fbpx

ირაკლი კობახიძე  – დარწმუნებული ვართ, დღესაც აუცილებლად გადავლენ ძალადობაზე მომიტინგეები, ამისთვის მობილიზებული ჰყავთ 300-კაციანი საგანგებო ძალადობრივი ჯგუფი 

დარწმუნებული ვართ, დღესაც აუცილებლად გადავლენ ძალადობაზე მომიტინგეები, ამისთვის მობილიზებული ჰყავთ 300-კაციანი საგანგებო ძალადობრივი ჯგუფი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის იმ ე.წ. ახალგაზრდული ორგანიზაციების ჯგუფები, რომლებსაც არსებითად აფინანსებენ კეზერაშვილი, ხაზარაძე და კონკრეტული წყაროებიდან დაფინანსებული სხვა დაჯგუფებები, რაც კანონის მიღების შემდეგ გამჭვირვალე გახდება  . 

„ეს 300-კაციანი დაჯგუფებების ერთობლიობა დღესაც გადავა ძალადობაზე. წარმოვიდგინოთ იგივე სცენარი, რომ არის სპეცრაზმი, რომელსაც დაუშენენ ქვებს, შუშის ბოთლებს, გადავლენ პირდაპირ ხელჩართულ დაპირისპირებაზე, რა უნდა გააკეთოს ამ დროს სპეცრაზმმა?! კანონთან დაკავშირებით ვერცერთი არგუმენტი ვერ მოიტანეთ და რაც შეეხება სპეცრაზმის მოქმედებებს, ვერცერთ საკითხთან დაკავშირებით არგუმენტი ვერ თქვით. რაც შეეხება გადაცდომებს, იყო რამდენიმე ძალიან სამწუხარო ინციდენტი, როდესაც მაგალითად გაუსწორდნენ კონკრეტულ მომიტინგეებს. ძალიან რთულია მოთმენა პოლიციელებისთვის. როდესაც მოდის კონკრეტული მომიტინგე და სახეში გაფურთხებს, ყველა ვერ უძლებს ამას, უმეტესობამ გაუძლო, 100-დან 1-მა ვერ გაუძლო და ამიტომ, იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი. რაც შეეხება ხაბეიშვილის შემთხვევას, რა თქმა უნდა, დაზიანებები არის ძალიან მძიმე და მას სჭირდება, ბუნებრივია, შესწავლა და ეს არის ყველაზე სამწუხარო ინციდენტი მთელი გუშინდელი დღის განმავლობაში. იყო ცალკეული ინციდენტები, მაგრამ რაც შეეხება შეკრების ძალადობრივ ხასიათს, კანონის მიხედვით და კანონის მიღმაც, ვერავითარ შემთხვევაში ვერ დადგება ეჭვქვეშ და ის, რომ  იძულებული იყო სპეცრაზმი, გამოეყენებინა შესაბამისი ზომები, ესეც ვერავითარი ფორმით ვერ დადგება ეჭვქვეშ. როდესაც დღეს ქვებს, შუშის ბოთლებს დაუშენენ სპეცრაზმს, იგივე ზომების გამოყენება დასჭირდებათ, წყლის ჭავლი, აირი და ნებისმიერი სხვა ზომა, რაც არის გათვალისწინებული პროპორციულობის პრინციპით“, – განაცხადა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება