ცესკოს თავმჯდომარე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI)…

ირაკლი კობახიძე – ილია ჭავჭავაძე იყო ადამიანი,  რომელიც ითვისებდა ყველაფერს  საუკეთესოს  ევროპული კულტურიდან და არ ივიწყებდა ქართულს, ამ ევროპულ სიახლეებს უძღვნიდა ქართულის გამდიდრებას, ეს არის მთავარი მაგალითი, რომელიც ჩვენ უნდა ავიღოთ მისი მოღვაწეობიდან 

ილია ჭავჭავაძე მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული თვითმყოფადობის დაცვას, ჩვენი ფასეულობების, ეროვნული იდენტობის დაცვას, მან გენიალურად, სამ სიტყვაში გამოხატა ჩვენიეროვნული იდენტობის, თვითმყოფადობის მთავარი საყრდენი, ეს არის მამული, ენა და სარწმუნოება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყვარელში, „ილიაობა 2024“-თან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ილია ჭავჭავაძე იყო უდიდესი ქართველი საზოგადო მოღვაწე, ის იყო პუბლიცისტი, მწერალი, პროზაიკოსი და პოეტი, ის იყო შერაცხული ერის მამად.  „განსაკუთრებულად მივესალმები ყვარლელ მოსწავლეებს, რომლებიც ესწრებიან დღევანდელ ღონისძიებას და რომელთათვისაც ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა უნდა იყოს შთაგონების მთავარი წყარო ცხოვრებაში. მიხარია, რომ ვარ თქვენთან ერთად, ვარ ყვარელში და აღვნიშნავ ილია ჭავჭავაძის, უდიდესი ქართველი საზოგადო მოღვაწის 187-ე დაბადების დღეს. ილია ჭავჭავაძე იყო უდიდესი ქართველი  საზოგადო მოღვაწე, ის იყო პუბლიცისტი,  მწერალი, პროზაიკოსი და პოეტიც, ის იყო შერაცხული ერის მამად. ეს უდიდესი სტატუსი დაიმსახურა იმ განსაკუთრებულიმოღვაწეობის გამო, რომელიც გასდევდა მის ცხოვრებას.  ილია ჭავჭავაძე მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული თვითმყოფადობის დაცვას, ჩვენი ფასეულობების დაცვას, ეროვნული იდენტობის დაცვას. მან გენიალურად, სამ სიტყვაში გამოხატა ჩვენი ეროვნული იდენტობის, თვითმყოფადობის მთავარი საყრდენი, ეს არის მამული, ენა და სარწმუნოება. მთელი მისი შეგნებული ცხოვრება ეძღვნებოდა სწორედ ამ სამი საყრდენის, ჩვენი თვითმყოფადობის სამი მთავარი საყრდენის დაცვას. მისი მოღვაწეობა უნდა იყოს მაგალითი თითოეული ჩვენგანისთვის.  XIX საუკუნე იყო საკმაოდ რთული პერიოდი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, საქართველოს დაკარგული ჰქონდა დამოუკიდებლობა და მაშინ ქართველები განათლებას იღებდნენ რუსეთში და რუსეთიდან შემოჰქონდათ საქართველოში ევროპული კულტურა, შემოჰქონდათ სიახლეები. მაშინ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ითვისებდნენ ევროპულ ფასეულობებს, თუმცა ივიწყებდნენ ქართულს და უფრო მეტიც, როდესაც ისინი ბრუნდებოდნენ საქართველოში,  მათ ეთაკილებოდათ ყველაფერი ქართული. ილია ჭავჭავაძე იყო ამის სრულიად საპირისპიროს გამოვლინება, ადამიანი, რომელიც ითვისებდა ყველაფერს საუკეთესოს ევროპული კულტურიდან და ასევე არ ივიწყებდა ქართულს,  უფრო მეტიც ამ ევროპულ სიახლეებს ის უძღვნიდა სწორედ ქართულის გამდიდრებას. ეს არის მთავარი მაგალითი, რომელიც ჩვენ უნდა ავიღოთ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობიდან. იმ ადამიანებმა, რომლებმაც დაივიწყეს ქართული, ვერაფერი შექმნეს ჩვენი ქვეყნისთვის, მათ ვერ დატოვეს ვერავითარი მემკვიდრეობა. ამისგან განსხვავებით, ილია ჭავჭავაძემ, თერგდალეულებმა და ერთობამ ამ ადამიანებისამ, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ილია ჭავჭავაძე, ჩვენ დაგვიტოვა უდიდესი მემკვიდრეობა, ეს მემკვიდრეობა არის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და ძალიან აქტუალური დღევანდელ დღესაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ლონდონის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი იყო“-შატო მუხრანი

დიდ ბრიტანეთში, WTM London 2024-ის გამოფენაზე საქართველოს ტურისტულპოტენციალს გაეცნენ. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთანერთად გამოფენაზე ტურიზმის სექტორიდან…

ირაკლი კობახიძე – ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ იმ მემკვიდრეობას, რომელიც ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა, ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს გამსჭვალული იმ იდეალებით, რომლებსაც ის ემსახურებოდა 

ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ იმ მემკვიდრეობას, რომელიც ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა, ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს გამსჭვალული…

ამომრჩეველთა გენდერულ სტატისტიკასთან დაკავშირებით ინფორმაციით მანიპულირება გრძელდება – ცსკ

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვეხმაურებითორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ არასწორ, მანიპულაციურ და დეზინფორმაციულგანცხადებას კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა…

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის პარლამენტში შესვლას  და არც მათ არშესვლას არავითარი  ფასი არ აქვს,  თუ არ შევიდოდნენ, იქნებოდა მეტი სიმშვიდე ქვეყანაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა სიმშვიდეს ასეც და ისეც დავიცავთ

ოპოზიციის პარლამენტში შესვლას და არც მათ არშესვლას არავითარი ფასი არ აქვს, თუ არ შევიდოდნენ, იქნებოდა მეტი სიმშვიდე ქვეყანაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა სიმშვიდეს ასეც და ისეც დავიცავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ყვარელში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ რაიმე სარგებელი მოუტანონ საპარლამენტო ცხოვრებას. „მე მგონია, რომ ისინი შევლენ პარლამენტში. არც მათ შესვლას და არც მათ არშესვლას არავითარი ფასი არ აქვს. თქვენ იცით, რომ მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ რაიმე სარგებელი მოუტანონ საპარლამენტო ცხოვრებას და თავიდან ბოლომდე დესტრუქციული იქნება მათი საქმიანობა. არც მათ შესვლას და არც მათ არ შესვლას არავითარი ფასი არ აქვს. თუ არ შევიდოდნენ, იქნებოდა მეტი სიმშვიდე ქვეყანაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა სიმშვიდეს ასეც და ისეც დავიცავთ. მოკლედ, მათი გადასაწყვეტია, უნდათ შემოვიდნენ, უნდათ ნუ შემოვლენ“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ISFED-მა ვეღარ მოახერხა ე.წ. პივიტის გაყალბება, რადგან წინა არჩევნებზე ეს ტყვია უკვე გაისროლეს, ახლა ცდილობენ, განსხვავებული ინსტრუმენტებით სცადონ ამ არჩევნებისთვის ჩრდილის მიყენება

ISFED-მა ვეღარ მოახერხა ე.წ. პივიტის გაყალბება, რადგან წინა არჩევნებზე ეს ტყვია უკვე გაისროლეს, ახლა ცდილობენ, რომ…

ირაკლი კობახიძე – 7-8 ნოემბრის მოვლენები არის ერთ-ერთი შავი ლაქა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და ეს დღეები ცხადყოფს იმ დანაშაულებრივ ბუნებას, რომლითაც გამოირჩეოდა მაშინდელი რეჟიმი

7-8 ნოემბრის მოვლენები არის ერთ-ერთი შავი ლაქა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და ეს დღეები ცხადყოფს იმ დანაშაულებრივ…

ირაკლი კობახიძე – როცა დაინახეს, რომ გახარია ვერ ლახავდა  ბარიერს,  წავიდა დავალება,  რომ „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველს ხმა უნდა მიეცა არა პარტია  „ნაცმოძრაობისთვის“, არამედ,  გახარიას პარტიისთვის  და გახარიას პარტიას ხელოვნურად  გადაალახინეს ბარიერი

როცა დაინახეს დავალების მიმცემებმა, რომ გახარია ვერ ლახავდა ბარიერს, მას ჰქონდა 5%-ზე ნაკლები, წავიდა დავალება, რომ „ნაცმოძრაობის“ პოტენციურ ამომრჩეველს ხმა უნდა მიეცა არა პარტია „ „ნაცმოძრაობისთვის“ ,არამედ, გახარიას პარტიისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ყვარელში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ოთხივე პარტია არის ერთი და იგივე, მათ უნდოდათ მეტი მანდატი და ეს უზრუნველყვეს იმით, რომ გახარიას პარტიას ხელოვნურად  გადაალახინეს ბარიერი. „მტკიცებით ვერაფერს დავამტკიცებ, მაგრამ საკმაოდ უცნაური ინფორმაცია მოდიოდა, მათ შორის, ერთ-ერთი ინფორმაცია რაც მოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბებში,  ასე ხდება ხოლმე ზოგადად,  საათობრივად ხდება ხოლმე აქტიური მხარდამჭერების მობილიზება. და ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, სამი საათის მერე ჰყავდათ მობილიზებული პარტია „ნაცმოძრაობაში“ ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი და სამი საათის მერე მისულ ამომრჩეველს ისინი მოუწოდებდნენ, რომ ხმა მიეცათ გახარიას პარტიისთვის. რეალურად ხდებოდა ის, რომ „ნაცმოძრაობის“ პარტიის ლიდერები ზრუნავდნენ არა საკუთარ პარტიულ ხმებზე, არამედ, ზრუნავდნენ გარკვეული დავალებების შესრულებაზე. როცა დაინახეს დავალების მიმცემებმა, რომ გახარია ვერ ლახავდა ბარიერს, მას ჰქონდა 5%-ზე ნაკლები, წავიდა დავალება, რომ „ნაცმოძრაობის“ პოტენციურ ამომრჩეველს ხმა უნდა მიეცა არა პარტია „ „ნაცმოძრაობისთვის“, არამედ, გახარიას პარტიისთვის. ამის გამო „ნაცმოძრაობა“ დარჩა 10%-ზე და საბოლოო ჯამში, გახარიამ მოახერხა  ბარიერის გადალახვა. . აქედან კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ეს ოთხივე  პარტია არის ერთი და იგივე. არავითარი სხვაობა მათ შორის არ არის, ყველა არის ერთი პოლიტიკური პარტია, შესაბამისად, მათ უნდოდათ მეტი მანდატი და ეს უზრუნველყვეს იმით, რომ გახარიას პარტიას გადაალახინეს ხელოვნურად ბარიერი“,…

ირაკლი კობახიძე – „ედისონ რისერჩს“ საქართველოშიც და ამერიკაშიც გააყალბებინეს ეგზიტპოლის და კვლევის შედეგები, ფაქტია, რომ ეს ორგანიზაცია გამოიყენება კონკრეტული ძალების მხრიდან პოლიტიკური მიზნებისათვის

ბოლომდე დაანგრიეს „ედისონ რისერჩის“ რეპუტაცია, არავითარი ფასი არ აქვს ასეთი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს, – ამის…

თამარ ჩიბურდანიძე: დღეს ყველა სპეკულირებს იმით, რომ ილიას გზას მიუყვება, მაგრამ ილიასი არ იყოს “სიტყვები არაფრის მაქნისია, თუკი საქმე არ არის მთქმელი”

“მამული, ენა, სარწმუნოება” ბრძოლაა და არა ლოზუნგი” „როდესაც ქართულ ენაზე მხოლოდ საუბრობ და გოგებაშვილის “დედა ენას”…

გადამწყვეტ შტატებში არჩევნებს კამალა ჰარისი იგებდა, თუმცა ოფიციალური მონაცემები კვლევის შედეგებს არ დაემთხვა და ტრამპმა გაიმარჯვა- Edison Research-ი

კომპანია Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, Edison Research-ის ეგზიტპოლით, აშშ-ში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ე.წ. მერყევი შტატების…

„დიდი ბრიტანეთიდან პირდაპირი ფრენები ხელს შეუწყობს სხვადასხვა ტურისტული სეგმენტის მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში“,-ტურისტული კომპანია კავკასუს თრეველი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში,მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე კერძო სექტორთან ერთადსპეციალური სტენდით წარდგა. WTM…

სოსო არჩვაძე: პოზიტიური მაკროეკონომიკური შედეგები, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, ეროვნული ბანკის გაწონასწორებული და რაციონალური პოლიტიკის შედეგია

ბოლო დღეებში ზოგიერთი მედია-საშუალების ფართოდ განხილვადი თემა ეროვნული ბანკის რეზერვების შემცირება გახდა. თანაც, ამ ფაქტის მიწოდება…

თამთა მეგრელიშვილი “ედისონ რისერჩის” აშშ-ის არჩევნების არაზუსტ ეგზიტპოლზე: ამათ ეგზიტპოლზე დაყრდნობით კივიან პოლიტიკური “ნაცლუზერები”, ცესკომ გაგვიყალბა მოგებაო

“ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, “ედისონ რისერჩის” მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოქვეყნებულ ეგზიტპოლებს, რომლის მიხედვითაც…