საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დაფუძნების დღიდან, ერთ-ერთი მთავარ მიზნად ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევლობიდან…
დღე: ნოემბერი 29, 2024
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ – ევროკავშირის ინსტიტუტების და ბიუროკრატების მხრიდან არაერთხელ იყო გაჟღერებული, რომ მოლაპარაკების გახსნის ეტაპი თავად ევროკავშირმა შეაჩერა, ვხედავთ მცდელობას, რომ აღნიშნულ მოცემულობაზე საქართველოს ხელისუფლების ადეკვატური რეაქცია ჩვენი ქვეყნის მხრიდან უარის თქმად წარმოჩინდეს
ირაკლი კობახიძე – გუშინ კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ საზოგადოებას, რომ 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მოლაპარაკებების გახსნა არის ფორმალური გადაწყვეტილება, რომელიც არ აჩქარებს ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში
ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა არის ფორმალური გადაწყვეტილება, რომელიც არ აჩქარებს ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დღის წესრიგიდან დროებით მოხსნას ექნება ერთადერთი პრაქტიკული შედეგი, ამ საკითხს ქვეყნის დასაშანტაჟებლად და საზოგადოების გასახლეჩად ვეღარავინ გამოიყენებს. „მინდა, გამოვეხმაურო გუშინ განვითარებულ მოვლენებს. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ მმართველი პარტიის სახელით გაიმართა ბრიფინგი, სადაც კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება ტრადიციული ევროპული ფასეულობებისა და საქართველოს ევროპული კურსის მიმართ. ასევე, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მზაობა, 2028 წლისთვის შევასრულოთ ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი. სწორედ აღნიშნული ვალდებულებების შესრულება არის გზა ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციისკენ. გუშინ კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ საზოგადოებას, რომ 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. იმავდროულად, ჩვენ გავახმოვანეთ ჩვენი გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი ვთქვით ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ, რომ მოლაპარაკებების გახსნა არის ფორმალური გადაწყვეტილება, რომელიც არ აჩქარებს ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში. ამის საუკეთესო დასტურია მონტენეგრო და სერბეთი, რომლებსაც მოლაპარაკებები შესაბამისად 2012 და 2014 წელს გაუხსნეს, თუმცა, ამას ევროკავშირში მათი გაწევრიანება ოდნავადაც არ დაუჩქარებია. ამის საუკეთესო ასევე მაგალითია თურქეთიც, რომელსაც მოლაპარაკებები 2005 წელს გაუხსნეს, თუმცა, 2016 წელს საერთოდ შეუწყვიტეს. ამ ფონზე, მით უფრო მიუღებელია, რომ სრულიად არაფრისმომცემი მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ჩვენი ქვეყნის შანტაჟისა და საზოგადოების გახლეჩის ინსტრუმენტად გამოიყენება. ამის გათვალისწინებით, ჩვენი მხრიდან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დღის წესრიგიდან დროებით მოხსნას ექნება ერთადერთი პრაქტიკული შედეგი – ამ საკითხს ქვეყნის დასაშანტაჟებლად და საზოგადოების გასახლეჩად ვეღარავინ გამოიყენებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძე – საქართველო რჩება ევროინტეგრაციის მიზნის ერთგული, საქმე შანტაჟის ნაცვლად – ეს არის ჩვენი დამოკიდებულება პროცესისადმი, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ – ეს არის ჩვენი დამოკიდებულება პროცესისადმი
საქართველო რჩება ევროინტეგრაციის მიზნის ერთგული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის…
გურამ მაჭარაშვილი: 2030 წლამდე არ იგეგმება ევროკავშირის გაფართოება და შესაბამისად, 2028 წლამდე აზრიც არ აქვს მოლაპარაკებების გახსნას, რადგან ეს ვაჭრობის საგნად გაგვიხადეს
პარლამენტის წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი „ქართული ოცნების“ საერთო განცხადებას ეხმიანება. დეპუტატის თქმით, გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ…
ირაკლი კობახიძე – დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩაერთო პაველ ჰერჩინსკი, ყველაფერს აქვს საზღვარი, თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, მომავალში ამგვარ ფაქტებზე, როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა შესაბამისი ელჩების მიმართ, რეაგირება აუცილებლად გვექნება
გამუდმებული შანტაჟი ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკებების გახსნის საკითხით და ხან საბიუჯეტო დაფინანსებით, შეურაცხყოფს ჩვენს საზოგადოებას…
მამუკა მდინარაძე ევროკავშირზე: დღის წესრიგში არ იქნება დაყენებული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი იმისათვის, რომ ეს თემა ვინმემ შანტაჟის იარაღად არ გამოიყენოს
თუ ასეთი გადაწყვეტილება მათი მხრიდან იქნება, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოეწერება ხელი! ჩვენი მხრიდან ოთხი წლის…
ირაკლი კობახიძე – თუ უნდათ მოლაპარაკების გახსნა დადონ მაგიდაზე, დღესვე მოვაწერ ხელს,მაგრამ ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, ჩვენი მხრიდან შემდეგი 4 წლის განმავლობაში ეს საკითხი არ დადგება დღის წესრიგში, იმისთვის,რომ არავის დავუტოვოთ შანტაჟის ინსტრუმენტი
მოლაპარაკებების გახსნით შანტაჟი უნდა დასრულდეს, კეთილი ინებონ, თუ უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოვაწერ…
ლუკა ეხვაია: ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნისთვის ეგზისტენციალურ საჭიროებად და გარდაუვალ მომავლად დაგვისახეს, ფაქტობრივად, ქვეყნის არსებობა გაუტოლეს ევროკავშირში, მოკვდავ და დროებით ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციას, რითაც დასავლეთის საკრალიზაცია ახალ საფეხურზე გადავიდა
ის დაძაბულობა, რომელიც თან სდევს საზოგადოების ღრმა ღირებულებით და იდეოლოგიურ პოლარიზაციას სრულიად ლოგიკური და კანონზომიერი გაგრძელებაა…
გიორგი ჩაკვეტაძე-ხვალვე გაგვიხსენით მოლაპარაკებები და მიგვიღეთ, მაგრამ ამ საკითხისა და დაფინანსების შანტაჟისთვის გამოყენებას არ დავუშვებთ- გვაქვს მიზანი, 2030-სთვის საქართველო ყველაზე მეტად იყოს მზად ევროპული გაერთიანების სრულფასოვანი წევრობისთვის
„საქართველო ევროპაა, ევროპა ჩვენი არჩევანია და ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი კერა, მონურ დამოკიდებულებას არ მიიღებს. მჯერა,…
ზურაბ ქადაგიძე: პირდაპირ გვითხრეს – ფეხებზე გვკიდია ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი და თქვენი სუვერენიტეტი, როგორც ჩვენ გეტყვით ისე თუ არ მოიქცევით, დაგსჯითო
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „ქართული ოცნების“ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტი იხსენებს იმ მოვლენებს,…
ზაალ მიქელაძე პაველ ჰერჩინსკის: თარგმანში ჩაკარგულებს ნუ ენდობით!!! სალომემ თუ გითარგმნა, მაშინ ჰო, მაგრამ არა მგონია ის და მისი უსამშობლო ,,კამანდა” თქვენი მესიჯების გარეშე ფორთხიალებდნენ
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე „ქართული ოცნების“ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „თქვენი მოჩვენებითი, მშვიდი ტონით…
თამთა მეგრელიშვილი: ქართული სახელმწიფო იცავს სამართლის ყველა მნიშვნელოვან დანაწესსა და პრინციპს და ძალიან გთხოვთ ამ პრინციპებთან ორმაგი სტანდარტი ყველამ თავისთვის შეინახოს
„სინამდვილეში უშინაარსო აქციაზე მდგომი ადამიანებისთვის ჯო ბაიდენისა და ნიუ იორკის მერის სიტყვები საზეპიროა!“ – წერს სოციალურ…
თამარ ჩიბურდანიძე: ევროკავშირის პოლიტიკური სიმულაციის და შანტაჟის პერიოდი ხელისუფლებამ დაასრულა, მაგრამ არ დასრულებულა ევროპისკენ სვლა. ეს უკვე ნამდვილად იქნება “ღირსებით ევროპისკენ“
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე „ქართული ოცნების“ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, მაშინ როცა…
ირაკლი კობახიძე – ევროკავშირის ელჩი უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი პარტიის წინააღმდეგ, თუ ჩვენ არ ვიხილავთ ქცევის ცვლილებას, პირველი დიპლომატიური რეაქცია, რაც შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას, არის საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის დაბარება
ევროკავშირის ელჩი პირდაპირ, უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი პარტიის წინააღმდეგ, –…
ირაკლი კობახიძე – ჩემი მოწოდებაა ზოგადად ყველა სამართალდამცავის მიმართ, რომ მაქსიმალურად მოუფრთხილდნენ თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებს
ჩემი მოწოდებაა ზოგადად ყველა სამართალდამცავის მიმართ, რომ მაქსიმალურად მოუფრთხილდნენ თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებს, – ამის…