თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილეებთან, კახა გულედანთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად, კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებარე…
თვე: ნოემბერი 2024
საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი” ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას. …
ალექსანდრე დალაქიშვილი: დროებითი რადიკალ ევროპელ პოლიტიკოსთა ჯგუფი ქართული ღირებულებების გათელვით, უღმერთობით, შანტაჟით და მოსახლეობაში შუღლის გაღვივებით ცდილობენ გაგვხადონ ინსტრუმენტები დიდ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებაში, სადაც ჩვენნაირი პატარა ქვეყნების ინტერესი ყოველთვის მეორე ხარისხოვანია
დღეს, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად ხარობენ რადიკალური ჯგუფები და ქვეყნის მტერი ე.წ. “ოპოზიცია”, რომლებიც ქართული სახელმწიფოებრიობის…
დიმიტრი ხუნდაძე: მიუხედავად დესტრუქციული ძალების გააქტიურებისა, რომ საქართველოში “მაედანი” შედგეს, ამას ხელისუფლება არ დაუშვებს!
„ყველა უკანონო მცდელობა იქნება პასუხგაცემული და უმკაცრესად დასჯილი! ქაოსი და თავნებობა საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესში არ…
ირაკლი კობახიძე – მთავარია ჩვენ დავგმოთ ძალადობის ინიცირება, თუ არ იქნება ინიცირებული ძალადობა, არავითარ ძალადობას არ ექნება ადგილი
პარალელურ რეჟიმში წარიმართება გამოძიებები ორივე მიმართულებით, როცა საქმე ეხება ძალადობას, როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით, პარალელურ…
კახა კალაძე აქციის შესახებ: სამწუხაროდ, იყო ცალკეული ინციდენტები და ამ ყველაფერს შესაბამისი მოკვლევა დასჭირდება
„არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ „ნაცმაიდანი“ მოეწყოს საქართველოში“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების…
კახა კალაძე: ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა, საქართველოს მოლაპარაკებები გაუხსნან, თუ ეს დღის წესრიგში დგას – არავინ ამბობს უარს ამაზე
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებული განცხადებები სიცრუეა“, – ამის…
კახა კალაძე: აბსოლუტურად ვეთანხმები ყველას ამ სულისკვეთებაში, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის სრულიად ეთანხმება ყველას იმ სულისკვეთებაში, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია. ამის…
ირაკლი კობახიძე -ის დაპირისპირება, რაც არსებობს,რაც ხელოვნურად ღვივდებოდა ამსამი წლის განმავლობაში,არის მთლიანად გარედან თავსმოხვე ული,უცხოეთიდან დაფინანსებული
ეს ძალადობა, რაც ვიხილეთ გუშინ და გუშინწინ, არ მოხდებოდა, რომ არა გარე ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ქართველი ხალხი ხედავს, რომ გარედან ვიღაცას სურს, ხელოვნურად გახლიჩოს საზოგადოება. “გაყალბებასთან დაკავშირებით არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, შესაბამისად, რასაც ვხედავთ, გუშინდელი და გუშინწინდელი აქციები არის ამის გაგრძელება. ვიღაცებს არ სურთ, შეეგუონ არჩევნებში დამარცხებას, საუბარია აქ მეხუთე კოლონაზე, რადიკალურ ოპოზიციაზე, გარეთ მათ პატრონებზე და ამის გამო ძალადობენ და აკეთებენ იმას, რაც ქართული კულტურისთვის სრულიად შეუფერებელია. ეს ძალადობა, რაც ვიხილეთ გუშინ და გუშინწინ, არ მოხდებოდა, რომ არა გარე ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში. რაც ხდება, ეს არ არის ქარული კულტურისთვის შესაფერისი. ის დაპირისპირება, რაც არსებობს, რაც ხელოვნურად ღვივდებოდა ამ სამი წლის განმავლობაში, არის მთლიანად გარედან თავსმოხვეული, უცხოეთიდან დაფინანსებული. სწორედ ამიტომ გააპროტესტეს მათ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, იმიტომ, რომ რევოლუციური პროცესები უნდოდათ, ბუნდოვნად დაფინანსებულიყო ჩვენს ქვეყანაში და გამჭვირვალობის კანონი გამოაცხადეს რუსულ კანონად. იმიტომ, რომ რაც ხდება, ეს ექსტრემიზმი, სისტემური ძალადობა, უნდა ყოფილიყო გაუმჭვირვალედ დაფინანსებული ჩვენს ქვეყანაში და მესამე რევოლუციის მცდელობა უნდა ჰქონოდათ სწორედ ამ შავი ფულით. ამიტომ აპროტესტებდნენ ამ კანონს ჯერ შარშან, მარტში და წელს ასევე მარტში, აპრილში და მაისში. საზოგადოების უმრავლესობა ამ ყველაფერს აფასებს სათანადოდ და სწორედ ამის შედეგია ის, რომ საზოგადოებამ მყარი ნდობა გამოგვიცხადა 26 ოქტომბრის არჩევნებში. საზოგადოება ხედავს, რომ გარედან ვიღაცას სურს, ხელოვნურად გახლიჩოს ჩვენი საზოგადოება. სამი წელია ამიტომ აკეთებენ ამ ყველაფერს, ამიტომ არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, ამიტომ არ გაგვიხსნეს მოლაპარაკებები, ამიტომ მოაწყეს რევოლუციის ორი მცდელობა, დაუპირისპირდნენ კანონს გამჭვირვალობის შესახებ, უპირისპირდებიან ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს და ა.შ. იმიტომ, რომ ვიღაცებს უნდათ, ხელოვნურად გახლიჩონ საზოგადოება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – ჩვენ კონკრეტული პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული საარჩევნო პროგრამით და სამთავრობო პროგრამით, მათ შორის იმაზე, რომ 90 %-ზე მეტით შევასრულებთ ვალდებულებებს და ეს არის ერთადერთი პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას მიიყვანს ევროკავშირში გაწევრიანებამდე
ერთადერთი პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელსაც მიჰყავს ქვეყანა ევროინტეგრაციისკენ, ეს არის „ასოცირების შეთანხმება“ და „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება,…
დავით ჩიხელიძე: ის ადამიანები ვინც რუსთაველზე დგახართ რისთვის იბრძვით? თუ დამოუკიდებლობისთვის, მაშინ მთავრობის და თქვენი პოზიცია თანხვედრაშია, თუ მონობისთვის მაშინ სწორ ადგილზე დგახართ
ის ადამიანები ვინც რუსთაველზე დგახართ, რას ითხოვთ? რისთვის იბრძვით? დამოუკიდებლობისთვის თუ მონობისთვის? თუ დამოუკიდებლობისთვის მაშინ მთავრობის…
ირაკლი კობახიძე -ყველაზე მძიმე ინციდენტი იყო,როცა წაქცეულ ადამიანს ურტყამდა სპეცრაზმის წარმომადგენელი, არ შეიძლება ასეთმა ფაქტმა არ აღგაშფოთოს, როგორი რთულიც არ უნდა იყოს მოთმენა პოლიციელისთვის, უნდა მოითმინოს, მან გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებას, მაგრამ ამას სისტემური სახე არ ჰქონია
არის სამწუხარო ინციდენტები, მაგრამ ხედავთ, რომ ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან ადგილი აქვს სისტემურ ძალადობას, შეეძლოთ მისულიყვნენ პარლამენტის შენობის წინ, გაემართათ ჩვეულებრივი აქცია, დაეყენებინათ ტრიბუნა, მიკროფონი და გამოეხატათ საკუთარი აზრი, ამ შემთხვევაში არაფერი მოხდებოდა – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უფლებამოსილების გადაჭარბებას პოლიციელების მხრიდან სისტემური სახე არ ჰქონია. „იყო მაგალითად შემთხვევა, ყველაზე მძიმე ინციდენტი რაც იყო, რომ წაქცეულ ადამიანს ურტყამს სპეცრაზმის წარმომადგენელი, არ შეიძლება ასეთმა ფაქტმა არ აღგაშფოთოს. როგორი რთულიც არ უნდა იყოს მოთმენა პოლიციელისთვის, მან უნდა მოითმინოს. ეს არის სახელმწიფოს წარმომადგენლის, შსს-ს წარმომადგენლის ვალდებულება, თუმცა ამ შემთხვევაში ამ პასუხისმგებლობით არ იმოქმედა კონკრეტულმა პოლიციელმა და მან გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებას. მთავარია, რომ სისტემური სახე ამას არ აქვს. არის სამწუხარო ინციდენტები, მაგრამ მინდა, მოგიწოდოთ ერთი