ჩვენ გვქონდა ასახული საარჩევნო პროგრამაში დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე მომავალ წელს 350 ლარამდე გაიზრდებოდა მინიმალური…
დღე: ნოემბერი 28, 2024
ირაკლი კობახიძე – იგეგმება 70 ათას მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური სტადიონის მშენებლობა, რომელიც ქვეყნის იმიჯის დამატებით გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს
იგეგმება 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობა, რომელიც იქნება ე.წ. ლენდმარკ პროექტი, რომელიც ქვეყნის იმიჯის დამატებით…
ირაკლი კობახიძე-2012 წელს სოციალური ბიუჯეტი იყო 2მლრდ ლარზე ნაკლები,დღეს კი დაახლოებით 8 მლრდს აღწევს, გვაქვს თითქმის ოთხმაგი ზრდა, ჩვენი პროგრამების შედეგად,72-დან 75 წლამდე გაიზრდა სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელი ხანგრძლივობა ქვეყანაში
ჩვენი პროგრამების შედეგად, 72 წლიდან 75 წლამდე გაიზრდა სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელი ხანგრძლივობა ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, წლიდან წლამდე იზრდება პენსიონერების რაოდენობა ქვეყანაში და ეს ყველაფერი არის სოციალური ზრუნვის პაკეტის გაფართოების, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა და სხვა მიზნობრივი პროგრამების შედეგი. „ჩვენი პროგრამების შედეგად,72 წლიდან 75 წლამდე გაიზრდა სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელი ხანგრძლივობა ქვეყანაში და ეს აისახა სხვა კონკრეტულ მაჩვენებლებზეც. მაგალითად, ვსაუბრობდით, რომ წლიდან წლამდე იზრდება პენსიონერების რაოდენობა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის სოციალური ზრუნვის პაკეტის გაფართოების შედეგი, ეს არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა და სხვა მიზნობრივი პროგრამების შედეგი, ამიტომ ეს ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ მომავალშიც სერიოზული ზრუნვა უნდა გაგრძელდეს ამ მიმართულებით. რამდენჯერმეა გაზრდილი სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა, პირველ რიგში, ფინანსური კუთხით. ზრუნვა ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება. მთელი სოციალური ბიუჯეტი 2012 წელს ჩვენს ქვეყანაში იყო 2 მლრდ ლარზე ნაკლები და 8 მლრდ-ს აღწევს წელს, დაახლოებით, ეს ბიუჯეტი, ანუ გვაქვს დაახლოებით ოთხმაგი ზრდა სოციალური ბიუჯეტის კუთხით. რაც შეეხება სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსებას, აქ ბიუჯეტი იყო 1.7 მლრდ და 6 მლრდ ლარამდეა გაზრდილი, ზრდა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. რაც შეეხება მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ დახმარებას, დაფინანსება იყო 276 მლნ ლარი და უკვე გაზრდილია 1 მილიარდ 400 მილიონ ლარამდე. რა თქმა უნდა, აქაც მომავალშიც გაგრძელდება ზრდა. გაზრდილია შშმ პირთა სოციალური პაკეტი და მომავალშიც გაგრძელდება ზრუნვა პაკეტის გაფართოებაზე. 35 000 დევნილი ოჯახი იქნა უზრუნველყოფილი ახალი საცხოვრებლით, გასული წლების განმავლობაში, 2012 წლის შემდეგ. მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ, დამატებით 6 000 დევნილი ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი ახალი, ღირსეული საცხოვრისით,“- განაცხადა პრემიერმა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე – ხელოვანთა მხარდაჭერისთვის შემდეგი 4 წლის განმავლობაში 30 მილიონი ლარი გვექნება გათვალისწინებული
ხელოვანთა მხარდაჭერისთვის შემდეგი 4 წლის განმავლობაში 30 მილიონი ლარი გვექნება გათვალისწინებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის…
ირაკლი კობახიძე – სახელმწიფოს ძლიერება დგას სამართალდამცავ, ძალოვან უწყებებზე, ქართულ ჯარზე და ამ სტრუქტურებზე, უწყებებზე ზრუნვა არის და იქნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი
ქართული ჯარი და ჯარზე ზრუნვა იქნება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, უზრუნველყოფილი იქნება თავდაცვის შესაძლებლობების შემდგომი განვითარება, გაძლიერება…
ირაკლი კობახიძე – ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი არის ამ სფეროს გამორჩეული პროფესიონალი და მისი დამსახურებაა, რომ ფისკალური მდგრადობის კუთხით საუკეთესო მაჩვენებლები გვაქვს
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი არის ამ სფეროს გამორჩეული პროფესიონალი და მისი დამსახურებაა ის, რომ ფისკალური მდგრადობის…
ირაკლი კობახიძე – ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი, რომ ისინი პატივს სცემენ ჩვენს ღირსებას, ევროკავშირმა უნდა დაგვიმტკიცოს, რომ მისთვისაც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი მშვიდობით ჩვენი სვლა ევროკავშირისკენ, როაც საუბარია ღირსებით ევროკავშირისკენ სვლაზე, მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა დაიცვას ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი ტრადიციული ფასეულობები
