მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებმაც ოქტომბერში კიდევ ერთხელ უნდა თქვან გადამწყვეტი სიტყვა და…
დღე: ივლისი 16, 2024
ირაკლი კობახიძე-უპრეცედენტო ზეწოლის, რევოლუციის ორი მცდელობის და ხელოვნურად შექმნილი რყევების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა, წარმატებით დაუპირისპირდა ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას და დაიცვა ტრადიციული ფასეულობები
„უპრეცედენტო ზეწოლის, რევოლუციის ორი მცდელობის და ხელოვნურად შექმნილი რყევების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა, უზრუნველყო…
ირაკლი კობახიძე- პარტიის დაფუძნებიდან 12 წლის თავზე, „ქართულ ოცნებას“ ექნება საკუთარი, თანამედროვე ოფისი, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ
„როგორც მოგეხსენებათ, დღეს ვხსნით „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას და „ქართული ოცნების“ ახალ ცენტრალურ ოფისს. პარტიის დაფუძნებიდან…
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე
მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მივესალმები პარტიის თავმჯდომარეს,…
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე
მივესალმები ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მივესალმები ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს,…
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის სიტყვით გამოსვლა “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე
მოგესალმებით ქალბატონებო, მოგესალმებით ბატონებო,მივესალმები მოწვეულ სტუმრებს, მივესალმები „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს, დაწყებული ბატონი ბიძინა ივანიშვილით, ჩვენი…
ირაკლი ღარიბაშვილი-ისტორიული გამარჯვებიდან 12 წლის შემდეგ, ყველამ ნათლად დაინახა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენმა გუნდმა ჩვენი ქვეყანა, გადარჩენის და გამარჯვების გზაზე ატარა
„ისტორიული გამარჯვებიდან 12 წლის შემდეგ, ყველამ ნათლად დაინახა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენმა გუნდმა, ქართულმა ოცნებამ…
ირაკლი ღარიბაშვილი-მმართველი პარტია ახალ ოფისს ხსნის და ამავდროულად, ოფიციალურად იწყებს წინასაარჩევნო კამპანიას, რომელიც ჩვენი ბრძენი, ამაყი და ღირსეული ქართველი ხალხის ნებით, ქართული ოცნების ძლიერი გამარჯვებით დასრულდება
„დღეს აქ საპატიო მიზეზით შევიკრიბეთ და ჩემთვის დიდი პატივია, როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, დღევანდელი ღონისძიება გახსნილად…
დავით ქართველიშვილი: დაიწყო ადგილობრივი ლიბერალ-ფაშისტების მზადება ოლიმპიური ჩემპიონების დაცინვა, შეურაცხყოფა, ბულინგის კამპანიის საწარმოებლად
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს მთავრობის მიერ ოლიმპიური ჩემპიონებისთვის 1 მილიონ ლარის გადაცემის დაპირებას…
„ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე
მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო მეგობრებო,მივესალმები აქ შეკრებილ პატივცემულ საზოგადოებას, მთავრობის მეთაურს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ქალაქის მერს,…
დავით ქართველიშვილი ჟურნალ Compact-ის დახურვაზე: განხორციელდა ოპერაცია “იმედი-2007”-ის გერმანული, უფრო სწორად, ლიბერალ-ფაშისტური ვარიანტი
„გრძელდება ლიბერალური ფაშიზმის შეტევა თავისუფლებაზე, აზროვნების და სიტყვის გამოხატვის უფლებაზე, სიმართლეზე, სამართლიანობაზე – ამჯერად გერმანიაში,“ –…
რატი ბრეგაძე-გავრცელებული ინფორმაცია მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ დეზინფორმაციაა
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გავრცელებულ ინფორმაციას მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ დეზინფორმაცის უწოდებს და მიაჩნია , რომ…
კახა კალაძე ოლიმპიადის მონაწილეებს: დარწმუნებული ვარ, იმ სიხარულს, რომელიც ჩვენმა ფეხბურთელებმა ქართველ ხალხს აჩუქეს, გააგრძელებთ თქვენი წარმატებებით ოლიმპიადაზე
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დღეს პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენთა ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას…
პრემიერი ქართველოლიმპიელებს -თითოეული აფრიალებული დროშა, აჟღერებული ჰიმნი არის განსაკუთრებული სიამაყის საგანი ყველა ჩვენგანის თვის
ქართული სპორტი ვითარდება, აღწევს მეტ და მეტ წარმატებას და ეს წარმატებული გზა უნდა გააგრძელოთ თქვენ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა სპორტის გუნდურ სახეობებში, ბოლო პერიოდის განმავლობაში, მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო გამორჩეული ქვეყანაა თავისი ოლიმპიური ტრადიციებით. ირაკლი კობახიძემ ვეტერან ოლიმპიელების ამ უდიდესი ტრადიციის შექმნისთვის მადლობა გადაუხადა. „თქვენ იცით, რომ ქართული სპორტი ადგას განსაკუთრებული წარმატების გზას და იცით, რომ განსაკუთრებით, გუნდურ სახეობებში, ბოლო პერიოდის განმავლობაში გვაქვს ძალიან დიდი წარმატებები. პირველად ისტორიაში, ჩვენმა გუნდებმა სხვადასხვა სახეობაში მიაღწიეს განსაკუთრებულ წარმატებას. ჩვენმა ფეხბურთელებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატში, გავიდნენ ჯგუფიდან, ეს იყო ძალიან დიდი წარმატება. ჩვენმა კალათბურთელებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატში, სადაც 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ. ძალიან დიდი წარმატება ჰქონდათ ჩვენს წყალბურთელებს, გავიდნენ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე, რაგბისტებმა მოუგეს 6 ერის გუნდებს, ხელბურთელები პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ სპორტი ვითარდება, აღწევს მეტ და მეტ წარმატებას და ეს წარმატებული გზა უნდა გააგრძელოთ თქვენ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. მე გადავხედე ჩვენი ოლიმპიური გუნდის შემადგენლობას და ეს შემადგენლობა არის ნამდვილად ძალიან გამორჩეული და შთამბეჭდავი. მრავლად არიან გუნდში ოლიმპიური ჩემპიონები, ოლიმპიური პრიზიორები, მსოფლიო ჩემპიონატების ჩემპიონები და პრიზიორები, ევროპის პირველობების ჩემპიონები და პრიზიორები და ეს ყველაფერი ძალიან დამაიმედებელია. დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისად, გამორჩეულად წარმატებული იქნება პარიზის ოლიმპიური თამაშები ჩვენი გუნდისთვის მოგებული მედლებისა და მოგებული პირველი ადგილების თვალსაზრისით. თითოეული აფრიალებული დროშა, აჟღერებული ჰიმნი არის განსაკუთრებული სიამაყის საგანი თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენი პატარა ქვეყანა არის გამორჩეული თავისი ოლიმპიური ტრადიციებით, აქ იყო საუბარი შედეგებზე ჩვენ, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ქართველებმა მოვიგეთ 133 მედალი ოლიმპიურ თამაშებზე, მათ შორის 41 იყო ოქროს მედალი და არანაკლებ წარმატებული იყო ჩვენი ისტორია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. მე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო ჩვენი ვეტერანი ოლიმპიელების მიმართ, რომლებმაც შექმნეს ეს უდიდესი ტრადიცია ქართული სპორტისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოს მთავრობა ოლიმპიურ ჩემპიონებს მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნებს ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებს 250 ათას ლარს გადასცემს
საქართველოს მთავრობა ოლიმპიური ჩემპიონებისთვის მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნებისთვის ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებისთვის 250 ათას ლარს გამოყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლპმიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გაგრძელდება მხარდაჭერა ქართული სპორტის, ქართველი ოლიმპიელების, ოლიმპიური გუნდის მიმართ და ეს მხარდაჭერა წლიდან წლამდე უფრო მეტად გაიზრდება. „ტრადიციულად წესდება ხოლმე პრემია ოლიმპიური თამაშების წინ და ამ შემთხვევაშიც მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი საქართველოს მთავრობის მხრიდან ოლიმპიური ჩემპიონებისთვის, ნახევარი მილიონი ლარი ვერცხლის მედლის შემთხვევაში და 250 ათასი ლარი ბრინჯაოს პრიზიორებისთვის. დარწმუნებული ვარ, თქვენ დამატებითი მოტივაცია არ გჭირდებით, იმისთვის, რომ ბოლომდე იბრძოლოთ ჩემპიონობისთვის, მაგრამ ეს არის დამატებითი ფაქტორი, რომელიც თქვენს მოტივაციას ალბათ, დამატებით აამაღლებს. მინდა, დაგპირდეთ საქართველოს მთავრობის სახელით, რომ კვლავაც გაგრძელდება მხარდაჭერა ქართული სპორტის, ქართველი ოლიმპიელების, ოლიმპიური გუნდის მიმართ და ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება წლიდან წლამდე. მინდა, გისურვოთ დიდი წარმატება ოლიმპიურ თამაშებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.