რამისკენ, ხედავთ, რომ მომიტინგეების მხრიდან, ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან, ეს არის დაახლოებით 500 კაციანი დაჯგუფება, ადგილი აქვს სისტემურ ძალადობას. ამას ხომ ხედავთ, ხომ ხედავთ, რომ ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია, რაც ვიხილეთ გუშინ და გუშინწინ. იყო მოლოტოვის კოქტეილები, პიროტექნიკის გამოყენება პოლიციელების წინააღმდეგ, რის შემდეგაც სერიოზული დამწვრობა მიიღეს პოლიციის წარმომადგენლებმა. იყო ქვების, მძიმე ნივთების სროლა, იყო პარლამენტის შენობაზე თავდასხმა, შენობაში შეჭრის მცდელობა, უტევდნენ პირდაპირ პარლამენტის ჭიშკარს. ეს იყო სისტემური ძალადობა, რომელიც დაიწყო ძალადობრივმა დაჯგუფებამ. რომ არ ყოფილიყო ეს სისტემური ძალადობა არ იქნებოდა არაფერი, ხომ დამეთანხმებით ამაში. ჩვეულებრივად შეეძლოთ მათ მისულიყვნენ პარლამენტის შენობის წინ, გაემართათ ჩვეულებრივი აქცია, დაეყენებინათ ტრიბუნა, მიკროფონი და გამოეხატათ საკუთარი აზრი. ამ შემთხვევაში ხომ იცით, რომ არაფერი მოხდებოდა, ეს ხომ ზუსტად იცით, მაგრამ იყო სისტემური ძალადობა, რომელსაც არავინ გმობს, მათ შორის, უცხოელები არ გმობენ. აქედან ხომ იკითხება, რეალურად, ვის რა განზრახვა აქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ. ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სიმშვიდე, თუმცა არიან ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებიც ამას უპირისპირდებიან, მაგრამ, ისინი სახელმწიფოს ძლიერებას ვერ შეარყევენ,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე -სამწუხაროდ, აშშ-ის ელჩის განცხადებაში ვერ ვიხილე იმ სისტემური ძალადობის დაგმობა,რომელიც ჩვენ გუშინ და გუშინწინ ვნახეთ
მე სამწუხაროდ, აშშ-ის ელჩის განცხადებაში ვერ ვიხილე იმ სისტემური ძალადობის დაგმობა, რომელიც ჩვენ გუშინ და გუშინწინ ვიხილეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მომხდარის დაგმობა ხელს შეუწყობდა სამომავლოდ ძალადობის პრევენციას. „რაც შეეხება ელჩის განცხადებას, მე სამწუხაროდ, ამ განცხადებაში ვერ ვიხილე იმ სისტემური ძალადობის დაგმობა, რომელიც ჩვენ გუშინ და გუშინწინ ვიხილეთ. ძალიან კარგი იქნებოდა ამ სისტემური ძალადობის დაგმობა, რასაც ძალადობრივი, ექსტრემისტული დაჯგუფებები ახორციელებდნენ გუშინ. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობდა სამომავლოდ ძალადობის პრევენციას, თუმცა, როდესაც ასეთი ძალადობის დაგმობა არ ხდება, ვიღაცეებისთვის ეს აღიქმება მწვანე შუქად ხვალინდელი ძალადობისთვის, მაგრამ მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ როგორც გუშინდელ ძალადობას არ ჰქონდა არავითარი ეფექტი, ასევე არც მომავალში არ ექნება ძალადობას არავითარი ეფექტი“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას აქვს პრაქტიკულად აღიარებული, რომ არავითარი გაყალბება არ მომხდარა, გახარიას წარმომადგენელს აქვს ნათქვამი, რომ მათ მიიღეს 161 500 ხმა, „ლელოს“ ლიდერს აქვს ნათქვამი, რომ მათ მიიღეს დაახლოებით 200 000 ხმა, ანუ რაც დაფიქსირდა ცესკოს შედეგებში
თვითონ ოპოზიციას აქვს პრაქტიკულად აღიარებული, რომ არავითარი გაყალბება არ მომხდარა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი…
ირაკლი კობახიძე – ადამიანებს აპროტესტებინებთ იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს, ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა, პირიქით, ჩვენ ვაგრძელებთ განსაკუთრებული ძალისხმევით ყველა ვალდებულების შესრულებას და ზუსტად ეს არის ევროინტეგრაცია
ევროკავშირის ელჩი მანამდე აცხადებდა, რომ შეჩერებული იყო ევროინტეგრაცია და მერე თქვა, რომ თურმე ჩვენ შევაჩერეთ ევროინტეგრაცია, …