ირაკლი კობახიძე  –  საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ხვდება და აქვს სწორი შეფასებები  ყველაფერთან დაკავშირებით, სწორედ ამის შედეგია, რომ  ძალიან სერიოზული წნეხის მიუხედავად 2022 წლიდან დღემდე მოვახერხეთ ქვეყანში მშვიდობის შენარჩუნება

ჩვენ არაერთხელ დავაკონკრეტეთ, რომ „გლობალური ომის პარტიაში“ არ ვგულისხმობთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს, –  ამის…

ირაკლი კობახიძე – „ნაცმოძრაობას“ პრაქტიკულად მონოპოლიზებული ჰქონდა თითქმის მთელი საუნივერსიტეტო სივრცე, როგორც სახელმწიფო სექტორში, ისე კერძო სექტორში, პოლიტიკური მოსაზრებებით უამრავი არაკვალიფიციური პროფესორი დანიშნეს უნივერსიტეტებში

უამრავი კვალიფიციური ლექტორი გააგდეს უნივერსიტეტებიდან პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე და უამრავი არაკვალიფიციური პროფესორი დანიშნეს უნივერსიტეტებში, ეს იყო…

დავით ქართველიშვილი: სასამართლო, სადაც საჯაროდ “გაიროზგა” ზურაბიშვილის უფლებადამცველები, სასამართლო, რომელმაც ზურაბიშვილის ქმედებები ოფიციალურად ცნო არაკონსტიტუციურად, დღეს ზურაბიშვილის უკანასკნელი იმედის ინსტანციად იქცა

“დასრულდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მორიგი “მასტერ-კლასი” ქართველი ტელეჟურნალისტების ერთი ნაწილისთვის. ყოველთვის მიკვირს, რისი იმედი აქვთ, პარტიულ…

ირაკლი კობახიძე  –  ვიმოქმედებთ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით და ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლო- ბაში გაიხსნება საარჩევნო უბანი

საარჩევნო უბანი გაიხსნება ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერმა…

ირაკლი კობახიძე -ამნისტიის კანონპრო ექტი  დაბალანსებულია, მხედველობაშია მიღებული, რომ არ უნდა გაუარესდეს  კრიმინოგენური ვითარება, როდესაც ოპოზიცია მხარს არ უჭერს ამნისტიის  შესახ ებ კანონს, ამით ის უპირისპირდება საზოგადოების ინტერესებს

ამნისტიის კანონპროექტი  დაბალანსებულია, კერძოდ, მაქსიმალურად მხედველობაშია მიღებული ის, რომ არ უნდა გაუარესდეს ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ამ ვითარებაში ოპოზიცია მხარს არ უჭერს ამნისტიის შესახებ კანონს, ამით ის კიდევ ერთხელ უპირისპირდება საზოგადოების საერთო ინტერესებს. „თქვენ გახსოვთ, ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები თვითონ ითხოვდნენ ამნისტიის კანონის მიღებას. ჩვენ დავაინიცირეთ ისეთი კანონპროექტი, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ციხეების განტვირთვას და ასეულობით პატიმარი გათავისუფლდება პირველივე წელს ამნისტიის კანონის საფუძველზე. ამასთან ერთად, დაბალანსებულია ეს კანონპროექტი. კერძოდ, მაქსიმალურად მხედველობაშია მიღებული ის, რომ არ უნდა გაუარესდეს ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება. სწორედ ამ პრინციპით არის შედგენილი ამნისტიის კანონი. როდესაც ამ ვითარებაში ოპოზიცია მხარს არ უჭერს ამნისტიის შესახებ კანონს, ამით ის კიდევ ერთხელ უპირისპირდება საზოგადოების საერთო ინტერესებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – სიის წარდგენამდე დარჩენილია ორი თვე და ტრადიციულადბოლო დღეს შეაქვთ ხოლმე პოლიტიკურ პარტიებს სიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში – ჩვენც  ასე  ვიმოქმედებთ, თუმცა, მანამდე სიის გარკვეული ნაწი ლი საზოგადოებისთვის გახდება  ცნობილი

