კეზერაშვილს აქვს მიღებული გარანტიები, იმის სანაცვლოდ, რომ უნდა დახარჯოს ფული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ საქართველოში, რაც არის…
დღე: ივლისი 26, 2024
თეა წულუკიანი – მოხარული ვართ, რომ პრემიერ-მინისტრი ეწვია ლევილის მამულს, ვინაიდან საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ვახორციელებთ მასშტაბურ რეაბილიტაციას, რომელიც 2026 წლის 17 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს
ძალიან მოხარული ვართ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეწვია ლევილის მამულს, ვინაიდან საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ვახორციელებთ ჩვენ აქ…
თეა წულუკიანი – გვაქვს მოლოდინი, რომ პარიზის ოლიმპიადაზე ქართული დროშა ძალიან ბევრჯერ იქნება პედესტალზე და ქართული ჰიმნი რაც შეიძლება ხშირად შესრულდება
პარიზის ოლიმპიადაზე გვაქვს მოლოდინი ძალიან ბევრი ოქროს და ყველა სინჯის მედლის, ასევე მოლოდინი გვაქვს, რომ ქართული…
ირაკლი კობახიძე – ოპოზიციამ გადაწყვიტა, წინასაარჩევნოდ გახდეს „პრორუსული“, ხალხს არაფერი ავიწყდება, მატყუარა პოლიტიკოსებს საზოგადოება მხარს არ დაუჭერს
ოპოზიციამ გადაწყვიტა, წინასაარჩევნოდ გახდეს „პრორუსული“, ხალხს არაფერი ავიწყდება, მატყუარა პოლიტიკოსებს საზოგადოება მხარს არ დაუჭერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ პრორუსები გახდნენ და გააკეთონ შესაბამისი განცხადებები, ეს ყველაფერი მეტყველებს ორმაგ სტანდარტებზე. „ოპოზიციამ გადაწყვიტა, წინასაარჩევნოდ გახდეს „პრორუსული“. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ პრორუსულ ხელისუფლებად გვაცხადებდნენ იმის გამო, რომ არ დავაწესეთ სანქციები, ვიღებდით რუს ტურისტებს საქართველოში და ა.შ. ახლა რის გამოც გვაცხადებდნენ ჩვენ პრორუსულ ხელისუფლებად, იმას საუბრობენ თავად. საუბრობენ, რომ უნდა ვიყოთ ხელგაშლილი რუსი ტურისტების მიმართ, არ უნდა დავაწესეთ სანქციები რუსეთის მიმართ და ა.შ. დღეს ალბათ ყველამ მოისმინა პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგი ამ თემასთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილმა დეტალურად გაიხსენა თითოეული თემა, რომელიც იყო მიმართული იქითკენ, რომ საქართველო გამხდარიყო არამხოლოდ რისკის ქვეშ მყოფი ქვეყანა, არამედ ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში, ეს არის განცხადებები, ეს არის არქივი, რომელსაც ვერ გაექცევიან ეს პოლიტიკური ძალები. დღეს ხედავენ ისინი როგორია საზოგადოების განწყობა. საზოგადოება აფასებს იმ მიდგომას, რომელიც ჰქონდა ჩვენს ხელისუფლებას ამ ორი წლის განმავლობაში, რის გამოც ჩვენ ოპოზიციამ და მათმა მეგობრებმა გამოგვაცხადეს პრორუსულ ძალად და ახლა თავად გადაწყვიტეს, რომ პრორუსები გახდნენ და გააკეთონ შესაბამისი განცხადებები. ეს ყველაფერი ერთი – მეტყველებს ორმაგ სტანდარტებზე და მეორე – ისინი გათვლებს აკეთებენ არასწორად, მათ ჰგონიათ, რომ ხალხი მარტივად შეიძლება, ხალხი მოატყუონ და ხალხს შეიძლება, დაავიწყდეს ის, რაც ხდებოდა გასული ორი წლის განმავლობაში. ხალხს არაფერი ავიწყდება, აქედან გამომდინარე, ისინი იმ 30 პროცენტამდე შედეგსაც ვერ მიიღებენ, მე ასე მგონია, რაც დღემდე ჰქონდათ რეიტინგების მიხედვით. რა თქმა უნდა, მატყუარა პოლიტიკოსებს საზოგადოება მხარს არ დაუჭერს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერი – იყო პირდაპირი ძალისხმევა, რომ საქართველო ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში, რაც არ გავაკეთეთ, კონკრეტული ძალები არიან გაღიზიანებული, თუმცა ბოლომდე უნდა დავდგეთ ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე
იყო პირდაპირი ძალისხმევა იმისათვის, რომ საქართველო ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში, საქართველოში გახსნილიყო მე-2 ფრონტი, რაც ჩვენ არ…
ირაკლი კობახიძე – არ შეიძლება ერთი მხრივ, თუნდაც ფორმალურად გერქვას მიუკერძოებელი დამკვირვებელი და მეორე მხრივ, პირდაპირ იყო ჩართული ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში
არ შეიძლება ერთი მხრივ, თუნდაც ფორმალურად გერქვას მიუკერძოებელი დამკვირვე – ბელი და მეორე მხრივ, პირდაპირ იყო ჩართული ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ვინც არ უნდა დააფინანსოს რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია, მათი რეიტინგი დარჩება ის, რაც არის. „რა თქმა უნდა, აქ არის სრული შეუთავსებლობა. არ შეიძლება ერთი მხრივ, თუნდაც ფორმალურად გერქვას მიუკერძოებელი დამკვირვებელი და მეორე მხრივ, პირდაპირ იყო ჩართული ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში. ეს აბსოლუტური შეუთავსებლობაა, თუმცა, ეს ყველაფერი არსებით გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზე, მაგრამ დარღვევა რჩება დარღვევად და წინააღმდეგობა რჩება წინააღმდეგობად – არ შეიძლება გერქვას დამკვირვებელი ფორმალურად მაინც და ამავდროულად, იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. შედეგზე ეს გავლენას ვერ მოახდენს. ვინც არ უნდა დააფინანსოს რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია, მათი რეიტინგი დარჩება ის, რაც არის. არანაირი რესურსი დღეს შესაბამის ძალებს არ აქვთ იმისათვის, რომ რადიკალურ ოპოზიციას მოუმატონ რეიტინგი, თუმცა ვხედავთ ამის მცდელობას. ეს არის უსუსური მცდელობა, რომ ერთი პროცენტი მაინც მოუმატონ რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, თუმცა, ესეც არის წარუმატებლობისთვის განწირული“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი,უძვირფასესი მემკვიდრეობა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები 2026 წლის ბოლომდე დასრულდება
ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა, ლევილში 2026 წლის ბოლომდე დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მომავალი თაობებისთვის მემკვიდრეობის შენარჩუნებას ემსახურება ის სამუშაოები, რომელიც ახლა ლევილში მიმდინარეობს. „ჩამოვედით ლევილის მამულში, სადაც მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის. ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა. რა თქმა უნდა, მამულის რეაბილიტაცია არის ძალიან მნიშვნელოვანია. 2026 წლის ბოლომდე დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენ უნდა შევუნახოთ მომავალ თაობებს ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა და ამას ემსახურება სამუშაოები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე – ყველანაირი სასტარტო საფუძველი გვაქვს იმისთვის,რომ რაც შეიძლება მეტი მედალი მოვი- გოთ და მეტი ჩემპიონი გვყავდეს ამ ოლიმპიადაზე
ყველანაირი სასტარტო საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მედალი მოვიგოთ და მეტი ჩემპიონი გვყავდეს ამ ოლიმპიადაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა. მთავრობის მეთაურმა ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიადაზე წარმატებები უსურვა. „დღეს გაიხსნება ოლიმპიადა, 26 რიცხვში. 26 კარგად გვაქვს დაცდილი,აქედან გამომდინარე, დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ოლიმპიადა იქნება სარეკორდო ჩვენთვის, მოპოვებული მედლების თვალსაზრისით. გვყავს არაჩვეულებრივი გუნდი, რომ გადახედოთ შემადგენლობას, საუკეთესო შემადგენლობაა ჩვენიო სპორტსმენების, რომლებიც ჩამოვიდნენ პარიზში ოლიმპიადაზე. აქედან გამომდინარე, ყველანაირი სასტარტო საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მედალი მოვიგოთ, რაც შეიძლება მეტი ჩემპიონი გვყავდეს ამ ოლიმპიადაზე. ყველა ჩვენს სპორტსმენს ვუსურვებ გამარჯვებას“, – განაცხადა პრემიერმა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, „მთავარი არხის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, „მთავარი არხის“ ჟურნალისტის…
საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო მოსამსახურეების მორიგი ნაკადი შეემატა
საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო მოსამსახურეების მორიგი ნაკადი შეემატა ახალქალაქში, უფროსი სერჟანტის ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო…
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება. მთავრობის მეთაური საფრანგეთის დედაქალაქში ვიცე-პრემიერთან, კულტურისა…
მსოფლიოში ყველაზე რეიტინგული ტელევიზია CCTV საქართველოს ტურისტულიპოტენციალის შესახებ გადაცემას ამზადებს
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის CCTV გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს. მსოფლიოში ყველაზე მაღალ რეიტინგული ტელევიზიის…
DRG დაფინანსების მოდელის მიმდინარეობის საკითხზე, მორიგი სამუშაო შეხვედრა, ზუგდიდში გაიმართა
სამედიცინო დაწესებულებების მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით(DRG) დაფინანსების მოდელის მიმდინარეობის საკითხზე, მორიგი სამუშაო შეხვედრა,ზუგდიდში გაიმართა. სამეგრელო –…
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრიფინგი
ბოლო პერიოდში ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკას საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის სანქციების არდაწესების პოლიტიკის მიმართ. ადამიანები,…
გიორგი გამსახურდია: ყველანაირი რეგრესი, რაც ჩვენ ქვეყანას თავზე დაატყდა 12 წლის მანძილზე, ყველაფერი გახარიას და მისი ბრბოს მმართველობის ჟამს მოხდა
“ეს გახარია და თავისი ამფსონები რომ იბრალებენ პოლიტიკოსები ვართო, რანაირი პოლიტიკოსები არიან გახარიადან დაწყებული მაინტერესებს? ყველანაირი…