პრემიერი –  „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ერთადერთი პრაქტიკული შედეგი არის ის, რომ საქართველოს მოქალქეებისთვის იქმნება ერთი ვებ-გვერდი, სადაც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია, თუ საიდან და რისთვის ფინანსდება კონკრეტული ორგანიზაცია, რა შეიძლება იყოს ამაში ცუდი? – არაფერი

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ერთადერთი პრაქტიკული შედეგი არის ის, რომ საქართველოს მოქალქეებისთვის იქმნება ერთი ვებ-გვერდი, სადაც შედიხარ,…

ირაკლი კობახიძე – აშშ-ი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ურთიერთობები უნდა გადაიტვირთოს და მჯერა, მომავალი წლისთვის გვექნება თვისებრივად განსხვავებული ხარისხი ჩვენს ურთიერთობებში

ზოგადად, ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკელი ხალხის არჩევანს, ჩვენი საქმე არ არის, ვის აირჩევს ამერიკელი ხალხი, ჩვენ…

ირაკლი კობახიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ და კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია, თუ გაერთიანება, ლახავს ბარიერს, თუმცა, ამ ორ სუბიექტს ერთად აქვს დაახლოებით 20%-იანი რეიტინგი, ჩვენ გვაქვს დაახლოებით 60%

მოცემულობა არის ასეთი – არის „ნაციონალური მოძრაობა“ და კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია, თუ გაერთიანება, რომელიც ლახავს ბარიერს, თუმცა, ამ ორ სუბიექტს ერთად აქვს დაახლოებით 20%-იანი რეიტინგი.  ჩვენ გვაქვს დაახლოებით 60% რეიტინგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ვიდრე დაიწყებოდა გაერთიანება, მანამდე მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ლახავდა ბარიერს.   „არსებობს ედისონ რისერჩის“ კვიპროსის ცნობილი ფილიალი, რომელიც თავის კვლევებს აქვეყნებს. სხვათა შორის, თვითონ ოპოზიციის მხრიდან გახდა კრიტიკის საგანი ეს კვლევები. ისე მოხდა, რომ უკვე ერთმანეთი გააკრიტიკეს. ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ როცა კვლევას აყალბებ, იქ რაღაც ზომიერება მაინც უნდა გამოიჩინო. აქ ისეთი რაღაც დაწერეს, პერსონალური რეიტინგების ნაწილში მარგველაშვილი გაიხსენეს, რომელსაც 63% მიუწერეს, როცა საქართველოში არ ახსოვს 6,3%-ს, ვინ არის გიორგი მარგველაშვილი და ჰყავდა თუ არა ასეთი პრეზიდენტი როდესმე ჩვენს ქვეყანას. ასეთი მარტივი მანიპულაციებით არ შეიძლება სცადო ფონს გასვლა. რაც შეეხება პარტიულ რეიტინგებს, არის კონკრეტული პარტიები, რომლებსაც ათი და მეტი პროცენტით გაუზარდეს რეიტინგი. 2%-ის მაგივრად უწერია 12%. დღეს ორი სუბიექტი ლახავს ოპოზიციიდან ბარიერს. ვიდრე დაიწყებოდა გაერთიანება, მანამდე იყო ერთი – მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ლახავდა ბარიერს.   ახლა არის ორი სუბიექტი, რომელიც ახერხებს დღევანდელი მოცემულობით ბარიერის გადალახვას. კონსოლიდაციის შემდეგ მეორე სუბიექტი გაჩნდა, ვისაც აქვს დღევანდელი მოცემულობით 5%-ზე მეტი. რეალურად ყველა „ნაცმოძრაობაა“, მათ ჰქვიათ ახალი სახელები. გინდა გერქვას „ახალი“, „ლელო“, „გახარია“, გინდა „ევროპული საქართველო“, ყველა ერთი პოლიტიკური სუბიექტია. მათ აკავშირებთ საერთო პატრონი. რეალურად, ეს არის მათი გამაერთიანებელი. აქედან გამომდინარე, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის მეორე ან მესამე პარტია. მოცემულობა არის ასეთი – არის „ნაციონალური მოძრაობა“ და კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია, თუ გაერთიანება, რომელიც ლახავს ბარიერს, თუმცა, ამ ორ სუბიექტს ერთად აქვს დაახლოებით 20%-იანი რეიტინგი. ანუ ჩვენ გვაქვს დაახლოებით 60% რეიტინგი, მათ დაახლოებით 20%. დანარჩენი იკარგება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას. სამის მიღმა ყველა დანარჩენი სუბიექტის რეიტინგი არის 20%.“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – NGO-ები პოლიტიკურ პარტიებთან ერთად პირდაპირ არიან ჩართული საარჩევნო აგიტაციაში იმ გაუმჭვირვალე ფულით, რომელსაც იღებენ დონორებისგან, არ შეიძლება, ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს  ქართული პოლიტიკა გაუმჭვირვალე ფულით, ეს არის კონსტიტუციური პრინციპების დარღვევა

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ 26 ოქტომბერს ტარდება არჩევნები და 26 ოქტომბრისთვის არცერთი ორგანიზაცია არ დაიხურება,…

ირაკლი კობახიძე – რადიკალური ოპოზიცია გახდა „პრორუსული“, ორი წლის განმავლობაში სრულიად საპირისპიროს ლაპარაკობდნენ, არ შეიძლება, ორი წელი ლაპარაკობდე ერთს და შემდეგ სცადო ერთ დღეში ამ ყველაფრის შეცვლა

რადიკალური ოპოზიცია გახდა „პრორუსული“ – არ შეიძლება, ორი წელი ლაპარაკობდე ერთს და შემდეგ სცადო ერთ დღეში…

ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთი ჩვეულებრი ვი თოჯინა, პატარა, მარტივი მარიონე ტია, მეტი როლი მას არ აქვს

სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არათუ ნაწილია, ის არის ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთი ჩვეულებრივი თოჯინა, პატარა, მარტივი…

ირაკლი კობახიძე ბევრი რამ შეიცვა ლა,რათა არჩევნე ბის შემდეგ სპეკულაციები გამოირიცხოს, მათ შორის არჩევნების დღისთვის რადიკალურად გარდაიქმნა პროცედურები, შემოღებული იქნა ელექტრონული ხმის მიცემის წესი

ბევრი რამ შეიცვალა იმისთვის, რომ სპეკულაციები გამოირიცხოს არჩევნების შემდეგ, მათ შორის არჩევნების დღისთვის რადიკალურად გარდაიქმნა პროცედურები,…

ირაკლი კობახიძე – ჩვენი გამარჯვება იქნება ძალიან დამაჯერებელი, ჩვენ გვაქვს ამბიცია თუნდაც საკონსტიტუციო უმრავლესობაზე

ჯერ „ენჯეოებმა“ უნდა დადონ უარყოფითი დასკვნა, ამას უნდა მოჰყვეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პარტიების გამოსვლები, იქ შემდეგ სალომე…

ირაკლი კობახიძე – თეორიულად რომ დავუშვათ „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, საერთოდ უკან მოგვრჩება ევროინტეგრაციაც და ყველაფერიც, გარანტიას ვიძლევი, ერთი კვირა არ დასჭირდებათ იმისთვის, რომ აქ გახსნან მეორე ფრონტი

ერთი მესიჯი, რის გატანასაც ცდილობენ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მათი მფარველები, არის ის, რომ თუ „ნაცმოძრაობა“ არ…

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვჭირდება მაქსიმალურად სწრაფი განვითარება, რომ ევროპულ სტანდარტებს დავეწიოთ და შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის ტემპი, ეს იქნება ჩვენი მთავარი პროგრამული ამოცანა მომავალი წლებისთვის

ჩვენ გვექნება საარჩევნო პროგრამა, რომელიც მოიცავს აბსოლუტურად ყველა საკითხს და ერთ-ერთი მთავარი სფერო იქნება ეკონომიკა და…

ირაკლი კობახიძე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კეთილდღეობის ხარისხი გაიზარდოს, ამისთვის აუცილებელია მშვიდობის შენარჩუნება და თუ იქნება მშვიდობა, იქნება კეთილდღეობის ხარისხის ზრდა და ევროინტეგრაცია

მარტო პირველ წელს 30% ვარდნა ჰქონდა ეკონომიკაში უკრაინას, რაც არის ჩვენი 90-იანი წლების სურათი, – ამის…