახელოვან მუსიკოსსა და ლოტბარს, ანზორ ერქომაიშვილს უკავშირდება. საბჭოთა რეჟიმის ურთულეს პირობებში ეს საქმე ნამდვილ თავდადებას მოითხოვდა; უწმინდესისა და უნეტარესის დიდი ღვაწლით ქართული გალობა თავის კერას, ეკლესიას დაუბრუნდა, ხოლო ანზორ ერქომაიშვილისა და მის თანამოაზრეთა დიდი მეცადინეობით, ეს უნიკალური ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა მთელმა მსოფლიომ გაიცნო და აღიარა,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებისა და მრავალი წლის განმავლობაში ფოლკლორის ცენტრის მხარდაჭერისათვის. „დღეს ამ ტრადიციის განვითარებაში საკვანძო როლს ფოლკლორის ცენტრი ასრულებს. ცენტრმა საქართველოს მასშტაბით დააარსა სალოტბარო სკოლები. ცენტრი მხარს უჭერს სამეცნიერო კვლევებს გალობის შესახებ, ხელს უწყობს ახალგაზრდობის მეტ ჩართულობას ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის ქველმოქმედებამაც ამ საქმის კეთება შესაძლებელი გახადა და რომელიც მხარს უჭერდა ბატონ ანზორ ერქომაიშვილს და მის ცენტრს მრავალი წლის განმავლობაში.  ცენტრის მიერ გაკეთებულ დიდ საქმეებს შორის გამორჩეული მნიშვნელობისაა ქართული საგალობლების სანოტო ჩანაწერების გაციფრება და ქართული გალობის ანთოლოგიის გამოცემა.  დღეს ჩვენს წინაშეა  თითქმის ათწლიანი, მართლაც ტიტანური შრომის შთამბეჭდავი შედეგი: ეს არის ანთოლოგიის 29 ტომი, 6 ათასზე მეტი საგალობელი, რომელთა უმრავლესობა პირველად დაიბეჭდა; ჩემთვის ცნობილია, რომ ეს დასახული მიზნების მხოლოდ ერთი ნაწილია, რადგან ჯერ ხელნაწერთა დაახლოებით ნახევარია გამოცემული. წინ კიდევ დიდი სამუშაოა და მინდა წარმატებები გისურვოთ ამ საშვილიშვილო საქმეში. მინდა ქართული გალობის ფონდის დამფუძნებელს, ბატონ ვანო ჩხარტიშვილს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამ საქმეში შეტანილი ძალიან დიდი წვლილისთვის. მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც ანთოლოგიის შექმნაში საკუთარი წვლილი შეაქვს  – ესენი არიან პროექტის ხელმძღვანელები, შემოქმედებითი ჯგუფი, მუსიკოსები, მეცნიერები; მადლობა თითოეულ თქვენგანს.  პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით მინდა გამოვთქვა კიდევ ერთხელ  თანადგომა და გპირდებით მხარდაჭერას. მინდა გისურვოთ შემდგომი წარმატებები  ამ ძალიან დიდ, საქვეყნო საქმეში,“- განაცხადა პრემიერმა.

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქ.ქუთაისში შეხვედრა გაიმართა 14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6…

2024 წლის 15 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან და ჰაქან ფიდანთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის  საგარეო საქმეთა მინისტრების მეცხრე შეხვედრაში.

2024 წლის 15 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან…

2024 წლის 14 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველთან კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონოსთან.

2024 წლის 14 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო…

დავით ქართველიშვილი – სანამ დასავლელი “ვაშაძე-ხაბე-ხაზარაძე” ინდიკაციებს “დეზერტირებზე” დაეძებენ, მსოფლიოს ბანკის ამ “რუსულ მონაცემებს” დავეყრდნოთ

მსოფლიო ბანკის მონაცემებს, რომლის თანახმად ფასების დონის სიმცირით საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე და ევროპის საუკეთესო სამეულშია,…

პრემიერ-მინისტრი TAV Airports Holding-ის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს თბილისისა და…