სიის წარდგენამდე დარჩენილია ორი თვე და ტრადიციულად, ბოლო დღეს შეაქვთ ხოლმე  პოლიტიკურ პარტიებს სიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში – ჩვენც ასე ვიმოქმედებთ -სია შევა იურიდიულად გათვალისწინებულ ბოლო დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი  კობახიძემ  ჟურნალისტებს  ხაშურში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აგვისტოს დასაწყისიდან რეგიონებში იქნება შეხვედრები  მოსახლეობასთან. „სამი თვე არის დარჩენილი არჩევნებამდე. რაც შეეხება სიის წარდგენას, სიის წარდგენამდე დარჩენილია ორი თვე და ტრადიციულად, ბოლო დღეს შეაქვთ ხოლმე პოლიტიკურ პარტიებს სიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ჩვენც ასე ვიმოქმედებთ. სია შევა იურიდიულად გათვალისწინებულ ბოლო დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, თუმცა, მანამდე სიის გარკვეული ნაწილი ალბათ საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. რაც შეეხება რეგიონებში გასვლას, ჩვენ ალბათ აგვისტოს დასაწყისიდან გავალთ რეგიონებში, გვექნება შეხვედრე ბი მოსახლეობასთან. სხვადასხვა ფორმატში გაიმართება ეს შეხვედრები. წინასაარჩევნო პერიოდი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მჭიდრო, უშუალო კომუნიკაცია ჰქონდეთ ჩვენს წარმომადგენლებს მოსახლეობასთან და ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად  გამოვიყენებთ. რაც შეეხება დაპირებებს, დაპირებები იქნება ასახული ჩვენს საარჩევნო პროგრამაში. ეს დაპირებები მოიცავს ქვეყნის განვითარების აბსოლუტურად ყველა სფეროს. ეს  არის ეკონომიკა, სოციალური საკითხები, საგარეო პოლიტიკური საკითხები, განათლება,  კულტურა, სპორტი. ყველა მიმართულებით გვექნება დაპირებები, მაგრამ ჩვენი მთავარი დაპირება არის ის, რაც არის გამოხატული ჩვენს საარჩევნო სლოგანში – ღირსებით  გავაგრძელებთ ჩვენი პოლიტიკის წარმოებას. ჩვენ შევუნარჩუნებთ ამ ქვეყანას …

ირაკლი კობახიძე –  დღეს  ნატოს მხრიდან არ ისმის  აქტიური  საუბარი გაფართოებასთან დაკავშირებით, რასაც აქვს კონკრეტული მიზეზები

დღეს ნატოს მხრიდან არ ისმის აქტიური საუბარი გაფართოებასთან დაკავშირებით, რასაც  აქვს კონკრეტული მიზეზები,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა. პრემიერის თქმით, ნატოს არ აქვს დღეს გაფართოების ამოცანა, იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც არის შექმნილი რეგიონში. „თვითონ ნატოს არ აქვს დღეს გაფართოების ამოცანა, იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც არის შექმნილი რეგიონში. უკრაინის კუთხით, საქართველოს კუთხით გაფართოებაზე ნატო აქტიურად ვერ საუბრობს, როდესაც ვითარება შეიცვლება რეგიონში, როდესაც დამშვიდდება ვითარება, იქ შეიძლება საერთო მოცემულობაც შეიცვალოს, მაგრამ დღეს ნატოს მხრიდან არ ისმის აქტიური საუბარი გაფართოებასთან დაკავშირებით, რასაც აქვს კონკრეტული მიზეზები“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი  – როგორც არ უნდა გაერთიანდეს რომელიმე ოპოზიციური პარტია სხვა პარტიებთან, საერთო კონფიგურაცია ვერ შეიცვლება, ამ არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“

ჩვენ დღევანდელი მოცემულობით გვაქვს, დაახლოებით, 60% მაჩვენებელი. ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა გაერთიანდეს რომელიმე ოპოზიციური პარტია…

ირაკლი კობახიძე – თუ ვინმე წარმოადგენს ამნისტიის კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიას, მზად ვართ, განვიხილოთ, მაგრამ ალტერნატივასაც ვერავინ გვთავაზობს, ამიტომ ოპოზიციის კრიტიკა არის აბსოლუტურად უსაფუძვლო

თუ ვინმე წარმოადგენს ალტერნატიულ ვერსიას, რომელიც თან განტვირთავს ციხეებს და თან არ გააუარესებს ქვეყანაში კრიმინოგენურ ვითარებას,…

„საქართველო ჩამოვიდა სტუმრის სტატუსით და აღმოჩნდა მასპინძელი NationalGeographic Traveller Food Fest-ზე“-გურამ ბაღდოშვილი

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდ ბრიტანეთში,ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival-ზე, პირველად მიიღომონაწილეობა.საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე…

ირაკლი კობახიძე – ლატვიის პრეზიდენტი რამდენიმე თვის წინ ითხოვდა რუსეთისთვის საქართველოს მხრიდანსანქციების დაწესებას, ასეთი მოთხოვნების ფონზე მისი არც ერთ განცხადება არ  უნდა გაგვიკვირდეს

ლატვიის პრეზიდენტი რამდენიმე თვის წინ ითხოვდა რუსეთისთვის საქართველოს მხრი დან სანქციების დაწესებას, ასეთი მოთხოვნების ფონზე მისი არც ერთ განცხადება არ უნდა გაგვიკვირდეს, – ამის  შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,  ირაკლი  კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ლატვიის პრეზიდენტი გამოირჩევა ისეთი განცხადებებით, რომლებითაც მთელი რიგი სხვა პოლიტიკოსები არ გამოირჩევიან. „ლატვიის პრეზიდენტი რამდენიმე თვის წინ ითხოვდა რუსეთისთვის საქართველოს მხრიდან სანქციების დაწესებას. ასეთი მოთხოვნების ფონზე მისი არც ერთ განცხადება არ უნდა გაგვიკვირდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ იქნება ეს გამოყენებული ოპოზიციის მხრიდან, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ გამოყენებული იქნება, თუმცა ეს მათი საქმეა. „საზოგადოებას ეს არ აინტერესებს. როდესც საზოგადოება ისმენს უცხოელი პოლიტიკოსებისგან სამართლიან განცხადებებს, ეს არის საინტერესო, როცა ისმენს უსამართლო განცხადებებს, ეს არ არის საინტერესო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – დღეს ოპოზიციის რიტორიკა შეიცვალა, რადგან ტრამპი  მათი გათვლებით, დიდი ალბათობით,  იგებს არჩევნებს, თუმცა ვერავინ დაივიწყებს იმ უხეშ რიტორიკას, რომელსაც  ისინი იყენებდნენ წლების განმავლობა ში

დღეს ოპოზიციის რიტორიკა შეიცვალა, რადგან ტრამპი მათი გათვლებით, დიდი ალბათობით, იგებს არჩევნებს, თუმცა ვერავინ დაივიწყებს იმ უხეშ რიტორიკას, რომელსაც ისინი იყენებდნენ წლების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიცია შეურაცხმყოფელი, უხეში ტერმინებით მოიხსენიებდა ტრამპს.  „ოპოზიცია არა მხოლოდ აკრიტიკებდა ტრამპს, გახსოვთ როგორი უხეში, შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებდნენ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს. დღეს მათი რიტორიკა შეიცვალა, რადგან ტრამპი მათი გათვლებით, დიდი ალბათობით იგებს არჩევნებს, თუმცა ვერავინ დაივიწყებს იმ უხეშ რიტორიკას, რომელსაც ისინი იყენებდნენ წლების განმავლობაში. ტრამპის მოგების შემთხვევაში უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება, ვიდრე სხვა შემთხვევაში დასრულდებოდა, შესაბამისად, რეგიონი უფრო მალე დამშვიდდება და ასეთ ვითარებაში საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება, იქნება მეტი სამართლიანობა საქართველოს მიმართ. როდესაც მაგალითად, 2022 წლის ივნისში საქართველოს არ მიენიჭა  კანდიდატის სტატუსი, იმ დროს როდესაც მიენიჭა დსთს წევრ მოლდოვას, ეს იყო უხეში  უსამართლობა, ასეთი უსამართლობა მე მგონია, რომ აღარ მოხდება, იმ  შეთხვევაში, თუ  რეგიონში ვითარება მალე დამშვიდდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სამუშაო შეხვედრა მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზე

საქართველოს უზენაესი, სააპელაციო, საქალაქო და რაიონული სასამართლოებისადმინისტრაციული საქმეების განმხილველ მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზესამუშაო შეხვედრა გაიმართა.ღონისძიება იუსტიციის უმაღლესი…

ირაკლი კობახიძე – ტრამპი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და შესაბამისად, დამშვიდდება ჩვენი რეგიონი, რაც შეცვლის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართაც

ტრამპი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და შესაბამისად, უფრო მალე დამშვიდდება ჩვენი რეგიონი,…

ირაკლი კობახიძე  – ფაქტი, რომ NGO-ები და პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთ ან არიან შერწყმული, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ აუცილებელი იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება

ის ფაქტი, რომ NGO-ები და პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან არიან შერწყმული, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელი…