ირაკლი კობახიძე – სახელმწიფოს თანამონაწილეობით, მთლიანობაში, 6.5 მლრდ ლარის შეღავათიანი სესხი გაიცა აგრარულ მეურნეობებზე, 47 000-ზე მეტი უშუალო ბენეფიციარი ჰყავდა ამ პროექტებს სოფლის მეურნეობის სფეროში

სოფლის მეურნეობის განვითარება ნიშნავს არა მარტო ეკონომიკის გაძლიერებას, არამედ, პირველ რიგში, ნიშნავს ქართული სოფლის გაძლიერებას, ამ…

ირაკლი კობახიძე – მთლიანობაში, შემდეგი 4 წლის განმავლობაში საქართველოში სოფლის მეურნეობა დაფინანსდება 3 მლრდ ლარით, უპრეცედენტო ინვესტიციაა, რომელიც განხორციელდება სოფლის მეურნეობის სფეროში

ვენახების ფართობი 2012 წლის შემდეგ საქართველოში გაიზარდა 70%-ით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ…

ირაკლი კობახიძე  – ჩვენი ამოცანაა შევქმნათ 200 000 ახალი სამუშაო ადგილი, რაც ნიშნავს იმას, რომ უმუშევრობის შემცირების თვალსაზრისით გვექნება ძალიან სერიოზული პროგრესი 

დასაქმების ნაწილში გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი. განსაკუთრებით ბოლო ორ-ნახევარი წლის განმავლობაში, ამ ორ-ნახევარი წლის განმავლობაში შეიქმნა…

ირაკლი კობახიძე – წინა ხელისუფლების დროს მხოლოდ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი აშენდა და ისიც იყო ყველაზე მარტივი მონაკვეთი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მარტო ბოლო წლების განმავლობაში, 40 კილომეტრზე მეტი მხოლოდ გვირაბი აშენდა საქართველოში

ეკონომიკური პროგრესის მიღწევას სჭირდება კონკრეტული პროექტების განხორციელება და ამ კუთხით ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაფართოება, ეფექტიანი მენეჯმენტი უზრუნველყოფს, რომ ყველა გეგმა სათანადოდ იქნება რეალიზებული შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მომავალ წელს მთლიანად დასრულდება თბილისი-ბათუმის ავტომაგისტრალის მშენებლობა, მათ შორის ეს მოიცავს რიკოთის საუკუნის ურთულეს პროექტს.  „ძალიან დიდი სამუშაო გასწია საქართველოს მთავრობამ კონკრეტულად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გასული წლების განმავლობაში ამ მიმართულებით და სხვაობა აქაც არის სახეზე. მაგალითად წინა ხელისუფლების მონაცემები რომ ავიღოთ, მხოლოდ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი ააშენეს და ისიც იყო ყველაზე მარტივი მონაკვეთი. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მარტო ბოლო წლების განმავლობაში, 40 კილომეტრზე მეტი მხოლოდ გვირაბი აშენდა საქართველოში. ეს არის ეფექტიანობის შედეგი და იმის შედეგი, რომ ადრე ყვაოდა კორუფცია და კორუფცია არის აღმოფხვრილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების პროცესში. ეს გვაძლევს იმ უზარმაზარ სხვაობას, რომელიც არის სახეზე 2012 წლის შემდეგ.  ჩვენი ამოცანა არის საზღვრებამდე ავტომაგისტრალის მიყვანა. შემდეგი 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება, როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის საზღვრამდე ავტომაგისტრალის სრულად აშენება, საუბარია, 4-ზოლიან ავტომაგისტრალზე. ასევე ჩვენს გეგმებში შედის თურქეთის საზღვრამდე ბათუმი-სარფის მონაკვეთის მშენებლობა, ორზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  მისივე თქმით, კახეთის მიმართულებით არის ძალიან სერიოზული პროგრესი, თბილისიდან საგარეჯოს მონაკვეთი უკვე არის აშენებული, ბადიაურამდე გაგრძელდება ამ მონაკვეთის მშენებლობა და დასრულდება მომდევნო წლისთვის და ამის შემდეგ გაგრძელდება ჭალაუბნამდე მაგისტრალის მშენებლობა. „აშენდება ასევე გურჯაანი-თელავის მაგისტრალი, ლაგოდეხის შემოვლითი გზა, ანაკლია-თეკლათის მაგისტრალი, რაც მნიშვნელოვანია ანაკლიის პროექტის სათანადოდ ოპერირებისთის, რუსთავის 4-ზოლიანი მაგისტრალი,  რაც მნიშვნელოვანია როგორც რუსთავის, ასევე თბილისის მოსახლეობისთვის, მობილობის გასაუმჯობესებლად. ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი ეს პროექტი და ასევე ლარსის მონაკვეთი, აქაც აქტიურად წარიმართება სამუშაოები და გვაქვს ამბიციური გეგმები შემდეგი ოთხი წლისთვის. ამ შემთხვევაშიც ეფექტიანი მენეჯმენტი უზრუნველყოფს, რომ ყველა ეს გეგმა სათანადოდ იქნება რეალიზებული შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თამარ ჩერგოლეიშვილი: გვარამიას ვიზიტები დასავლეთში მხოლოდ დაარწმუნებს დასავლეთს, რომ “ქართული ოცნება” ერთადერთი სერიოზული მოთამაშეა, სამწუხარო სიმართლეა, მაგრამ ასე იქნება

გვარამია იმასაც გააფუჭებს, რასაც სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ასპარეზზე ცდილობს, – ამის შესახებ “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ…

ირაკლი კობახიძე – ელექტროენერგიის გამომუშავება საქართველოში 2012 წელს შეადგენდა 3359 მეგავატს, 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი 4600 მეგავატი იქნება, 2028 წლისთვის ჩვენი მიზანია, ამ მაჩვენებელმა გადააჭარბოს 8000 მეგავატს, ხოლო 2030 წელს – 10 ათას მეგავატს და ამის შემდეგ ჩვენ უკვე გავხდებით სრულად თვითკმარი, დამოუკიდებელი ქვეყანა ელექტროენერგიიის გამომუშავების თვალსაზრისით

ენერგეტიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი, ჩვენ გვინდა, რომ 2030 წლისთვის…

ირაკლი კობახიძე – ტურიზმიდან შემოსავლები 2012 წელს იყო 1,4 მილიარდი დოლარი, 4,5 მილიარდ დოლარამდე იზრდება წელს და 2028 წლისთვის ჩვენი მიზანია, ტურიზმიდან შემოსავლები 6,4 დოლარამდე გაიზარდოს, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩაიდება შემდეგი 4 წლის განმავლობაში

2012 წელს საქართველოს სტუმრობდა 4,7 მილიონი ვიზიტორი და 2024 წლისთვის, კოვიდით გამოწვეული პრობლემებისა და შემდგომი პროცესების…

ირაკლი კობახიძე-ეკონომიკური თვალსაზრისით,ბოლო 4 წლის განმავლობაში, გვქონდა ძალიან სერიოზული მიღწევები და შემდეგი 4 წლისთვის ამბიციური ამოცანა გვაქვს, გვინდა,2028 წლისთვის 36 ათას  დოლარს გადააჭარბოს ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნის ეკონომიკამ

ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მიღწევები, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში და გვაქვს ამბიციური ამოცანა შემდეგი 4 წლისთვის, გვინდა, რომ 2028 წლისთვის 36 ათას დოლარს  გადააჭარბოს ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნის ეკონომიკამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2012 წელს ეკონომიკა იყო უმძიმეს მდგომარეობაში, მთლიანი შიდა პროდუქტი იყო მხოლოდ 28 მილიარდ ლარზე ნაკლები და 2020 წლისთვის კი, 50 მილიარდ ლარამდე  გაიზარდა ქვეყნის  ეკონომიკა. „ეკონომიკა არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და ქვეყნის განვითარების ერთ ერთი მთავარი ინდიკატორიც. ეკონომიკური თვალსაზრისით  ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მიღწევები, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში. გახსოვთ, რა ვითარება დაგვხვდა 2012 წელს, ეკონომიკა იყო უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი იყო მხოლოდ 28 მილიარდ ლარზე ნაკლები და 2020 წლისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გამოვიარეთ ორი  რეგიონული, გლობალური კრიზისი, მოვახერხეთ და 28 მილიარდი ლარიდან, 2020 წლისთვის 50 მილიარდ ლარამდე  გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა. ბოლო 4 წელიწადი განსაკუთრებით წარმატებული იყო ამ თვალსაზრისით. მხოლოდ ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 2021 წლიდან მოყოლებული, ჩვენ მოვახერხეთ და ეკონომიკა გავზარდეთ. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი გავზარდეთ 40 მილიარდი ლარით, 50 მილიარდი ლარიდან 90 მილიარდ ლარამდე,  რაც არის ძალიან დიდი მიღწევა. სამომავლოდაც შემდეგი ოთხი წლისთვის, ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, გვინდა,…

ირაკლი კობახიძე-1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა,30 % იყო ეს მაჩვენებელი 2012 წელს, 2023 წლის მონაცემებით,სიღარიბე  უკვე შემცირდა 11.8%-მდე, გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები  და ჩვენი ამოცანაა, რომ 2028 წელს სიღარიბე ჩამოცდეს 4 %-ს

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა არის სიღარიბის განულება ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ ინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ  პარლამენტის პლენარულ  სხდომაზე  სიტყვით გამოსვლისას  განაცხადა. მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება სიღარიბის  შემცირებაზე და მმართველ გუნდს აქვს ძალიან  ამბიციური მიზნები ამ მიმართულებით, არსებული  პოზიტიური  ტენდენციების გათვალისწინებით. „ეკონომიკური ზრდა, ბუნებრივია, პირდაპირ აისახება სიღარიბის შემცირებაზე. აქაც გვაქვს ამბიციური მიზნები. საქართველოში 1 120…

ირაკლი კობახიძე – ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბოლო წლებში შეიქმნა 700 ახალი საწარმო და 800 საწარმო გაფართოვდა, მომდევნო 4 წლის განმავლობაში 1,5 მილიარდი ლარი ჩაიდება ბიუჯეტში ბიზნესის მხარდაჭერისთვის და მხოლოდ ამ ინიციატივების ფარგლებში 70 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება

ბიზნესის მხარდაჭერა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის და 2012 წლიდან დაიწყო; ბიზნესის მხარდაჭერის…

ირაკლი კობახიძე-2028 წლისთვის,ჩვენი პროგრამის მიხედვით,4 %-ს ჩამოცდება უმუშევრობა საქართველოში,რაც არის  ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელი

ძალიან დამაიმედებელია საერთაშორისო სავალუტო ფონდის 5-წლიანი პროგნოზი,2029 წლის ჩათვლით, რომლის თანახმადაც, საქართველო მსოფლიოში იქნება მოწინავე, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ერთადერთი ქვეყანა,  რომელიც საქართველოს  ამ მიმართულებით  უსწრებს,  არის გაიანა, რომელმაც ნავთობი აღმოაჩინა ქვეყნის ტერიტორიაზე. „ჩვენ ნავთობის გარეშეც ვახერხებთ იმავეს, რასაც ეს ქვეყანა ახერხებს ნავთობის აღმოჩენის პირობებში. რაც შეეხება ქვეყნის ბიუჯეტს, ქვეყნის ბიუჯეტიც გაიზრდება შესაბამისად. ჩვენ დაგვხვდა მხოლოდ 8.5 მლრდ ლარი ბიუჯეტი 2012 წელს, ანუ ამ კუთხითაც იყო უმძიმესი ვითარება. ჩვენ უკვე მოვახერხეთ და წელს, დაახლოებით, 28 მლრდ ლარს შეადგენს უკვე ბიუჯეტი და ჩვენი ამოცანაა,  რომ 2028 წელს ბიუჯეტმა შეადგინოს  40 მლრდ ლარზე მეტი, ესეც რეალისტური ამოცანაა და ამაზეც ვართ პასუხისმგებლები საზოგადოების წინაშე,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება დაუთმო ქვეყანაში უმუშევრობის დონეს და აღნიშნა, რომ 2028 წლისთვის, 4 %-ს ჩამოცდება უმუშევრობა საქართველოში, რაც არის ევროკავშირის…

შალვა პაპუაშვილი: 2030 წელს საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის

მათი [ოპონენტების] თქმით, იზოლაციისკენ მივდივართ 12 წელია და ამასობაში, ასოცირებას მოვაწერეთ ხელი, ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ, კანდიდატის სტატუსი…

ირაკლი კობახიძე – ტურიზმი ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და სააეროპორტო ინფრასტრუქტურა უნდა დაეწიოს ტურიზმის განვითარებას, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის შედეგად, 4-დან 18 მილიონამდე გაიზრდება მგზავრთნაკადი

აეროპორტების მიმართულებით გვაქვს ამბიციური გეგმები,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით…

ირაკლი კობახიძე – 2029 წელი არის მაქსიმალური ვადა, როდესაც ჩვენ შევძლებთ ანაკლიის პორტში 600 ათასი კონტეინერის მიღებას წელიწადში და მხოლოდ პირველი ფაზის ფარგლებში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, დასაქმდება უამრავი ადამიანი

ანაკლიის პროექტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის და კონკრეტულად სამეგრელოს რეგიონისთვის, – ამის შესახებ საქართველოს…

ირაკლი კობახიძე   –  ოპოზიციის სკამები არის ცარიელი, თუმცა ისიც უნდა ითქვას, დღეს რომ ისინი აქ ისხდნენ, ეს სკამები ზუსტად ისეთივე ცარიელი იქნებოდა, როგორიც არის დღეს

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისი მნიშვნელობით იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ტოლფასი არჩევნები და ჩვენ საზოგადოებას…