ორგანიზაცია ,,საქართველოს ხმა მსოფლიოს,, დამფუძნებელი ,იურისტი თამარ მოშიაშვილი განცხადებას აქვეყნებს-მნიშვნელოვანი განცხადება -საქართველოს ხმა მსოფლიოს ჩვენი ორგანიზაცია ,,საქართველოს ხმა მსოფლიოს” თავის დროზე შეიქმნა სწორედ იმ მიზნით, რომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დადგეს ქვეყნის სუვერენიტეტისა და საზოგადოების სადარაჯოზე. სამშობლოს ღალატის ტოლფასია საჯაროდ ცრუ ინფორმაციის გავრცელება საქართველოს მიერ რუსეთის რაიმე ფორმით დახმარებაზე, საქართველოს მიერ რუსეთის საწვავით მომარაგებაზე და ხელშეწყობაზე. უნდა აღიკვეთოს საქართველოს წინააღმდეგ დამაზიანებელი, ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება. ჩვენ ვიდგებით საქართველოსა და ქართველი ხალხის სადარაჯოზე და ჩვენს მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ ქვეყნის დაცვაში