ირაკლი კობახიძე – ელექტროენერგიის გამომუშავება საქართველოში 2012 წელს შეადგენდა 3359 მეგავატს, 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი 4600 მეგავატი იქნება, 2028 წლისთვის ჩვენი მიზანია, ამ მაჩვენებელმა გადააჭარბოს 8000 მეგავატს, ხოლო 2030 წელს – 10 ათას მეგავატს და ამის შემდეგ ჩვენ უკვე გავხდებით სრულად თვითკმარი, დამოუკიდებელი ქვეყანა ელექტროენერგიიის გამომუშავების თვალსაზრისით

ენერგეტიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი, ჩვენ გვინდა, რომ 2030 წლისთვის…

ირაკლი კობახიძე – ტურიზმიდან შემოსავლები 2012 წელს იყო 1,4 მილიარდი დოლარი, 4,5 მილიარდ დოლარამდე იზრდება წელს და 2028 წლისთვის ჩვენი მიზანია, ტურიზმიდან შემოსავლები 6,4 დოლარამდე გაიზარდოს, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩაიდება შემდეგი 4 წლის განმავლობაში

2012 წელს საქართველოს სტუმრობდა 4,7 მილიონი ვიზიტორი და 2024 წლისთვის, კოვიდით გამოწვეული პრობლემებისა და შემდგომი პროცესების…

ირაკლი კობახიძე-ეკონომიკური თვალსაზრისით,ბოლო 4 წლის განმავლობაში, გვქონდა ძალიან სერიოზული მიღწევები და შემდეგი 4 წლისთვის ამბიციური ამოცანა გვაქვს, გვინდა,2028 წლისთვის 36 ათას  დოლარს გადააჭარბოს ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნის ეკონომიკამ

ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მიღწევები, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში და გვაქვს ამბიციური ამოცანა შემდეგი 4 წლისთვის, გვინდა, რომ 2028 წლისთვის 36 ათას დოლარს  გადააჭარბოს ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნის ეკონომიკამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2012 წელს ეკონომიკა იყო უმძიმეს მდგომარეობაში, მთლიანი შიდა პროდუქტი იყო მხოლოდ 28 მილიარდ ლარზე ნაკლები და 2020 წლისთვის კი, 50 მილიარდ ლარამდე  გაიზარდა ქვეყნის  ეკონომიკა. „ეკონომიკა არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და ქვეყნის განვითარების ერთ ერთი მთავარი ინდიკატორიც. ეკონომიკური თვალსაზრისით  ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მიღწევები, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში. გახსოვთ, რა ვითარება დაგვხვდა 2012 წელს, ეკონომიკა იყო უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი იყო მხოლოდ 28 მილიარდ ლარზე ნაკლები და 2020 წლისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გამოვიარეთ ორი  რეგიონული, გლობალური კრიზისი, მოვახერხეთ და 28 მილიარდი ლარიდან, 2020 წლისთვის 50 მილიარდ ლარამდე  გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა. ბოლო 4 წელიწადი განსაკუთრებით წარმატებული იყო ამ თვალსაზრისით. მხოლოდ ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 2021 წლიდან მოყოლებული, ჩვენ მოვახერხეთ და ეკონომიკა გავზარდეთ. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი გავზარდეთ 40 მილიარდი ლარით, 50 მილიარდი ლარიდან 90 მილიარდ ლარამდე,  რაც არის ძალიან დიდი მიღწევა. სამომავლოდაც შემდეგი ოთხი წლისთვის, ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, გვინდა,…

ირაკლი კობახიძე-1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა,30 % იყო ეს მაჩვენებელი 2012 წელს, 2023 წლის მონაცემებით,სიღარიბე  უკვე შემცირდა 11.8%-მდე, გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები  და ჩვენი ამოცანაა, რომ 2028 წელს სიღარიბე ჩამოცდეს 4 %-ს

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა არის სიღარიბის განულება ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ ინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ  პარლამენტის პლენარულ  სხდომაზე  სიტყვით გამოსვლისას  განაცხადა. მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება სიღარიბის  შემცირებაზე და მმართველ გუნდს აქვს ძალიან  ამბიციური მიზნები ამ მიმართულებით, არსებული  პოზიტიური  ტენდენციების გათვალისწინებით. „ეკონომიკური ზრდა, ბუნებრივია, პირდაპირ აისახება სიღარიბის შემცირებაზე. აქაც გვაქვს ამბიციური მიზნები. საქართველოში 1 120…

ირაკლი კობახიძე – ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბოლო წლებში შეიქმნა 700 ახალი საწარმო და 800 საწარმო გაფართოვდა, მომდევნო 4 წლის განმავლობაში 1,5 მილიარდი ლარი ჩაიდება ბიუჯეტში ბიზნესის მხარდაჭერისთვის და მხოლოდ ამ ინიციატივების ფარგლებში 70 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება

ბიზნესის მხარდაჭერა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის და 2012 წლიდან დაიწყო; ბიზნესის მხარდაჭერის…

ირაკლი კობახიძე-2028 წლისთვის,ჩვენი პროგრამის მიხედვით,4 %-ს ჩამოცდება უმუშევრობა საქართველოში,რაც არის  ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელი

ძალიან დამაიმედებელია საერთაშორისო სავალუტო ფონდის 5-წლიანი პროგნოზი,2029 წლის ჩათვლით, რომლის თანახმადაც, საქართველო მსოფლიოში იქნება მოწინავე, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ერთადერთი ქვეყანა,  რომელიც საქართველოს  ამ მიმართულებით  უსწრებს,  არის გაიანა, რომელმაც ნავთობი აღმოაჩინა ქვეყნის ტერიტორიაზე. „ჩვენ ნავთობის გარეშეც ვახერხებთ იმავეს, რასაც ეს ქვეყანა ახერხებს ნავთობის აღმოჩენის პირობებში. რაც შეეხება ქვეყნის ბიუჯეტს, ქვეყნის ბიუჯეტიც გაიზრდება შესაბამისად. ჩვენ დაგვხვდა მხოლოდ 8.5 მლრდ ლარი ბიუჯეტი 2012 წელს, ანუ ამ კუთხითაც იყო უმძიმესი ვითარება. ჩვენ უკვე მოვახერხეთ და წელს, დაახლოებით, 28 მლრდ ლარს შეადგენს უკვე ბიუჯეტი და ჩვენი ამოცანაა,  რომ 2028 წელს ბიუჯეტმა შეადგინოს  40 მლრდ ლარზე მეტი, ესეც რეალისტური ამოცანაა და ამაზეც ვართ პასუხისმგებლები საზოგადოების წინაშე,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება დაუთმო ქვეყანაში უმუშევრობის დონეს და აღნიშნა, რომ 2028 წლისთვის, 4 %-ს ჩამოცდება უმუშევრობა საქართველოში, რაც არის ევროკავშირის…

შალვა პაპუაშვილი: 2030 წელს საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის

მათი [ოპონენტების] თქმით, იზოლაციისკენ მივდივართ 12 წელია და ამასობაში, ასოცირებას მოვაწერეთ ხელი, ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ, კანდიდატის სტატუსი…

ირაკლი კობახიძე – ტურიზმი ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და სააეროპორტო ინფრასტრუქტურა უნდა დაეწიოს ტურიზმის განვითარებას, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის შედეგად, 4-დან 18 მილიონამდე გაიზრდება მგზავრთნაკადი

აეროპორტების მიმართულებით გვაქვს ამბიციური გეგმები,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით…

ირაკლი კობახიძე – 2029 წელი არის მაქსიმალური ვადა, როდესაც ჩვენ შევძლებთ ანაკლიის პორტში 600 ათასი კონტეინერის მიღებას წელიწადში და მხოლოდ პირველი ფაზის ფარგლებში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, დასაქმდება უამრავი ადამიანი

ანაკლიის პროექტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის და კონკრეტულად სამეგრელოს რეგიონისთვის, – ამის შესახებ საქართველოს…

ირაკლი კობახიძე   –  ოპოზიციის სკამები არის ცარიელი, თუმცა ისიც უნდა ითქვას, დღეს რომ ისინი აქ ისხდნენ, ეს სკამები ზუსტად ისეთივე ცარიელი იქნებოდა, როგორიც არის დღეს

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისი მნიშვნელობით იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ტოლფასი არჩევნები და ჩვენ საზოგადოებას…

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ მივიღებთ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ, მეორე დილით ვიღვიძებთ ჩელიაბინსკში, ძაღლს საქართველოში ერქმევა „საბაკა“, გარწმუნებთ, ამ ქვეყანაში ძაღლს ერქმევა ძაღლი, ადამიანს ერქმევა ადამიანი, ამ ქვეყანას ერქმევა ქვეყანა და ამ სახელმწიფოს ერქმევა სახელმწიფო, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე

არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ მივიღებთ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ, მეორე დილით ვიღვიძებთ ჩელიაბინსკში,…

ირაკლი კობახიძე – წინა 4 წელი იყო სირთულეებითა  და გამოწვევებით სავსე, თუმცა ჩვენი  ერთიანობით მოვახერხეთ და ყველა გამოწვევა დავძლიეთ,შევინარჩუნეთ მშვიდობა და 40 მლრდ ლარით გავზარდეთ ამ 4 წლისგანმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა

გუნდის ერთიანობის შედეგია ის მიღწევები, რაც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას გასული 4 წლის განმავლობაში, დღეს, საქართველო არის სუვერენული და ძლიერი როგორც არასდროს და ეს თითოეული თქვენგანის დამსახურებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, წინა 4 წელი იყო სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე, თუმცა მმართველმა გუნდმა ყველა გამოწვევა დაძლია, შეინარჩუნა მშვიდობა ქვეყანაში და ეკონომიკა 40 მლრდ ლარით გაიზარდა. „წინა 4 წელი იყო სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე. ამ 4 წლის განმავლობაში, ჩვენ გამოვიარეთ რევოლუციის ორი მცდელობა, ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლის მცდელობა, ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობა, თუმცა ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ და ყველა გამოწვევა დავძლიეთ, შევინარჩუნეთ მშვიდობა და 40 მლრდ ლარით გავზარდეთ ამ 4 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იყო გუნდის ერთიანობის, გუნდის სიმყარის შედეგი და მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ ამ ერთიანობისთვის, ერთად ბრძოლისთვის, სწორედ, ამ ბრძოლის შედეგია ის მიღწევები, რაც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას გასული 4 წლის განმავლობაში. დღეს, საქართველო არის სუვერენული და ძლიერი როგორც არასდროს და ეს თითოეული თქვენგანის დამსახურებაა,“- განაცხადა ირაკლი კოაბხიძემ.

ირაკლი კობახიძე – მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, ასევე ჩვენი გუნდის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს ქვეყანას აქვს მშვიდობა და განვითარებაზე ფიქრის შესაძლებლობა 

მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს და ასევე ჩვენი გუნდის ლიდერს, პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ საქართველოს…

საქართველო- 10 ყველაზე პოპულარული 2025 წელს დაჯავშნილი ტურისტულიმიმართულება

Fashpack-ის საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველო ტოპ 10-ში მოხვდა. 2025წელს დაჯავშნილი 10 ყველაზე პოპულარულ მიმართულებას შორის საქართველო,შრი-ლანკა, იაპონია,…

მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრი და „გაზპრომის“ ხელმძღვანელი ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხზე ერთმანეთს სანქტ-პეტერბურგში შეხვდნენ

მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრმა, ვიქტორ პარლიკოვმა და „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა მოლდოვასთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხი განიხილეს.…