ირაკლი კობახიძე -მოლაპარაკების გახსნის საკითხი პრაქტიკული თვალსაზრისით არ იძლევა არაფერს, ასოცირე ბის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება არის პრაქტიკული გზა ევროკავშირისკენ, 4 წლის თავზე ამ ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი გვექნება შესრულებული

საქმე შანტაჟის ნაცვლად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ამ დამოკიდებულებით გავაგრძელებთ მუშაობას, არათუ მოვადუნებთ ჩვენს სწრაფვას ევროკავშირისკენ, პირიქით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალური ძალისხმევა ჩაიდოს ამ საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული ქვეყანა არის გამუდმებული შანტაჟის ქვეშ და ამას აქვს კავშირი კონკრეტულ ინტერესებთან.  „რეალურად ყველა ვხედავთ თუ რა ვითარებაა დღეს ჩვენი ქვეყნის გარშემო. ჯერ კიდევ გრძელდება ის პროცესები, რომლებიც დაიწყო ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში, მაშინ იყო ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობა, რასაც მოჰყვა გამუდმებული სირთულეები, პრობლემები, ქვეყნის წინააღმდეგ მუდმივი შანტაჟი, რაც არ გაჩერებულა დღემდე. ეს პროცესი გრძელდება მთელი სამი წლის განმავლობაში  2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული ჩვენი ქვეყანა არის გამუდმებული შანტაჟის ქვეშ და ამას აქვს კავშირი კონკრეტულ ინტერესებთან. დღემდე ეს შანტაჟი არ შეწყვეტილა და ჩვენ არ გვაქვს არავითარი საფუძველი ვიფიქროთ, რომ ახლო მომავალში ეს შანტაჟი შეწყდება. ჩვენ ველოდებით უკრაინაში ომის დასრულებას. დეკემბრის ჩათვლით უკრაინაში ომი არ დასრულდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ გვექნება ოპტიმისტური მოლოდინი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ომის დასრულებამდე ყველა შემთხვევაში გაგრძელდება ეს არასწორი, ღირსების შემლახველი მიდგომა, რასაც ავლენენ კონკრეტული ბიუროკრატები და პოლიტიკოსები ევროკავშირში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ერთგულია ევროპული კურსის და ეს ძალიან ხმამაღლა ითქვა გუშინ. „ძალიან ხმამაღლა ვიმეორებ ამას დღესაც. რაც შეეხება შანტაჟის ხელოვნურ ინსტრუმენტებს და ეს არის მოლაპარაკების გახსნის საკითხი, რომელიც პრაქტიკული თვალსაზრისით არ იძლევა არაფერს. მეორე ეს არის დაფინანსება, რომელიც შეადგენს 0,2 პროცენტს. აქაც საუბარია საბიუჯეტო გრანტებზე და დაფინანსების არც ერთ სხვა კატეგორიაზე. სპეკულაციური და სიცრუის შემცველი განცხადებები კეთდებოდა „ერასმუსის“ პროგრამებთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ ამ სიცრუით რაღაც აჟიოტაჟი გამოეწვიათ ახალგაზრდებში. აქ საუბარია საბიუჯეტო გრანტებზე და არა დაფინანსების სხვა ფორმებზე. შანტაჟის ინსტრუმენტებად გამოიყენება სწორედ საბიუჯეტო გრანტის ფორმით გაცემული გრანტები და შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ იმ თანხებზე, რომელიც გამოიყენებოდა დღემდე შანტაჟის ინსტრუმენტად, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში. საქმე შანტაჟის ნაცვლად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ამ დამოკიდებულებით გავაგრძელებთ მუშაობას. ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, ეს არის პრაქტიკული გზა ევროკავშირისკენ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ 4 წლის თავზე ამ ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი გვექნება შესრულებული. შესაბამისად, არათუ მოვადუნებთ ჩვენს სწრაფვას ევროკავშირისკენ, პირიქით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალური ძალისხმევა ჩაიდოს ამ საქმეში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თამთა მეგრელიშვილი-ოპოზიციური სპექტრის გუშინდელი ვანდალიზმის შედეგების გამართლებას პაველ ჰერჩინსკი პოლიტიკურ ბანს აძლევს და დეზინფორმაციას ავრცელებს- მოსაზრება, რომ საქართველო წყვეტს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს არის ტყუილი

„ოპოზიციური სპექტრის ვანდალიზმის შედეგების გამართლებას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი პოლიტიკურ ბანს აძლევს და დეზინფორმაციას ავრცელებს,…

კახა კალაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე: თუ რეალურად უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, აქ არ ვართ? – გახსნან

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ევროკავშირმა საქართველოსთანმოლაპარაკებები თავად შეწყვიტა და ხელისუფლების გუშინდელგადაწყვეტილებაში გასაკვირი არაფერია.ამის შესახებ…

კახა კალაძე: 2028 წლისთვის გვექნება სხვანაირი ეკონომიკური მაჩვენებელი,უფრო წინ წასულები ვიქნებით ყველა პარამეტრით და მზად ვიქნებით, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა

„პარტიის გენერალური მდივანი ვარ, ასევე, დედაქალაქის მერი. გინდათ მოლაპარაკებების გახსნა?! გახსენით, ჩვენ მზად ვართ“, – ასე…

კახა კალაძე: არავის აქვს უფლება, პოლიციელს შეაგინოს, შეაფურთხოს, ბოთლებიდა ქვები ესროლოს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დღეს საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია.ამის შესახებ…

კახა კალაძე: სიცრუით გაჯერებული რეზოლუციები ვიხილეთ ბევრჯერ, ამ ყველაფერში კი კონკრეტული ადამიანები ფულს იღებენ

„არაფრისმომცემი რეზოლუციებია, რომლებიც გაჯერებულია ტყუილით, სიცრუით,შანტაჟით, ამ ყველაფერში კი კონკრეტული ადამიანები ფულს იღებენ, – ასეგამოეხმაურა თბილისის…

ირაკლი კობახიძე – მომიტინგეების ძალადობის შედეგად, დაშავდა 32 პოლიციელი, საიდანაც 13-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ამ ძალადობის შედეგი იყო მშვიდობიანი მომიტინგეების, მათ შორის ჟურნალისტების დაზიანებაც, რაც უკიდურესად სამწუხაროა

საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და 2012 წლიდან, ამ ქვეყანაში ყველას აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება, თუმცა, სამწუხაროდ, გუშინდელი…

კახა კალაძე: ეს არის ცრუ პროტესტი, ქვეყანაში არანაირი რევოლუცია არ მოხდება

„პირველი შემთხვევა არაა, როცა რადიკალიზმზე საუბრობენ. იგივე ხდებოდა„გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით. მაშინაც იყო ცრუ პროტესტი“, – ამისშესახებ…

დავით ჩიხელიძე: უტიფრად ცრუობს ევროკავშირის ელჩი, რომელიც აცხადებს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცეს წყვეტს, სინამდვილეში ევროკავშირმა რამდენიმე თვის უკან ოდნავ შეღებული კარი საგულდაგულოდ ჩარაზა

უტიფრად ცრუობს ევროკავშირის ელჩი, რომელიც აცხადებს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცეს წყვეტს, სინამდვილეში ევროკავშირმა რამდენიმე თვის უკან…

დავით ჩიხელიძე-ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ უკვე ივნისში დროებით შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მუშაობა. ამ ფონზე ოპოზიციის რეაქცია ჰგავს ხალხის ასაგდებად, ჭიქაში ქარიშხლის გამოწვევის უსუსურ მცდელობას

ექსპერტი დავით ჩიხელიძე ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ, ყველაფერმა ერთად, მიგვიყვანა…

თემურ მაისურაძე: პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იგრძნონ, რომ პასუხისმგებლობა მათ მიერ ორგანიზებულ გამოსვლებზე, ეკისრებათ პირადად, უნდა მართონ პროცესი კანონის ფარგლებში, ან უნდა გადაიხადონ თითოეული თეთრი ზარალის ასანაზღაურებლად – უპასუხისმგებლოდ ცხოვრების გაგრძელება ვალდებულებების გარეშე, უნდა დასრულდეს!

ეს უკვე მერამდენედ უნდა ვუყუროთ, თუ პოლიტიკური პარტიები როგორ ანგრევენ და ანადგურებენ დედაქალაქს დაბოლილი და მოწამლული…

ცოტნე ანანიძე: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებამ, საქართველოს მიმართ ევროკავშირის ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა. ეს არაა უარი ევროკავშირზე, პირიქით – სუვერენული და პრაგმატული სვლაა მოცემულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში!

„ქართული ოცნებიდან“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ცოტნე ანანიძე ეხმიანება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოს…

სოსო არჩვაძე-ეკონომიკის შთამბეჭდავი ზრდა და მაკროეკონომიკური პარამეტრების ხარისხობრივი გაუმჯობესება ქმნის და აძლიერებს იმ პოზიტიურ მოლოდინებს, რომლებიც ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებსა და ინვესტორებს გააჩნიათ მზარდი პოზიტიური შედეგებისადმი

„მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ყურადღება და აქტიურობა კონცენტრირებული იყო საპარლამენტო არჩევნებზე, ხოლო ეკონომიკაზე მოქმედი გარე ფაქტორები…

ბიძინა გიორგობიანი: საქართველოსთან მოლაპარაკების პროცესი შეწყვიტა თავად ევროკავშირმა, მოლაპარაკების პროცესის შეწყვეტაზე პასუხისმგებელია ბრიუსელის ბიუროკრატია და ბრიუსელის ქართული ნომენკლატურა ე.წ. ოპოზიცია

რომელიმე ორგანიზაციამ ეგებ თარგმნოს EU გაწევრიანების კოპენჰაგენის კრიტერიუმები. ვადები და თანმიმდევრულობა. ითარგმნოს და დავურიგოთ სტუდენტებს, პარტიებს,…

თბილისის მერი ისნის რაიონში N109 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე ისნის რაიონში იმყოფებოდა, სადაც თბილისისსაბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტსახორციელებს.ბერი…