თამარ ჩიბურდანიძე ოპოზიციას: მეტი რაღა გითხრათ პრემიერმა? წინასაარჩევნოდ თქვენს რესურსს ბოლომდე ვშიფრავთო – ახლა გაიგეთ, თუ რა მახეში შეგიტყუათ ხელისუფლებამ?

„რუსთაველზე გამართული აქციების მიზანია ყოველდღე დაძაბონ სიტუაცია, რომ შექმნან კულმინაცია, თუმცა, რამდენად აწყობთ არჩევნებამდე ხუთი თვით…

პრემიერი – თუ იქნები პრინციპული შენს გადაწყვეტილებებში, შეინარჩუნებ  მშვიდობას, სტაბილურობას და  კიდევ  უფრო წინ წახვალ  ევროინტეგრაციის მიმართულებით

ევროკავშირი მოექცა სერიოზული ზეწოლის ქვეშ და აბსოლუტურად უსამართლოდ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, რაც გამოყენებულ იქნა რევოლუციის მცდელობისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უფრო გამარტივდა ევროკავშირზე ზეწოლა სხვადასხვა მიზეზის გამო და 2022 წელს საქართველოს უსამართლოდ არ მისცეს კანდიდატის სტატუსი. მთავრობის მეთაურმა გასული წელი გაიხსენა, როდესაც კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ მმართველმა გუნდმა დადო პირობა, რომ მას ვენეციის კომისიაში გააგზავნიდნენ და კომისიის დასკვნის მიღებამდე მისი განხილვა აღარ გაგრძელდებოდა, რასაც წინააღმდეგობა მოჰყვა. „გამოვიდნენ აქაური აგენტურა და მათი მეგობრები და პირდაპირ გვითხრეს, რომ ვენეციის კომისიაში გაგზავნაც კი არ გაბედოთ. წარმოიდგინეთ, რასთან გვაქვს საქმე. ასეთ რაღაცებს რომ ვიხსენებთ, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცებს უნდათ, ეს ქვეყანა არასოდეს დაასვენონ. 2023 წელს ცდილობდნენ ვიღაცები ქვეყნის რყევას, იმას, რომ არ დაესვენებინათ, მოეწყოთ რევოლუცია და აქ არ მაქვს საუბარი ევროკავშირზე. ევროკავშირი, სამწუხაროდ, იმ მომენტში მოექცა სერიოზული ზეწოლის ქვეშ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უფრო გამარტივდა ევროკავშირზე ზეწოლა სხვადასხვა მიზეზის გამო და 2022 წელს ჩვენ უსამართლოდ, ყოველგვარი ახსნის გარეშე არ მოგვცეს 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი. რა ახსნა შეიძლება მოუძებნო, რამე ახსნა აქვს ამას? ხომ არავითარი ახსნა არ აქვს. მოლდოვას აძლევ, დსთ-ს წევრს, უკრაინას აძლევ, საქართველოს არ აძლევ. კორუფციის კუთხით იცით რა ხდება უკრაინაშიც და მოლდოვაშიც. კორუფციაში იხრჩობა ორივე ქვეყანა, პირდაპირ რომ ვთქვათ. ინსტიტუტების სისუსტე, სასამართლო პრობლემები და ა.შ. იმ ორ ქვეყანას აძლევ სტატუსს, საქართველოს – არა. ამას ხომ არავითარი ახსნა არ აქვს. მაშინ ევროკავშირი მოექცა სერიოზული ზეწოლის ქვეშ და აბსოლუტურად უსამართლოდ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, რაც გამოყენებულ იქნა რევოლუციის მცდელობისთვის. საბოლოოდ ჩვენ მოვახერხეთ, შეგვენარჩუნებინა მშვიდობა, თავიდან აგვეცილებინა დესტაბილიზაცია და ბოლოს კანდიდატის სტატუსიც მივიღეთ. თუ იქნები პრინციპული შენს გადაწყვეტილებებში, ამ შემთხვევაში იგივე შედეგს მიიღებ – შეინარჩუნებ მშვიდობას, სტაბილურობას და წახვალ კიდევ უფრო წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით. მაშინ ჩვენ პრინციპულად რომ არ გვებრძოლა და ბოლომდე არ გაგვეტანა ყველაფერი, დღეს არ გვექნებოდა არც მშვიდობა, არც სტაბილურობა და უკან მოგვრჩებოდა საერთოდ ევროკავშირი, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში ხდება. აქედან გამომდინარე, მთავარია ეროვნული ღირსების და პრინციპების ბოლომდე დაცვა. ამას თუ გავაკეთებთ, შედეგებს მივიღებთ ყველა მიმართულებით, ამ კანონსაც მივიღებთ და ევროკავშირის წევრიც გავხდებით ყველაზე ადრე,“- განაცხადა პრემიერმა.

ნიუ-იორკის მერი ერიკ ადამსი: ახალგაზრდები არიან იმ ადამიანების ზეგავლენის ქვეშ, რომლებიც პროფესიონალები არიან ჩვენი შვილების რადიკალიზაციაში და მე არ ვაპირებ რომ როგორც მერმა, ეს დავუშვა ნიუ-იორკში

ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქალაქი მათგან, ვინც ცდილობს გააკეთოს ის, რაც ხდება გლობალურად. არის მოძრაობა, რომელიც…

ირაკლი კობახიძე  – დარწმუნებული ვართ, დღესაც აუცილებლად გადავლენ ძალადობაზე მომიტინგეები, ამისთვის მობილიზებული ჰყავთ 300-კაციანი საგანგებო ძალადობრივი ჯგუფი 

დარწმუნებული ვართ, დღესაც აუცილებლად გადავლენ ძალადობაზე მომიტინგეები, ამისთვის მობილიზებული ჰყავთ 300-კაციანი საგანგებო ძალადობრივი ჯგუფი, – ამის…

ირაკლი კობახიძე – ეს არის უმარტივესი კანონი, სადაც წერია ერთადერთი რამ, რომ წელიწადში ერთხელ უნდა გამოქვეყნდეს დეკლარაციები, როგორც შეიძლება, ევროკავშირმა ან ვენეციის კომისიამ თქვას, რომ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი ცუდია

ეს არის უმარტივესი კანონი, არის სულ რამდენიმე გვერდი და წერია ერთადერთი რამ, რომ წელიწადში ერთხელ უნდა…

ნინო წილოსანი – ამ პროცესმა ფაშისტები გამოავლინა – ფაშიზმი შეცდომა არასდროს არის, ეს გააზრებული ბოროტება და არჩევანია

ამ პროცესმა ფაშისტები გამოავლინა, ფაშიზმი შეცდომა არასდროს არის, ეს გააზრებული ბოროტება და არჩევანია, თანაც ეს უკვე…

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: მოლდოვაში სისტემური კორუფციის და მთავრობის გამჭვირვალობის პრობლემებია

მიმდინარე კვირაში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში ადამიანის უფლებების შესახებ, ხაზგასმული იყო მოლდოვაში სისტემური კორუფციისა და…

ირაკლი კობახიძე – „ენჯეოების“ საქმიანობა თუ იქნება გამჭვირვალე,ამ შემთხვევაში, კონკრეტულ დონორებს გაუჭირდებათ ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება პოლარიზაციის მიზნით, როგორიც არის„სირცხვილია“„დროა“

ენჯეოების“ საქმიანობა თუ იქნება გამჭვირვალე, ამ შემთხვევაში, კონკრეტულ დონორებს გაუჭირდებათ ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება პოლარიზაციის მიზნით, როგორიც…

ირაკლი კობახიძე – 23:20 საათზე რადიკალური ახალგაზრდული დაჯგუფებები იღებენ დავალებას, დაუშინონ მძიმე საგნები პოლიციელებს, მიაყენონ უხეში შეურაცხყოფა და ხელით გაიწიონ, ამან გახადა აუცილებელი აირის და წყლის ჭავლის გამოყენება

23:20 საათზე რადიკალური ახალგაზრდული დაჯგუფებები იღებენ დავალებას, რომ დაუშინონ მძიმე საგნები პოლიციელებს, მიაყენონ უხეში შეურაცხყოფა, ხელით…

ირაკლი კობახიძე – 6 პოლიციელია დაშავებული და 5 მომიტინგე, როდესაც ევროპის ქვეყნებში ასეთი მასშტაბის ძალადობრივი მიტინგები იმართება ხოლმე,  როგორც წესი, თანაფარდობა არის 1/10

შეკრებამ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი თავიდანვე მიიღო, როდესაც მომიტინგეებმა პიკეტირებისთვის ჭიშკართან გადაინაცვლეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი…

ირაკლი კობახიძე  თუ პრორუსული  პარტიები და საარჩევნო სუბიექტები  2013-2014 წლებში  ამ ქვეყანაში იღებდნენ ხმების 20%-ზე მეტს, ახლა იღებენ 2-3 %-ს

მარტივ კითხვას გისვამთ, მითხარით ერთი არგუმენტი, რის გამოც შეიძლება კანონი არ მოგწონდეთ. 10 წუთია, გთხოვთ ერთი არგუმენტის თქმას და თქვენი არგუმენტი არის – „აბა წაიკითხეთ 14 სენატორის წერილი“ და აბა ნახეთ, რას ამბობს ქუჩაში ვიღაცო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, საიდანაც მეტი საფრთხე მოდის, იქ კიდევ უფრო მეტად მუშაობს ხელისუფლება და იმიტომ ქვია ამ ქვეყანას დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომ მან საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვას ყველა მიმართულებით. „რაც შეეხება იმას, აყენებს თუ არა ეს კანონი ერთ სიბრტყეზე მტერს და მოყვარეს. ეს არის იმხელა სამარცხვინო, მარტივი სპეკულაცია, რომ ასეთი მეორე ვერ წარმომიდგენია, გეტყვით რატომ – მაგალითად, არსებობს კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ, ამ კანონის მიხედვით, პარტიის დაფინანსება არის აკრძალული ნებისმიერი ქვეყნიდან, იქნება ეს რუსეთი, ამერიკა, ევროპა, აფრიკა თუ ავსტრალია, ანუ ნებისმიერი ქვეყნიდან და კონტინენტიდან არის აკრძალული პარტიის დაფინანსება. ზუსტად იგივე სპეკულაციური მიმართულებით, თქვენ შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ პარტიების კანონი, მთელი ამ წლების განმავლობაში, ერთ სიბრტყეზე აყენებდა მტერს და მოყვარეს. ეს ხომ უმარტივესი, სამარცხვინო სპეკულაციაა. არის პარტიების შესახებ კანონი, რომელიც ერთ სიბრტყეზე აყენებს ყველა ქვეყანას, შესაბამისად ეს, რაზეც მიდიოდა საუბარი, მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ თითქოს ეს ნიშნავს ევროკავშირის ან ამერიკის მტრად გამოცხადებას, არის ცარიელი სიყალბე, იმიტომ რომ უკვე მოქმედებს საქართველოში, წლებია, პარტიების შესახებ კანონი, რომელიც ამბობს, რომ მაგალითად ამერიკას, ევროპას, ეკრძალება საქართველოში პარტიების დაფინანსება. არათუ გამჭვირვალობაზეა საუბარი, საერთოდ ეკრძალებათ პარტიების დაფინანსება. ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკა არის მტრად გამოცხადებული, პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონით?! რომელიც თუ არ ვცდები 1997 წელს არის მიღებული და იქიდან მოქმედებს, არავის შეუცვლია. რაც შეეხება საფრთხეებს, საიდანაც მეტი საფრთხე მოდის, იქ კიდევ უფრო მეტად ვმუშაობთ და ამის შედეგი არის ის, რომ თუ მაგალითად საუბარი გაქვთ ქვეყანაზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიების 20%, თუ პრორუსული პარტიები და საარჩევნო სუბიექტები 2013-2014 წლებში ამ ქვეყანაში იღებდნენ ხმების 20%-ზე მეტს, ახლა იღებენ 2-3 %-ს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა მიმართულებებით არ უნდა ვიზრუნოთ სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვაზე. როცა გიფინანსებენ ღიად, უხეშად, ამ ქვეყანაში მაპოლარიზებელ ორგანიზაციებს, იქ რატომ არ უნდა დავიცვათ სახელმწიფო სუვერენიტეტი, იქ არ არის დასაცავი? ამიტომ არის, რომ ნებისმიერი კანონი, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას ერთ სიბრტყეზე უნდა აყენებდეს. იმიტომ ქვია ამ ქვეყანას დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომ მან საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვას ყველა მიმართულებით,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე  – თუ ჩვენ არ გავარღვევთ ამ ე.წ.  პოლარიზაციის და რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეს, ამ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა

თუ ჩვენ არ გავარღვევთ ამ ე.წ.  პოლარიზაციის და რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეს, ამ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება გავხდეთ…

პრემიერი – რადიკალური ოპოზიციის, მდიდარი„ენჯეოების“ და მათი მედია საშუალებების ერთადერთი იარაღი არის ძალადობა, ამით გამოირჩეოდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და ახლაც

მიტინგის ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი გამოიხატა როგორც საქართველოს პარლამენტის შენობის პიკეტირებით, ისე სამართალდამცავების მიმართ ფიზიკური ძალადობითა…

ირაკლი კობახიძე ყველაცილისმწამებლური განცხადების ავტორი იზიარებს პასუხისმგებლობას ძალადობაზე, რომელიც გუშინ რადიკალური პოლიტიკური უმცირესობის შესრულებით ვიხილეთ, ყველას ვაფრთხილებთ, საკუთარი მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა სათანადოდ გაიაზრონ

ყველა ცილისმწამებლური განცხადების ავტორი იზიარებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელიც გუშინ რადიკალური პოლიტიკური უმცირესობის შესრულებით ვიხილეთ, ყველას ვაფრთხილებთ,…

ირაკლი კობახიძე  – მოვუწოდებ სამართალდამცავებს, გამოავლინონ მაქსიმალური მოთმინება, მესმის, რომ მარტივი არ არის ძალადობისა და შეურაცხყოფის რეაგირების გარეშე დატოვება

საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და აქ უფლება მშვიდობიან შეკრებასა და გამოხატვაზე განუხრელად არის დაცული,- ამის შესახებ…