fbpx

იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი  ინოვაცია -დანაშაულის პრევენციის კურსი მასწავლებლებისათვის

ეროვნული მასშტაბის ინიციატივა შესაძლებლობას აძლევს მასწავლებლებსა და სკოლის პერსონალს, განივითარონ შესაბამისი უნარ-ჩვევები იმისათვის, რომ დროულად შეძლონ არასრულწლოვანთა შორის კანონსაწინააღმდეგო ან რთული ქცევის იდენტიფიცირება მათზე შემდგომი რეაგირებისათვის. დანაშაულის პრევენციის კურსი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანი 18 წლამდე ასაკის პირთა დანაშაულის პრევენციაა, რაც, ერთი მხრივ, დაიცავს მოზარდებს შესაძლო შეცდომების დაშვებისა და კანონთან კონფლიქტისაგან, მეორე მხრივ კი – იზრუნებს საზოგადოების უსაფრთხოებაზე. გადამზადებას საჯარო და კერძო სკოლების ყველა მასწავლებელი და შესაბამისი პერსონალი გაივლის, რითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება მათი როლი დანაშაულის ადრეული პრევენციის პროცესში და გაძლიერდება სააგენტოსთან კოორდინაციით არასრულწლოვნების შესაბამის შემთხვევებზე რეაგირება. დანაშაულის პრევენციის კურსის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ; განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა; პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილმა; დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლადო ხელაძემ. კურსი მოიცავს ისეთ თემატურ მიმართულებებს, როგორიცაა: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და არასრულწლოვანთა რეფერირება; ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებები; არასრულწლოვანთა დევიაციური ქცევა – შესაძლო გამომწვევი მიზეზები და დამცავი ფაქტორები; სკოლის როლი დანაშაულის პრევენციის პროცესში; პოზიტიური დისციპლინირების ტექნიკები მასწავლებლებისთვის კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან ურთიერთობისას; აზარტულ თამაშებსა და ნივთიერებებზე დამოკიდებულება; ვიდეოთამაშებთან დაკავშირებული აშლილობა მოზარდებში; ბავშვთა მიმართ ძალადობა და სხვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უწყებების ხელმძღვანელები, მათ შორის, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ჩაერთვებიან აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში, აგრეთვე, კურსის ბენეფიციარები – საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები.

თბილისში მიმდინარე საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის „m&i Tbilisi 2024“ მონაწილეებისთვის საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ინფო ტური გამართა

„ ევროპიდან პოტენციური დამკვეთი, სერვისის მიმწოდებელი კომპანიის და ბიზნეს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები დედაქალაქის ისტორიულ უბნებს გაეცნენ.…

ირაკლი კობახიძე -ძვირფასო აბიტურიენტებო, თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება,  რომელიც განაპირობებს თქვენს მომავალს -წარმატებას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს ამ ახალ  გზაზე

ძვირფასო აბიტურიენტებო, თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, ეტაპი, რომელიც განაპირობებს თქვენს მომავალს. წარმატებას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს ამ ახალ გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აღნიშნავს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ახალი თაობა მეტ ენერგიასა და შესაძლებლობებს გულისხმობს თანამედროვე საქართველოსთვის. „ძვირფასო აბიტურიენტებო, თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, ეტაპი, რომელიც განაპირობებს თქვენს მომავალს. წარმატებას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს ამ ახალ გზაზე. ახალი თაობა, უპირველესად, მეტ ენერგიასა და შესაძლებლობებს გულისხმობს თანამედროვე საქართველოსთვის. მჯერა, თქვენი ძალა – მიღებული ცოდნა და გამოცდილება უფრო მეტ წინსვლასა და განვითარებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნავს პრემიერი.

გურამ მაჭარაშვილი: რეზოლუციაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ამერიკის მხარემ ისეთი ცვლილებები შეიტანა, რომელიც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს

„წარმოიდგინეთ, ეს ცვლილება შეიტანა ამერიკის მხარემ, რომელიც ჩვენ მეგობრობას გვიმტკიცებს და გვეუბნება, რომ დეოკუპაციის პროცესში გვეხმარება…

მაკა ბოჭორიშვილი – ევროპულ კურსთან სპეკულაციები და ამ თემის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება მხოლოდ ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირისკენ წინსვლას

საქართველოსთვის დიდი ხნის არჩევანი არის ევროკავშირის წევრობა. კარგად ვაცნობიერებთ, რამდენი ძალისხმევაა საჭირო, რომ ამ მიზანს საბოლოოდ…

ზაალ ანჯაფარიძე: ყველას როდი გაუხარდა ის შედეგი, რაც ჩვენმა ნაკრებმა ევრო 2024-ზე აჩვენა. მათ ნაკრების ფიასკო უფრო გაუხარდებოდათ, რომ მერე ესეც საკუთარი ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ

მართალია, რომ კუზიანს მხოლოდ სამარე თუ გაასწორებსო! თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ აქ ყველას როდი გაუხარდა ის…

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს შესახებ დამატებული შესწორებები გააკრიტიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის…

ბესიკ ამირანაშვილი,სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით საგამოცდო ცენტრები 12 ქალაქშია გახსნილი. მათ შორის, ახალციხეშიც, სადაც…

„m&i Tbilisi 2024“ ფორუმის მონაწილეები თბილისის ტურისტულ ადგილებს გაეცნენ

თბილისში მიმდინარე საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის „m&i Tbilisi 2024“ მონაწილეებისთვის საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ინფო ტური…

თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე ჰექტარ ფართობზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი.ტრაგიკული…

ასპინძის მერი აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს

ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს ქვეყანაში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. მინდა ყველა აბიტურიენტს მოგილოცოთ დღევანდელი დღე და წარმატებები…

„ძალიან ვამაყობ, რომ საქართველოში ვატარებთ m&i Tbilisi 2024 ფორუმს“,- m&i-ის კომერციული დირექტორი ჰერი კაშემა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის „m&i Tbilisi 2024“ მიმდინარეობას აფასებს „m&I”-ის კომერციული დირექტორი…

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალაში მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია

სამუშაოები ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ, მერის პირველ მოადგილე დავით პაპაშვილთან ერთად ადგილზე დაათვალიერა. პროექტის მიხედვით,…

საინფორმაციო-სასწავლო კურსი „არჩევნებში მხარდაჭერის მიმღებ პირთა მონაწილეობის შესახებ“ შეხვედრა ჩატარდა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის და სახელმწიფო ზრუნვისა და…

ComCom-ი მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით, გორში სკოლის დირექტორებს შეხვდა

კომუნიკაციების კომისიამ, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად, გორის სკოლის დირექტორებთან…