ვიდრე ჩვენ დღევანდელ დღემდე მოვიდოდით, ბევრი პატარ-პატარა ბრძოლა გადავიტანეთ და საერთო ჯამში, გვიწევს ომზე ლაპარაკი, რომელიც…
დღე: ნოემბერი 28, 2024
ირაკლი კობახიძე – განათლების სისტემაში წლების განმავლობაში ფესვები ჰქონდათ გადგმული ფსევდოლიბერალებს და ეს ფესვები დღესაც სამწუხაროდ აქტუალურია, რაც ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, მაგრამ მთავარია, წინ გავიხედოთ და ბოლომდე ჩავჭრათ ეს ფესვები, სავალდებულო პროგრამაში უნდა დაბრუნდეს ის საკითხები,რაც არის აუცილებელი პატრიოტის აღზრდისთვის
განათლების სისტემაში წლების მანძილზე ფესვები ჰქონდათ გადგმული ფსევდოლიბერალებს და ეს ფესვები დღესაც სამწუხაროდ აქტუალურია, რაც ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, მაგრამ მთავარია წინ გავიხედოთ და მთავარია, ბოლომდე ჩავჭრათ ეს ფესვები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში განათლების სისტემა უნდა იყოს ორიენტებული პატრიოტის აღზრდაზე, ტრადიციული ფასეულობების პატივისცემით გამსჭვალული მოსწავლეების აღზრდაზე და შესაბამისი განათლების მიცემაზე. „ეს ფესვები უნდა ჩაიჭრას რაც ჰქონდათ ფსევდოლიბერალებს და რაც, როგორც ჩანს, დღემდე აქვთ შემორჩენილი. თავიდან ბოლომდე გადაიხდება, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმა, ისე თითოეული სახელმძღვანელო. მართლა გამაოგნებელია იმ ლიტერატურის არარსებობა, სავალდებულო პროგრამაში, რაზეც საზოგადოებამ მიიღო ინფორმაცია. „აჩრდილს“ თუ არ ასწავლი მოსწავლეს, მაშინ ვასწავლოთ ლაშა ბუღაძის პიესები და როგორ განათლებას მიიღებენ მოსწავლეები, ძალიან კარგად დავინახავთ. ეს არის გამაოგნებელი, სწორედ ფსევდოლიბერალური ფესვების შედეგი, რაც ბოლომდე უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, საქართველოში განათლების სისტემას უნდა დაუბრუნდეს სავალდებულო პროგრამაში ის საკითხები, რაც არის აუცილებელი პატრიოტის აღზრდისთვის. „ჩვენ უკვე მივიღეთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, ამის საფუძველზე გადაისინჯება ეროვნული სასწავლო გეგმა და გადაისინჯება სახელმძღვანელოებიც. ეს არის ის გზა, რაც უნდა გავლოთ და ეს მოხდება განათლების სამინისტროს ლიდერობის ქვეშ. ამაზე მუშაობა არის უკვე დაწყებული. მე გპირდებით, რომ ძალიან მალე მოსწავლეებისთვის იქნება უზრუნველყოფილი სრულიად განსხვავებული შინაარსის სწავლება სკოლებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძე – ჩვენც გვაქვს დასამტკიცებელი ევროკავშირთან, თუ გვინდა გაწევრიანება, მაგრამ ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი ჩვენთან, რომ მისი მიზანია ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის კეთილდღეობა, გაუფრთხილდეს ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებს
ევროკავშირში გაწევრიანება არის ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ…
ირაკლი კობახიძე – მიხეილ ყაველაშვილს არ გაუკეთებია არც ერთი ანტიდასავლური განცხადება, ეს იყო მხოლოდ ჯანსაღი კრიტიკა, ათი თავით სჯობნის მიხეილ ყაველაშვილი მათ შორის IQ-ს კომპონენტში, როგორც სალომე ზურაბიშვილს, ისე მარგველაშვილს და ზოგიერთ სხვა პრეზიდენტს
მიხეილ ყაველაშვილს არ გაუკეთებია არც ერთი, ხაზგასმით ვამბობ, არც ერთი ანტიდასავლური განცხადება, ისევე როგორც, ჩვენი გუნდის…
ირაკლი კობახიძე-ევროკავშირს თუ უნდა„რეჟიმ ჩეინჯი“ და კრიმინალების დაბრუნება ხელისუფლებაში,მაშინ უნდა დაგვიდასტუროს ევროკავშირის ელჩმა
ევროკავშირს თუ უნდა „რეჟიმ ჩეინჯი“ და მით უმეტეს, კრიმინალების დაბრუნება ხელისუფლებაში, მაშინ უნდა დაგვიდასტუროს ევროკავშირის ელჩმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიცია პირდაპირ საუბრობს, თითქოს ევროკავშირის ამოცანაა საქართველოში „რეჟიმ ჩეინჯი“. „მგონია, რომ თქვენ უნდა დაუსვათ შეკითხვა ევროკავშირის წარმომადგენლებს „რეჟიმ ჩეინჯი“ არის თუ არა მათი ამოცანა ამ ქვეყანაში. მე მგონი, კარგი იქნება, თუ ამ კითხვას დაუსვამთ ევროკავშირის ელჩს საქართველოში. ეს დასამემლი კითხვაა გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიცია პირდაპირ საუბრობს იმაზე, თითქოს ევროკავშირის ამოცანაა საქართველოში „რეჟიმ ჩეინჯი“ და „ნაციონალების“ დაბრუნება ძალაუფლებაში, იმ ადამიანების დაბრუნება, რომლებიც აწამებდნენ და კლავდნენ ამ ქვეყანაში ადამიანებს, იტაცებდნენ ბიზნესებს, იტაცებდნენ ტელევიზიებს, გახვიეს ეს ქვეყანა ომში. თუ ევროკავშირს უნდა „რეჟიმ ჩეინჯი“ და მით უმეტეს, ამ კრიმინალების დაბრუნება ხელისუფლებაში, მაშინ უნდა დაგვიდასტუროს ევროკავშირის ელჩმა. კარგი იქნება, თუ თქვენ დასვამთ ამ კითხვას ელჩთან“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.
სემეკთან შეთანხმებით, მომდევნო 5 წელში გაზგამანაწილებელი კომპანიები 295 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებენ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმაკომისიამ (სემეკ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების – შპს „თბილისი ენერჯის“,სს „საჩხერეგაზის“,…
ირაკლი კობახიძე – 2028 წლისთვის საქართველოს ექნება თანამედროვე ადრეული გაფრთხილების სისტემები,დაცულ ტერიტორიებს დაემატება, დაახლოებით,100 000 ჰა ფართობი,აღდგება და გაშენდება 15 000 ჰა ტყე
2028 წლისთვის საქართველოს ექნება თანამედროვე ადრეული გაფრთხილების სისტემები, დაცულ ტერიტორიებს დაემატება, დაახლოებით, 100 000 ჰა ფართობი, აღდგება და გაშენდება 15 000 ჰა ტყე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, გარემოს დაცვაზე ზრუნვა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გლობალური კლიმატის ცვლილებები სერიოზულ პრობლემებს იწვევს. „გარემოს დაცვაზე ზრუნვა არის ერთერთი მთავარი პრიორიტეტი. ხედავთ, რომ გლობალური კლიმატის ცვლილებები იწვევს სერიოზულ პრობლემებს, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში. გვქონდა მძიმე სტიქიები, მათ შორის წელს და ამ კუთხით სერიოზული ზრუნვა არის საჭირო, მათ შორის, პრევენციის თვალსაზრისით. 2028 წლისთვის საქართველოს ექნება თანამედროვე ადრეული გაფრთხილების სისტემები, დაცულ ტერიტორიებს დაემატება, დაახლოებით, 100 000 ჰა ფართობი, აღდგება და გაშენდება 15 000 ჰა ტყე. ეს არის მხოლოდ არასრული ჩამონათვალი, დროის სიმცირიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველა საკითხზე ვერ გავამახვილებ ყურადღებას. ქალაქებში ჰაერის დაბინძურება ასევე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. თბილისში, გასული წლების განმავლობაში, უკვე 25 %-ით შემცირდა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი. ქალაქ რუსთავში ეს მაჩვენებელი შემცირდა 35…
ირაკლი კობახიძე – სოფლების გაზიფიცირება გაგრძელდება, 2028 წლისთვის გაზიფიკაციის მაჩვენებელი იქნება 95% და დამატებით 300 000 მოქალაქე მიიღებს 24 საათიან წყალმომარაგებაზე წვდომას შემდეგი 4 წლის განმავლობაში
გაზიფიკაციის ტემპი გაიზარდა 2012 წლის შემდეგ 3-ჯერ ჩვენს ქვეყანაში, შედეგად მივიღეთ ის, რომ 90%-ზე მეტი პოტენციური…
ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვყავს ნამდვილი ტოპ ტვინები სამთავრობო გუნდში, სამთავრობო გუნდის როგორც ინტელექტუალური შესაძლებლობები, ასევე მათი გამოცდილება და განათლება არის იმის გარანტი, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება
ჩვენ გვყავს ნამდვილი ტოპ ტვინები სამთავრობო გუნდში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის…
ირაკლი კობახიძე-მხოლოდ ბოლო 2.5 წლის განმავლობაში 5 მლრდ დოლარის ინვესტიციების მოვიზიდეთ ქვეყანაში,შემდეგი 4 წლის მიზანია მინიმუმ 9 მლრდ დოლარის ინვესტიციების მოზიდვა და იმედი გვაქვს, ამ მაჩვენებელსაც მნიშვნელოვნად გადავაჭარბებთ
ჩვენ, მხოლოდ ბოლო 2.5 წლის განმავლობაში 5 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოვიზიდეთ ქვეყანაში. მიზანი გვაქვს შემდეგი 4 წლისთვის, რომ მოვიზიდოთ, მინიმუმ 9 მლრდ დოლარის ინვესტიციები, რაც არის აბსოლუტურად რეალური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე შეფასებით, აბსოლუტურად რეალური იქნება, რომ ამ მაჩვენებელსაც მნიშვნელოვნად გადააჭარბოს შედეგმა. ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა რეგიონული განვითარების მიმართულებით დაგეგმილი ინვესტიციების განხორციელებაზე და აღნიშნა, რომ დემოგრაფიული პროცესების სწორედ განვითარებისთვის მნიშვნელოვანია რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება. „ასევე მნიშვნელოვანია რეგიონული განვითარება. ერთერთი პრობლემა, რაც გვაქვს ქვეყანაში არის ის, რომ თანდათან იზრდება დიდი ქალაქები, არის მიგრაცია დიდ ქალაქებში და დემოგრაფიული პროცესების სწორედ განვითარებისთვის მნიშვნელოვანია რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება. დაახლოებით, 2.5 მლრდ ლარის ინვესტიციები ჩაიდება კონკრეტულად იმ ფონდებში, რომლებიც დაკავშირებულია რეგიონულ განვითარებასთან. ეს არის ე.წ. „რეგ-ფონდი“, რეგიონული განვითარების ფონდი, ეს არის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, ეს არის მთის მხარდაჭერის ფონდი, ეს არის სპეციალური პროგრამა, რომელიც დაკავშირებულია გამყოფი საზღვრების პირა დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, ეს არის მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამა, ამ პროგრამებზე, ფონდებზე დაიხარჯება დაახლოებით 2.5 მლრდ ლარი 4 წლის განმავლობაში. ადგილობრივი ბიუჯეტები გაიზარდა უკვე მნიშვნელოვნად და ეს პროცესი გაგრძელდება. მთლიანობაში,…
ირაკლი კობახიძე – სახელმწიფოს თანამონაწილეობით, მთლიანობაში, 6.5 მლრდ ლარის შეღავათიანი სესხი გაიცა აგრარულ მეურნეობებზე, 47 000-ზე მეტი უშუალო ბენეფიციარი ჰყავდა ამ პროექტებს სოფლის მეურნეობის სფეროში
სოფლის მეურნეობის განვითარება ნიშნავს არა მარტო ეკონომიკის გაძლიერებას, არამედ, პირველ რიგში, ნიშნავს ქართული სოფლის გაძლიერებას, ამ…
ირაკლი კობახიძე – მთლიანობაში, შემდეგი 4 წლის განმავლობაში საქართველოში სოფლის მეურნეობა დაფინანსდება 3 მლრდ ლარით, უპრეცედენტო ინვესტიციაა, რომელიც განხორციელდება სოფლის მეურნეობის სფეროში
ვენახების ფართობი 2012 წლის შემდეგ საქართველოში გაიზარდა 70%-ით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ…
ირაკლი კობახიძე – ჩვენი ამოცანაა შევქმნათ 200 000 ახალი სამუშაო ადგილი, რაც ნიშნავს იმას, რომ უმუშევრობის შემცირების თვალსაზრისით გვექნება ძალიან სერიოზული პროგრესი
დასაქმების ნაწილში გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი. განსაკუთრებით ბოლო ორ-ნახევარი წლის განმავლობაში, ამ ორ-ნახევარი წლის განმავლობაში შეიქმნა…
ირაკლი კობახიძე – წინა ხელისუფლების დროს მხოლოდ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი აშენდა და ისიც იყო ყველაზე მარტივი მონაკვეთი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მარტო ბოლო წლების განმავლობაში, 40 კილომეტრზე მეტი მხოლოდ გვირაბი აშენდა საქართველოში
ეკონომიკური პროგრესის მიღწევას სჭირდება კონკრეტული პროექტების განხორციელება და ამ კუთხით ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაფართოება, ეფექტიანი მენეჯმენტი უზრუნველყოფს, რომ ყველა გეგმა სათანადოდ იქნება რეალიზებული შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მომავალ წელს მთლიანად დასრულდება თბილისი-ბათუმის ავტომაგისტრალის მშენებლობა, მათ შორის ეს მოიცავს რიკოთის საუკუნის ურთულეს პროექტს. „ძალიან დიდი სამუშაო გასწია საქართველოს მთავრობამ კონკრეტულად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გასული წლების განმავლობაში ამ მიმართულებით და სხვაობა აქაც არის სახეზე. მაგალითად წინა ხელისუფლების მონაცემები რომ ავიღოთ, მხოლოდ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი ააშენეს და ისიც იყო ყველაზე მარტივი მონაკვეთი. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მარტო ბოლო წლების განმავლობაში, 40 კილომეტრზე მეტი მხოლოდ გვირაბი აშენდა საქართველოში. ეს არის ეფექტიანობის შედეგი და იმის შედეგი, რომ ადრე ყვაოდა კორუფცია და კორუფცია არის აღმოფხვრილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების პროცესში. ეს გვაძლევს იმ უზარმაზარ სხვაობას, რომელიც არის სახეზე 2012 წლის შემდეგ. ჩვენი ამოცანა არის საზღვრებამდე ავტომაგისტრალის მიყვანა. შემდეგი 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება, როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის საზღვრამდე ავტომაგისტრალის სრულად აშენება, საუბარია, 4-ზოლიან ავტომაგისტრალზე. ასევე ჩვენს გეგმებში შედის თურქეთის საზღვრამდე ბათუმი-სარფის მონაკვეთის მშენებლობა, ორზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, კახეთის მიმართულებით არის ძალიან სერიოზული პროგრესი, თბილისიდან საგარეჯოს მონაკვეთი უკვე არის აშენებული, ბადიაურამდე გაგრძელდება ამ მონაკვეთის მშენებლობა და დასრულდება მომდევნო წლისთვის და ამის შემდეგ გაგრძელდება ჭალაუბნამდე მაგისტრალის მშენებლობა. „აშენდება ასევე გურჯაანი-თელავის მაგისტრალი, ლაგოდეხის შემოვლითი გზა, ანაკლია-თეკლათის მაგისტრალი, რაც მნიშვნელოვანია ანაკლიის პროექტის სათანადოდ ოპერირებისთის, რუსთავის 4-ზოლიანი მაგისტრალი, რაც მნიშვნელოვანია როგორც რუსთავის, ასევე თბილისის მოსახლეობისთვის, მობილობის გასაუმჯობესებლად. ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი ეს პროექტი და ასევე ლარსის მონაკვეთი, აქაც აქტიურად წარიმართება სამუშაოები და გვაქვს ამბიციური გეგმები შემდეგი ოთხი წლისთვის. ამ შემთხვევაშიც ეფექტიანი მენეჯმენტი უზრუნველყოფს, რომ ყველა ეს გეგმა სათანადოდ იქნება რეალიზებული შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თამარ ჩერგოლეიშვილი: გვარამიას ვიზიტები დასავლეთში მხოლოდ დაარწმუნებს დასავლეთს, რომ “ქართული ოცნება” ერთადერთი სერიოზული მოთამაშეა, სამწუხარო სიმართლეა, მაგრამ ასე იქნება
გვარამია იმასაც გააფუჭებს, რასაც სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ასპარეზზე ცდილობს, – ამის შესახებ “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ…