ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალაში მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია

სამუშაოები ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ, მერის პირველ მოადგილე დავით პაპაშვილთან ერთად ადგილზე დაათვალიერა. პროექტის მიხედვით,…

საინფორმაციო-სასწავლო კურსი „არჩევნებში მხარდაჭერის მიმღებ პირთა მონაწილეობის შესახებ“ შეხვედრა ჩატარდა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის და სახელმწიფო ზრუნვისა და…

ComCom-ი მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით, გორში სკოლის დირექტორებს შეხვდა

კომუნიკაციების კომისიამ, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად, გორის სკოლის დირექტორებთან…

დავით ქართველიშვილი: ვისაც გუშინდელი ზეიმი “კოგნიტიურად” შეგეხოთ – გაიხსენეთ 2008 წლის აგვისტოს “ზეიმი”

. ზეიმი – საქართველოს ოკუპაციაზე, ჩვენს დახოცილ ძმებსა და დებზე, მიწასთან გასწორებულ სოფლებზე და ათობით ათასობით…

სვიმონ ჯანგულაშვილი-მინდა ქართული, ევროპული, დემოკრატიული, ქრისტიანული საქართველო და ნამდვილად ვიცი, ლაშა ბუღაძე და ნაცების ოთხივე ტელე-კანალიზაცია, რომელთა უკანაც კეზერაშვილის, ნაყოფიას და სააკაშვილის მილიარდები დგას, ასეთ საქართველოს ვერ ააშენებენ

“არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც რობერტ სტურუას, ანზორ ერქომაიშვილს, თემურ ჩხეიძეს, ოთარ ჭილაძეს, ხვიჩა კვარაცხელიას,…

ირაკლი კობახიძე -ჩვენ ბიჭებმა გვაჩუქეს ნამდვილი სასწაული, თუმცა, ეს არ  არის დასასრული,  ეს არის მხოლოდ  დასაწყისი -სექტემბრიდან გვექნება ახალი,  საოცარი მატჩები,  სავსე ტრიბუნებით

ჩვენ ბიჭებმა გვაჩუქეს ნამდვილი სასწაული, თუმცა, ეს არ არის დასასრული, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. სექტემბრიდან გვექნება ახალი, საოცარი მატჩები, სავსე ტრიბუნებით. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების საზეიმო დახვედრა გაიმართა. მთავრობის მეთაურის თქმით, რამდენიმე წელიწადში ბიჭები ითამაშებენ ახალ, სუპერთანამედროვე სტადიონზე. „ღირსეულ ბიჭებს ღირსების ორდენები, ვულოცავ თითოეულ მათგანს. მხარდაჭერა ქართული ფეხბურთის მიმართ აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ ბიჭებმა გვაჩუქეს ნამდვილი სასწაული, თუმცა, ეს არ არის დასასრული, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. სექტემბრიდან გვექნება ახალი, საოცარი მატჩები, სავსე ტრიბუნებით. რაც შეეხება მხარდაჭერას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ დაპირებას, რომ ორიოდე წელიწადში ეს ბიჭები ითამაშებენ ახალ, სუპერთანამედროვე სტადიონზე. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე -ჩვენს ბიჭებს ნამდვილად ეკუთვნით  ასეთი მასშტაბური, ძალიან ღირსეული დახვედრა, იმიტომ,  რომ ყველაზე ღირსეული ფეხბურთელები გვყავს, კიდევ  ერთხელ მადლობა მათ

ჩვენს ბიჭებს ნამდვილად ეკუთვნით ასეთი მასშტაბური, ძალიან ღირსეული დახვედრა, იმიტომ, რომ ყველაზე ღირსეული ფეხბურთელები გვყავს, ამის  შესახებ  საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა  ჟურნალისტებს თავისუფლების მოედანზე განუცხადა, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების საზეიმო დახვედრა იმართება. მთავრობის მეთაურის თქმით, გამარჯვების მოლოდინი კიდევ არსებობს, რადგან სექტემბერში იწყება ერთა ლიგა, შემდეგ კი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი.„ჩვენს ბიჭებს ნამდვილად ეკუთვნით ასეთი მასშტაბური, ძალიან ღირსეული დახვედრა, იმიტომ, რომ ყველაზე ღირსეული ფეხბურთელები გვყავს. წარმოუდგენელი სიხარული გვაჩუქეს ამ თვეების განმავლობაში. ჯერ იყო წარმოუდგენელი მოლოდინი და მერე იყო ამ მოლოდინის წარმოუდგენელი გამართლება. კიდევ ერთხელ მადლობა მათ, ეს მადლობა ეკუთვნის თითოეულ ფეხბურთელს, მთელს ჩვენს ნაკრებს. მოლოდინი კიდევ არსებობს – სექტემბერში ერთა ლიგა იწყება, შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი და ახალი ოცნებებიც უნდა ავიხდინოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, ღირსების ორდენზე წარდგენილნი იქნენ ნაკრების ის  ფეხბურთელებიც,  რომლებიც არ  იყვნენ საკვალიფიკაციო მატჩების განაცხადში, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის  განაცხადში მოხვდნენ

პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ღირსების ორდენზე წარდგენილნი იქნენ ნაკრების ის ფეხბურთელებიც, რომლებიც არ იყვნენ საკვალიფიკაციო მატჩების განაცხადში, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის განაცხადში მოხვდნენ. ეს ფეხბურთელები არიან ჯიმი ტაბიძე, გაბრიელ სიგუა და საბა ლობჟანიძე. საქართველოს ნაკრების ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ერთობლივად მიიღეს. ნაკრებთან ერთად ღირსების ორდენით მთლიანად სამწვრთნელო შტაბი დაჯილდოვდება.