დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიცია თანდათან სულს ღაფავს, რადგან საკუთარ ნაღმებზე ფეთქდება – იქნებ ამ უსამშობლოებმა გაიხსენონ, რომ ნათქვამია: სხვას ორმოს ნუ უთხრი, თორემ თავად აღმოჩნდები ამ ორმოშიო

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ქართულ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც დიმიტრი ხუნდაძე…

გოგა ხაინდრავა-არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, კარგად გამოჩნდა თუ როგორი გულშემატკივრები არიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საკუთარი სამშობლოსი

„ბატონი ხაზარაძე, ქართული სახელმწიფოსგან 2020 წელს ითხოვდა 1,5 მილიარდი დოლარის გადახდას, იმ დროისთვის საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის…

სოფელ მამხუტში ბეტონის შიდა საავტომობილო გზა მოეწყო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა პირველ მოადგილესთან,ბუბა გობეჯიშვილთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან, გიორგი მირიანაშვილთან…

რატი ბრეგაძე: „წარსულს ჩაჰბარდა ისეთი სახელმწიფო,რომელიც დაუშვებს ხალხის გაღატაკების, ეკონომიკის გაცამტვერების და ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების ხარჯზე ვინმეს უსამართლოდ  გამდიდრებას“

„2024 წლის 29 ივლისს პარიზის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის  განვითარების კონსორციუმს“ გადაწყვეტილება გაუზიარა, რომლის მიხედვითაც დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა“, ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა. „როგორც ცნობილია, აღნიშნული დავის საფუძველს წარმოადგენდა „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება („საინვესტიციო ხელშეკრულება“).  კერძოდ, ინვესტორის მიერ საინვესტიციო ვალდებულებების მრავალჯერადი დარღვევის  გამო საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა, შეეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება. საარბიტრაჟო მოსარჩელე სადავოდ ხდიდა საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის  კანონიერებას და ითხოვდა, დაახლოებით, 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის კომპენსაციას. არბიტრაჟმა სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტები და მტკიცებულებები და დაადგინა: ➢ მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების  მოსაძიებლად დადგენილი ვადების მრავალჯერ გადავადებისა, ინვესტორმა მთლიანად  საკუთარი ბრალეულობით ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება; ➢ ასევე, პროექტის დაფინანსების ვალდებულება სრულად ეკისრებოდა ინვესტორს, რომელმაც საკუთარი მიზეზით ვერ მოიძია საჭირო სახსრები; ➢ პროექტის კომერციული რისკის მატარებელი იყო მხოლოდ ინვესტორი; ➢ მთავრობას არც პირდაპირ და არც ირიბად ინვესტორისთვის ხელი არ შეუშლია პროექტის განხორციელებაში.…

პრემიერ-მინისტრი ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრება. მთავრობის მეთაურმა ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით…

ნიკოლ ფაშინიანი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. სომხეთის პრემიერი ირანის ახალარჩეულ პრეზიდენტს, მასუდ…

გაეროს გენერალური მდივანი ირანის რესპუბლიკის პრეზიდენტს არჩევას ულოცავს

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, მასუდ პეზეშკიანს ირანის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. მან ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალ…

დავით ქართველიშვილი მიხეილ სააკაშვილზე: ტიპს მომაკვდავი გიჟი ეძახე და „ფორმულას” კვლევებს ისე დააჯდა მისი „ოქტომბრის რევოლუციის” დეტალებში გაწერილი გეგმა, ვითარცა „ავრორას” გასროლა 107 წლის წინანდელ მოვლენებს

„მსოფლიო დონის დილემა – „ჯერ კვერცხი იყო თუ ქათამი?”, ადგილობრივ დონეზე დღეს ასე ჟღერს: „ჯერ ოფშორმედიას…

ირაკლი კობახიძე – ქართველმა ხალხმა ყოველ ჯერზე გამოავლინა განსაკუთრებული გამოცდილება, სიბრძნე, რამაც მოგვცა სირთულეების დაძლევის საშუალება, დარწმუნებული ვარ, ამ რამდენიმე თვეს ღირსეულად ჩავატარებთ და საერთაშორისო კონტექსტი შეიცვლება

გარკვეული პერიოდი, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში იქნება სირთულეები, სწორედ მიმდინარე ომის გათვალისწინებით, მაგრამ გვაქვს საფუძვლიანი იმედი,…

ირაკლი კობახიძე -კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მალე  დასრულდეს ომი უკრაინაში, ასეთ შემთხვევაში, რეგიონშიცგაუმჯობესდება ვითარება და გაადვილდება ჩვენი წინს ვლა ევროინტეგრაციის გზაზე

