საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდ ბრიტანეთში,ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival-ზე, პირველად მიიღომონაწილეობა.საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე…
თვე: ივლისი 2024
ირაკლი კობახიძე – ლატვიის პრეზიდენტი რამდენიმე თვის წინ ითხოვდა რუსეთისთვის საქართველოს მხრიდანსანქციების დაწესებას, ასეთი მოთხოვნების ფონზე მისი არც ერთ განცხადება არ უნდა გაგვიკვირდეს
ლატვიის პრეზიდენტი რამდენიმე თვის წინ ითხოვდა რუსეთისთვის საქართველოს მხრი დან სანქციების დაწესებას, ასეთი მოთხოვნების ფონზე მისი არც ერთ განცხადება არ უნდა გაგვიკვირდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ლატვიის პრეზიდენტი გამოირჩევა ისეთი განცხადებებით, რომლებითაც მთელი რიგი სხვა პოლიტიკოსები არ გამოირჩევიან. „ლატვიის პრეზიდენტი რამდენიმე თვის წინ ითხოვდა რუსეთისთვის საქართველოს მხრიდან სანქციების დაწესებას. ასეთი მოთხოვნების ფონზე მისი არც ერთ განცხადება არ უნდა გაგვიკვირდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ იქნება ეს გამოყენებული ოპოზიციის მხრიდან, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ გამოყენებული იქნება, თუმცა ეს მათი საქმეა. „საზოგადოებას ეს არ აინტერესებს. როდესც საზოგადოება ისმენს უცხოელი პოლიტიკოსებისგან სამართლიან განცხადებებს, ეს არის საინტერესო, როცა ისმენს უსამართლო განცხადებებს, ეს არ არის საინტერესო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე – დღეს ოპოზიციის რიტორიკა შეიცვალა, რადგან ტრამპი მათი გათვლებით, დიდი ალბათობით, იგებს არჩევნებს, თუმცა ვერავინ დაივიწყებს იმ უხეშ რიტორიკას, რომელსაც ისინი იყენებდნენ წლების განმავლობა ში
დღეს ოპოზიციის რიტორიკა შეიცვალა, რადგან ტრამპი მათი გათვლებით, დიდი ალბათობით, იგებს არჩევნებს, თუმცა ვერავინ დაივიწყებს იმ უხეშ რიტორიკას, რომელსაც ისინი იყენებდნენ წლების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიცია შეურაცხმყოფელი, უხეში ტერმინებით მოიხსენიებდა ტრამპს. „ოპოზიცია არა მხოლოდ აკრიტიკებდა ტრამპს, გახსოვთ როგორი უხეში, შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებდნენ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს. დღეს მათი რიტორიკა შეიცვალა, რადგან ტრამპი მათი გათვლებით, დიდი ალბათობით იგებს არჩევნებს, თუმცა ვერავინ დაივიწყებს იმ უხეშ რიტორიკას, რომელსაც ისინი იყენებდნენ წლების განმავლობაში. ტრამპის მოგების შემთხვევაში უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება, ვიდრე სხვა შემთხვევაში დასრულდებოდა, შესაბამისად, რეგიონი უფრო მალე დამშვიდდება და ასეთ ვითარებაში საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება, იქნება მეტი სამართლიანობა საქართველოს მიმართ. როდესაც მაგალითად, 2022 წლის ივნისში საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, იმ დროს როდესაც მიენიჭა დსთს წევრ მოლდოვას, ეს იყო უხეში უსამართლობა, ასეთი უსამართლობა მე მგონია, რომ აღარ მოხდება, იმ შეთხვევაში, თუ რეგიონში ვითარება მალე დამშვიდდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სამუშაო შეხვედრა მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზე
საქართველოს უზენაესი, სააპელაციო, საქალაქო და რაიონული სასამართლოებისადმინისტრაციული საქმეების განმხილველ მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზესამუშაო შეხვედრა გაიმართა.ღონისძიება იუსტიციის უმაღლესი…
ირაკლი კობახიძე – ტრამპი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და შესაბამისად, დამშვიდდება ჩვენი რეგიონი, რაც შეცვლის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართაც
ტრამპი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და შესაბამისად, უფრო მალე დამშვიდდება ჩვენი რეგიონი,…
ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ NGO-ები და პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთ ან არიან შერწყმული, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ აუცილებელი იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება
ის ფაქტი, რომ NGO-ები და პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან არიან შერწყმული, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელი…
ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვი- ლმა დაუშვა შეცდომა, აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია, იმ სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა
სალომე ზურაბიშვილმა დაუშვა შეცდომა, აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია. იმ სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა. პრემიერის თქმით, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს სამართლებრივი თვალსაზრისით პერსპექტივა ვერ ექნება. „მე მგონია, რომ ამ სარჩელს ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება. შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი, სამართლებრივად არის არასწორი. ერთი დადებითი მხარე, რაც აქვს ამ სარჩელს, არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაუშვა შეცდომა, აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია. იმ სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა. ამით მან აღიარა, რომ ქვეყანას ყავს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, თავადვე აღიარებს ამ ფაქტს, რაც არის ძალიან კარგი. რაც შეეხება სარჩელს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გამჭვირვალობის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ვერც სამართლებრივი და ვერც ვერანაირი თვალსაზრისით ვერანაირი პერსპექტივა ვერ ექნება“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – დღეს იხსნება ხაშურის იუსტიციის სახლი, სადაც ხაშურელებს მიეწოდებათ 500-მდე საზოგადოებრივი მომსახურება, ეს არის 121-ე იუსტიციის სახლი ქვეყნის მასშტაბით, კონკრეტულად რეგიონში – მე-9 ფილიალი
იუსტიციის სახლში ხაშურელებს მიეწოდებათ 500-მდე საზოგადოებრივი მომსახურება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხაშურის იუსტიციის სახლის…
ზაალ ანჯაფარიძე-რეფერენდუმის თემის შემოგდება არის ოპოზიციის კლასტერის პოლიტიკური უსუსურობის და მორალური დეგრადაციის მორიგი თვალსაჩინო ინდიკატორი
„რეალობას მოწყვეტილი, მავნებლური და მოღალატეობრივი დისკურსი, თითქოს ეს არჩევნები არის რეფერენდუმი “ევროპა თუ რუსეთი,” უნდა განადგურდეს…
ედიშერ გვენეტაძე: აგონიაშია საერთაშორისო იმპერიალიზმის დაქირავებული უკრაინის სახელისუფლებო ხროვა, რომლებმაც “პრიჩოსკიან” ჯონსონის დაკრულზე მილიონობით უკრაინელის გაჟლეტას მოაწერეს ხელი აუწრიალდა მუცელი “გმირ” ზელენსკის!
“დაიწყო ამ უკრაინელი ხალხის გამყიდველმა ნაძირალამ საუბარი რუსეთთან და თავად პუტინთან აუცილებელ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. გრძნობს და…
გოგა ხაინდრავა-შშ სენატორი ბობ მენენდესი უცხოელ აგენტად გამოცხადდა.არა დემოკრატიის უკუსვლას ამერიკაში!
გოგა ხაინდრავა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე აშშ სენატორი ბობ მენენდესის აგენტად გამოცხადებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. აშშ სენატორი…
ზურაბ ქადაგიძე: ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო კანდიდატობიდან ძალით ჩახსნეს, რომ დემოკრატების რეპუტაცია და ნეოლიბერალური აბსურდი სულ მთლად არ ჩაიყოლოს პოლიტიკურ სამარეში
“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან…
ალექს სოროსი: დროა ყველანი გავერთიანდეთ კამალა ჰარისის გარშემო და დავამარცხოთ დონალდ ტრამპი
ჯორჯ სოროსის ვაჟი, ალექს სოროსი, ყველას მოუწოდებს აშშ-ის დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატის, კამალა ჰარისის გარშემო გაერთიანებისკენ. სოროსი…
ლევან ნიკოლეიშვილი: ზელენსკიმ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების სურვილი ოფიციალურად პირველად გამოთქვა. მაშ, რისთვის ღირდა ამხელა მსხვერპლის გაღება, რომ განწირული უკრაინის გადასარჩენად რუსეთთან ყველაფერზე შეთანხმებულიყვნენ?
ეს კვირა ორი ამბით დაიწყო: 1. როგორც იქნა ბაიდენმა მოხსნა თავის კანდიდატურა საპრეზიდენტო მარათონიდან, ამით ფსევდო…