ჩვენი საარჩევნო სლოგანი გახლდათ „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ და ეს არის ჩვენი სამთავრობო პროგრამის სათაური; ჩვენი…
მამუკა მდინარაძე – არ გაგიკვირდებათ, თუ გარე ძალების წარმომადგენლებს ასე დავახასიათებ:მათთვის აფხაზი და ოსი მტერია, ყველა ეროვნული საქმე რუსულია, ჯაშუშობა და გარედან მართვა ნიშნავს დემოკრატიას
სამთავრობო პროგრამაც, ჩვენი თითოეული ნაბიჯიც უნდა იყოს მორგებული იმაზე, რომ საბოლოო გამარჯვებისათვის ვიზრუნოთ.ბრძოლაში ჩართულები არიან გარე…
თამთა მეგრელიშვილი დასავლელ პარტნიორებზე: ჭკუის დამრიგებლები ოპოზიციურ პარტიებთან კონსენსუსის შესანიშნავ მაგალითებს გვაძლევენ
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს დასავლელი „მეგობრების“ მხრიდან ოპოზიციურ პარტიებთან ურთიერთობის მაგალითებზე სოციალურ ქსელში…
მამუკა მდინარაძე- საქართველო 2030 წლისთვის იქნება ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის ყველაზე მზად ევროკავშირის წევრობისათვის. შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით პირნათელი საკუთარი ხალხის, ქვეყნის და მისი ევროპული მომავლის წინაშე
„საქართველო 2030 წლისთვის იქნება ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის ყველაზე მზად ევროკავშირის წევრობისათვის. შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით პირნათელი…
მამუკა მდინარაძე: ევროპა პირველ რიგში ეს არის ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ერთობა – ვიღაცები ვითომ ევროპელობას რომ იჩემებენ და პოლიტიკურ ექსკლუზივად მიაქვთ, სინამდვილეში ისინი იბრძვიან ევროპისა და ევროპულობის წინააღმდეგ
რატომღაც ჩვენი ოპონენტები რისკავენ და ისეთ საკითხებს უკავშირებენ ევროპას და ევროპულობას, რომელიც ქართულ საზოგადოებაში და არა…
ირაკლი კობახიძე – დავით კირთაძის მისვლა ევროკავშირის ოფისში გაუგონარი მოვლენაა, სიძულვილის მხარდაჭერაა, რაც ძალიან შემაშფოთებელია
დავით კირთაძის მისვლა ევროკავშირის ოფისში თავისთავად არის გაუგონარი მოვლენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ…
ირაკლი კობახიძე- რეაბილიტირდა 836 საბავშვო-ბაღი და უკვე დავიწყეთ 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია,აშენდა 174 ახალი სკოლა და რეაბილიტირდა 1 000-ზე მეტი
რეაბილიტირდა 836 საბავშვო-ბაღი და უკვე დავიწყეთ 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია, აშენდა 174 ახალი სკოლა და რეაბილიტირდა 1 000-ზე მეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, გასული წლების განმავლობაში 4-ჯერ გაიზარდა განათლების დაფინანსება და მომდევნო წლებშიც განათლება იქნება ერთ-ერთი მთავარი ზრუნვის საგანი. „განათლება, ბუნებრივია, იქნება ჩვენი ზრუნვის ერთ-ერთი მთავარი საგანი. ზოგადად, გასული წლების განმავლობაში 4-ჯერ გაიზარდა განათლების დაფინანსება. ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო უფასო საბავშვო ბაღების უზრუნველყოფა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ბავშვებისთვის და უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა. ძალიან დიდი ინვესტიციები ჩაიდო ამ მიმართულებით. ასევე, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერის პროგრამა. ყველა ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება ზრუნვა. საბავშვო ბაღების მიმართულებით, განხორციელდა 836 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. დამეთანხმებით, რომ არის ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელი. საუბარია მშენებლობაზე, რეაბილიტაციაზე და ჩვენ უკვე დავიწყეთ 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც აუცილებლად წარმატებით განხორციელდება. აშენდა 174 ახალი სკოლა, რეაბილიტაცია განხორციელდა 1 000-ზე მეტი სკოლის შემთხვევაში. ამჟამად, მიმდინარეობს 96 სკოლის მშენებლობა, 200-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია და ამ წლების განმავლობაში, მთლიანობაში უზრუნველყოფილი იქნება 500-ზე მეტი სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე – ევროპარლამენტის რეზოლუცია არის ფარატინა ქაღალდი შესაბამისად, სერიოზულად ვერ დავკავდებით ამ დოკუმენტის შეფასებით
ევროპარლამენტის რეზოლუცია არის ფარატინა ქაღალდი შესაბამისად, სერიოზულად ვერ დავკავდებით ამ დოკუმენტის შეფასებით, – ამის შესახებ საქართველოს…
ირაკლი კობახიძე – გერმანიის ელჩისთვის გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი, არ მგონია, რომ ასეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რეალურად, საქართველოში დღეს გერმანიას ელჩი არ ჰყავს
გერმანიის ელჩისთვის გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. …