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში. ასეთ შემთხვევაში, რეგიონშიც გაუმჯობესდება მთლიანი სურათი და გაადვილდება ჩვენი წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, კანდიდატის სტატუსი გამოყენებული იქნა, როგორც ეფექტიანი ინსტრუმენტი, ქვეყანაში ვითარების ასარევად, თუმცა მოლაპარაკებების გახსნას ვერ ექნება იგივე ეფექტი. „უკრაინაში ომი თუ გაგრძელდა ერთ წელიწადზე მეტხანს, ეს იქნება ძალიან დიდი უბედურება რეგიონისთვის. საუბარიც არ არის ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე, ასეთ დეტალებზე და ტექნიკურ საკითხებზე. ეს იმხელა უბედურება იქნება მთლიანად რეგიონისთვის, არა მარტო უკრაინისთვის, კონკრეტულად იმ ქვეყნისთვის, რომელიც დღეს ომის მდგომარეობაშია, იმდენად დიდი უბედურება იქნება მთელი რეგიონისთვის, რომ მოლაპარაკებების გახსნა საერთოდ აღარ იქნება აქტუალური ტემა, ამიტომ, ყველაფერი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული და დაკავშირებული. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში. ასეთ შემთხვევაში, რეგიონშიც გაუმჯობესდება მთლიანი სურათი და აქედან გამომდინარე, გაადვილდება ჩვენი წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ ოპტიმისტები, პრაგმატული ოპტიმისტები და უნდა დავიტოვოთ იმედი, რომ ომი დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება. კანდიდატის სტატუსი გამოყენებული იქნა, როგორც ეფექტიანი ინსტრუმენტი, ქვეყანაში ვითარების ასარევად. სცადეს ქვეყანაში ვითარების არევა და საკმაოდ ეფექტიანი იყო ამ თვალსაზრისით კანდიდატის სტატუსი, როგორც ინსტრუმენტი. ამ კუთხით, მოლაპარაკებების გახსნას ვერ ექნება იგივე ეფექტი, ქვეყანაში არევის კუთხით, რაც ჰქონდა კანდიდატის სტატუსს. ცემი ვარაუდია, რომ შესაბამისი სუბიექტები კიდევ უფრო პრაგმატულად მიუდგებიან ამ ტემას. არ გამოვრიცხავ არც წელს მოლაპარაკებების გახსნას. ომი გრძელდება, ალბათობა უფრო ნაკლებია, ამ პირობებშიც შესაძლებელია, ყველაფერი მოხდეს წელს, მითუმეტეს, რომ ნათქვამი აქვს მილიონ სუბიექტს, მათ შორის, საქართველოში ოპოზიციას, რომ კანდიდატის სტატუსი ენიჭება არა ხელისუფლებას, არამედ, ხალხს, ანალოგიურად, უნდა ვიგულისხმოთ, რომ მოლაპარაკებები უნდა გაუხსნან ხალხს და არა ხელისუფლებას. რატომ უნდა უთხრან ქართველ ხალხს უარი მოლაპარაკებების გახსნაზე, მით უმეტეს, რომ ეს არის მთლიანად ტექნიკური საკითხი.  ჩვენს ქვეყანას აქვს კანდიდატის სტატუსი და ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად სწრაფად ვიაროთ წინ, თუმცა, ყველაფერში უნდა ვიყოთ პრაგმატულები, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე ოპოზიციის წარმომადგენლებს გაუჭირდებათ თავის მართლება, თუმცა სხვა გზაც არ აქვთ, როდესაც მათ ხელს ადებენ მკვლელობის მცდელობაზე, ბუნებრივია, თავი უნდა იმართლონ

ოპოზიციის წარმომადგენლებს გაუჭირდებათ თავის მართლება, თუმცა სხვა გზაც არ აქვთ რეალურად, როდესაც მათ ხელს ადებენ მკვლელობის…

ირაკლი კობახიძე – ევროინტეგრაცია ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია, როგორც კი ომი დასრულდება, რადიკალურად შეიცვლება მიდგომები საქართველოს მიმართ, შესაბამისად, ძალიან მარტივად განვაგრძობთ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე

ევროინტეგრაცია – ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა, ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, – ამის შესახებ…

ირაკლი კობახიძე -ჩინეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობე ბის გაღრმავება  არის არა ალტერნატივა დასავლეთთანურთიერთობების გაღრმავებისთვის, არამედ,ეს არის შემავსებელი ფაქტორი

ჩინეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება არის არა ალტერნატივა დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის, არამედ, ეს არის შემავსებელი ფაქტორი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ჩინეთთან  ურთიერთობები არის არა საპირწონე, არამედ, პირიქით, შემავსებელი ფაქტორი დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის. „ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა საკუთარ გამოსვლაში ორიოდე კვირის წინ და აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ჩინეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება არის არა ალტერნატივა დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის, არამედ, ეს არის შემავსებელი ფაქტორი. მე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ისტორიულად ჰქონდა ყოველთვის თავისი მისია, ეს იყო დამაკავშირებელი მისია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ევროპასა და აზიას შორის და ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ამ ფუნქციის მაქსიმალურად აღდგენა ჩვენი ქვეყნისთვის. ტუ ორივე მხარეს არ გააღრმავებ თანამშრომლობას, ეს ფუნქცია ვერ აღდგება, მათ შორის, ვაჭრობის, ეკონომიკისა და პოლიტიკური დაკავშირების კუთხით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ყველა მიმართულებით მაქსიმალურად გავაღრმავოთ ურთიერთობები, იქნება ეს დასავლეთი თუ აღმოსავლეთი და ეს არის ჩვენი პოლიტიკის შინაარსიც. აქედან გამომდინარე, ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობების გაღრმავება არის არა საპირწონე, არამედ, პირიქით, შემავსებელი ფაქტორი, იმ ურთიერთობების გაღრმავებისთვის, რომელიც დაკავშირებულია დასავლეთთან“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილი არის მთავარი გარანტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში არის მშვიდობა და ქვეყანა სტაბილურად ვითარდება, შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ის დანაშაულებრ ივი გეგმების მთავარი ადრესატი იყო

ჩვენ ვნახეთ ტერორისტული აქტი, მკვლელობის მცდელობა სლოვაკეთში, ვნახეთ ტერორისტული აქტი, მკვლელობის მცდელობა აშშ-ში, ერთი და იგივე…

ირაკლი კობახიძე -გამჭვირვალობის კანონის საკონსტიტუციო სასამართლო ში შეტანით სალომეზურაბიშვილმა თავადვე აღიარა, რომ ისარის კონსტიტუციისდამრღვევი და არალეგიტიმური პრეზიდენტი

პრეზიდენტი პირდაპირ დაეთანხმა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაციას და შესაბამისად, იმ დასკვნას, რომელიც დაიდო თავის დროზე მოსამართლეების მხრიდან, თავადვე აღიარა, რომ ის არის კონსტიტუციის დამრღვევი და შესაბამისად, არალეგიტიმური პრეზიდენტი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამჭვირვალობის კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელი იმდენად დაცლილია სამართლებრივი საფუძვლისგან, როგორ შეიძლება, რომ ის იყოს წარმატებული. „მთლიანად რადიკალური ოპოზიცია არათუ ეჭვქვეშ აყენებდა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაციას ორიოდე თვის წინ, როდესაც იმპიჩმენტთან დაკავშირებით გამოცხადდა დასკვნა, არამედ პრაქტიკულად მონებად გამოაცხადეს საკონსტიტუციო სასამართლოს ექვსი მოსამართლე. ახლა ამ ადამიანებმა, რამდენად ყალბები არიან, და როგორი ორმაგი სტანდარტები მოქმედებს, მონებად გამოცხადებულ ექვს მოსამართლეს მიმართეს სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით. როგორი სიყალბეა წარმოიდგინეთ ამ სარჩელით თავად სალომე ზურაბიშვილმა აღიარა, რომ არის არალეგიტიმური პრეზიდენტი. მანამდე ჰქონდა ხელში ჩასაჭიდი ის, რომ მონებს ეძახდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს და ამით ამართლებდა მის მიერ კონსტიტუციის დარღვევას და ახლა ლეგიტიმაცია აღიარა. პრეზიდენტი პირდაპირ დაეთანხმა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაციას და შესაბამისად იმ დასკვნას, რომელიც დაიდო თავის დროზე მოსამართლეების მხრიდან. თავადვე აღიარა, რომ ის არის კონსტიტუციის დამრღვევი და შესაბამისად, არალეგიტიმური პრეზიდენტი. ასეთ ტყუილში ცხოვრობენ თავად და საკუთარ თავს და საკუთარ მხარდამჭერებს აცხოვრებენ ასეთ ტყუილში. ასეთი ძალები ვერ იქნებიან წარმატებული მათ შორის ვერც სარჩელებში. ამ კონკრეტულ სარჩელს რაც შეეხება, იმდენად დაცლილია სამართლებრივი საფუძვლისგან, როგორ შეიძლება, ეს იყოს წარმატებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ერთადერთი რამ რაც წერია კანონში, არის ის, რომ ენჯეობმა წელიწადში ერთხელ უნდა წარადგინონ საკუთარი ფინანსური დეკლარაცია, ანუ გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტზეა საუბარი, რაც არის ევროპული დემოკრატიის მინიმალური სტანდარტი. „ამაზე როცა შეგაქვს სამართლებრივი სარჩელი, ეს მეტყველებს, რომ არც სამართლებრივი კვალიფიკაცია აქვთ ამ ადამიანებს და კეთილსინდისიერებასთან აქვთ სერიოზული პრობლემები. ასეთი სარჩელი თავისი არსით არ შეიძლება, იყოს წარმატებული გამომდინარე იქიდან, რომ გამჭვირვალობა ცუდია, არ შეიძლება, იყოს მტკიცების საგანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.