fbpx

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი რუსთაველის თეატრის სპექტაკლს დაესწრო

დღეს ბოლნისის თეატრის სცენაზე შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლი „ძუნწი“ გაიმართა.

თეატრალურ წარმოდგენას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო.

გასტროლი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელდა, რომლის მიზანი რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია და ხელმისაწვდომობაა.

„დღეს ბოლნისის თეატრში შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სპექტაკლს დავესწარი. შესანიშნავმა მსახიობებმა მაღალპროფესიული სპექტაკლი წარმოგვიდგინეს. თეატრს ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მივესალმები მსგავს პროექტებსა და ინიციატივებს, რომლებიც ბოლნისელი საზოგადოების კულტურული ცხოვრების მრავალფეროვნებას ემსახურება“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება