„თუ გვინდა, რომ დასავლეთის ნაწილი გავხდეთ, მათ შორის – უნდა მივუერთდეთ სანქციებსაც, სადაც შესაძლებლობა გვაქვს“ –…
თვე: ივლისი 2024
გიორგი ცუცქირიძე: 2024 წლის მეორე კვარტალში სავარაუდოდ 10.7 %-იანი ზრდა გვექნება, საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, რომელიც დღემდე გრძელდება, წლიური ზრდა იქნება უფრო მაღალი ვიდრე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზია
რადგან ოპოზიციამ ახალი ნარატივები წარმოგვიდგინა, რომ თუ ცალ ფეხზე არ ვიხტუნავებთ დასავლეთთან შიმშილით დავიხოცებით, როგორც დაგპირდით…
დიმიტრი ხუნდაძე: სახელმწიფოს პოზიციაა, რომ ქვეყანაში იყოს შენარჩუნებული სტაბილურობა, არავის მიეცეს უფლება და საშუალება იმისა, რომ საქართველოში გაიმეოროს ის, რაც მოხდა ფიცოს და ტრამპის შემთხვევაში
პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეს ეხმაურება. დეპუტატის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების…
შალვა პაპუაშვილი კახა კალაძის მიერ “ტვ პირველთან” სასამართლო დავის მოგებაზე: მნიშვნელოვანია, სამართლებრივი ბერკეტები გამოყენებული იყოს, როდესაც დეზინფორმაცია ვრცელდება
ზოგადად თანამედროვე სამყაროში დეზინფორმაცია უფრო მჭრელი და ბოროტი იარაღი არის, ვიდრე შეიძლება სხვა ცხელი იარაღი და…
ალუდა ღუდუშაური: ზურაბიშვილს რა მხარდაჭერა აქვს, მაგას განახებთ არჩევნებზე
“ ბიძინა ივანიშვილთან მისი დატოლება კომიკურ სიტუაციაში აგდებთ მათ. ოგბუნუჯუსთან დატოლდნენ და დარწმუნებული ვარ, ოგბუნუჯუ დაამარცხებს…
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. მთავრობის მეთაური ლევილში ვიცე-პრემიერთან, კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად იმყოფებოდა. მინისტრმა პრემიერს მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ამჟამად მიმდინარეობს ლევილის მამულის შატოს რეაბილიტაცია, რომლის სახურავი მთლიანად შეიცვალა. შატოს პირველ სართულზე განთავსდება პირველი რესპუბლიკისა და საფრანგეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის მუზეუმი, მეორე სართულზე კი რვა საცხოვრებელი სივრცე მოეწყობა.მამულში უკვე დასრულდა გუშაგის სახლის რეაბილიტაცია, სახელოვნებო საცხოვრებლების კეთილმოწყობა; აღდგა 4 ჰა ტერიტორიის გალავნის ავთენტიკური სახე. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მომავალი თაობებისთვის მემკვიდრეობის შენარჩუნებას ემსახურება სამუშაოები, რომელიც ახლა ლევილში მიმდინარეობს. „ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა. რა თქმა უნდა, მამულის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. 2026 წლის ბოლომდე დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენ უნდა შევუნახოთ …
ირაკლი კობახიძე – კეზერაშვილს აქვს მიღებული გარანტიები, იმის სანაცვლოდ, რომ უნდა დახარჯოს ფული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ საქართველოში, რაც არის შემაშფოთებელი მოვლენა
კეზერაშვილს აქვს მიღებული გარანტიები, იმის სანაცვლოდ, რომ უნდა დახარჯოს ფული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ საქართველოში, რაც არის…
თეა წულუკიანი – მოხარული ვართ, რომ პრემიერ-მინისტრი ეწვია ლევილის მამულს, ვინაიდან საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ვახორციელებთ მასშტაბურ რეაბილიტაციას, რომელიც 2026 წლის 17 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს
ძალიან მოხარული ვართ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეწვია ლევილის მამულს, ვინაიდან საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ვახორციელებთ ჩვენ აქ…
თეა წულუკიანი – გვაქვს მოლოდინი, რომ პარიზის ოლიმპიადაზე ქართული დროშა ძალიან ბევრჯერ იქნება პედესტალზე და ქართული ჰიმნი რაც შეიძლება ხშირად შესრულდება
პარიზის ოლიმპიადაზე გვაქვს მოლოდინი ძალიან ბევრი ოქროს და ყველა სინჯის მედლის, ასევე მოლოდინი გვაქვს, რომ ქართული…
ირაკლი კობახიძე – ოპოზიციამ გადაწყვიტა, წინასაარჩევნოდ გახდეს „პრორუსული“, ხალხს არაფერი ავიწყდება, მატყუარა პოლიტიკოსებს საზოგადოება მხარს არ დაუჭერს
ოპოზიციამ გადაწყვიტა, წინასაარჩევნოდ გახდეს „პრორუსული“, ხალხს არაფერი ავიწყდება, მატყუარა პოლიტიკოსებს საზოგადოება მხარს არ დაუჭერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ პრორუსები გახდნენ და გააკეთონ შესაბამისი განცხადებები, ეს ყველაფერი მეტყველებს ორმაგ სტანდარტებზე. „ოპოზიციამ გადაწყვიტა, წინასაარჩევნოდ გახდეს „პრორუსული“. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ პრორუსულ ხელისუფლებად გვაცხადებდნენ იმის გამო, რომ არ დავაწესეთ სანქციები, ვიღებდით რუს ტურისტებს საქართველოში და ა.შ. ახლა რის გამოც გვაცხადებდნენ ჩვენ პრორუსულ ხელისუფლებად, იმას საუბრობენ თავად. საუბრობენ, რომ უნდა ვიყოთ ხელგაშლილი რუსი ტურისტების მიმართ, არ უნდა დავაწესეთ სანქციები რუსეთის მიმართ და ა.შ. დღეს ალბათ ყველამ მოისმინა პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგი ამ თემასთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილმა დეტალურად გაიხსენა თითოეული თემა, რომელიც იყო მიმართული იქითკენ, რომ საქართველო გამხდარიყო არამხოლოდ რისკის ქვეშ მყოფი ქვეყანა, არამედ ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში, ეს არის განცხადებები, ეს არის არქივი, რომელსაც ვერ გაექცევიან ეს პოლიტიკური ძალები. დღეს ხედავენ ისინი როგორია საზოგადოების განწყობა. საზოგადოება აფასებს იმ მიდგომას, რომელიც ჰქონდა ჩვენს ხელისუფლებას ამ ორი წლის განმავლობაში, რის გამოც ჩვენ ოპოზიციამ და მათმა მეგობრებმა გამოგვაცხადეს პრორუსულ ძალად და ახლა თავად გადაწყვიტეს, რომ პრორუსები გახდნენ და გააკეთონ შესაბამისი განცხადებები. ეს ყველაფერი ერთი – მეტყველებს ორმაგ სტანდარტებზე და მეორე – ისინი გათვლებს აკეთებენ არასწორად, მათ ჰგონიათ, რომ ხალხი მარტივად შეიძლება, ხალხი მოატყუონ და ხალხს შეიძლება, დაავიწყდეს ის, რაც ხდებოდა გასული ორი წლის განმავლობაში. ხალხს არაფერი ავიწყდება, აქედან გამომდინარე, ისინი იმ 30 პროცენტამდე შედეგსაც ვერ მიიღებენ, მე ასე მგონია, რაც დღემდე ჰქონდათ რეიტინგების მიხედვით. რა თქმა უნდა, მატყუარა პოლიტიკოსებს საზოგადოება მხარს არ დაუჭერს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერი – იყო პირდაპირი ძალისხმევა, რომ საქართველო ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში, რაც არ გავაკეთეთ, კონკრეტული ძალები არიან გაღიზიანებული, თუმცა ბოლომდე უნდა დავდგეთ ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე
იყო პირდაპირი ძალისხმევა იმისათვის, რომ საქართველო ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში, საქართველოში გახსნილიყო მე-2 ფრონტი, რაც ჩვენ არ…
ირაკლი კობახიძე – არ შეიძლება ერთი მხრივ, თუნდაც ფორმალურად გერქვას მიუკერძოებელი დამკვირვებელი და მეორე მხრივ, პირდაპირ იყო ჩართული ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში
არ შეიძლება ერთი მხრივ, თუნდაც ფორმალურად გერქვას მიუკერძოებელი დამკვირვე – ბელი და მეორე მხრივ, პირდაპირ იყო ჩართული ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ვინც არ უნდა დააფინანსოს რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია, მათი რეიტინგი დარჩება ის, რაც არის. „რა თქმა უნდა, აქ არის სრული შეუთავსებლობა. არ შეიძლება ერთი მხრივ, თუნდაც ფორმალურად გერქვას მიუკერძოებელი დამკვირვებელი და მეორე მხრივ, პირდაპირ იყო ჩართული ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში. ეს აბსოლუტური შეუთავსებლობაა, თუმცა, ეს ყველაფერი არსებით გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზე, მაგრამ დარღვევა რჩება დარღვევად და წინააღმდეგობა რჩება წინააღმდეგობად – არ შეიძლება გერქვას დამკვირვებელი ფორმალურად მაინც და ამავდროულად, იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. შედეგზე ეს გავლენას ვერ მოახდენს. ვინც არ უნდა დააფინანსოს რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია, მათი რეიტინგი დარჩება ის, რაც არის. არანაირი რესურსი დღეს შესაბამის ძალებს არ აქვთ იმისათვის, რომ რადიკალურ ოპოზიციას მოუმატონ რეიტინგი, თუმცა ვხედავთ ამის მცდელობას. ეს არის უსუსური მცდელობა, რომ ერთი პროცენტი მაინც მოუმატონ რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, თუმცა, ესეც არის წარუმატებლობისთვის განწირული“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი,უძვირფასესი მემკვიდრეობა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები 2026 წლის ბოლომდე დასრულდება
ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა, ლევილში 2026 წლის ბოლომდე დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მომავალი თაობებისთვის მემკვიდრეობის შენარჩუნებას ემსახურება ის სამუშაოები, რომელიც ახლა ლევილში მიმდინარეობს. „ჩამოვედით ლევილის მამულში, სადაც მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის. ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა. რა თქმა უნდა, მამულის რეაბილიტაცია არის ძალიან მნიშვნელოვანია. 2026 წლის ბოლომდე დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენ უნდა შევუნახოთ მომავალ თაობებს ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა და ამას ემსახურება სამუშაოები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე – ყველანაირი სასტარტო საფუძველი გვაქვს იმისთვის,რომ რაც შეიძლება მეტი მედალი მოვი- გოთ და მეტი ჩემპიონი გვყავდეს ამ ოლიმპიადაზე
ყველანაირი სასტარტო საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მედალი მოვიგოთ და მეტი ჩემპიონი გვყავდეს ამ ოლიმპიადაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა. მთავრობის მეთაურმა ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიადაზე წარმატებები უსურვა. „დღეს გაიხსნება ოლიმპიადა, 26 რიცხვში. 26 კარგად გვაქვს დაცდილი,აქედან გამომდინარე, დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ოლიმპიადა იქნება სარეკორდო ჩვენთვის, მოპოვებული მედლების თვალსაზრისით. გვყავს არაჩვეულებრივი გუნდი, რომ გადახედოთ შემადგენლობას, საუკეთესო შემადგენლობაა ჩვენიო სპორტსმენების, რომლებიც ჩამოვიდნენ პარიზში ოლიმპიადაზე. აქედან გამომდინარე, ყველანაირი სასტარტო საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მედალი მოვიგოთ, რაც შეიძლება მეტი ჩემპიონი გვყავდეს ამ ოლიმპიადაზე. ყველა ჩვენს სპორტსმენს ვუსურვებ გამარჯვებას“, – განაცხადა პრემიერმა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, „მთავარი არხის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, „მთავარი არხის“ ჟურნალისტის…