ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიცრუეს ჰქონდეს ნაკლები გასაქანი ქართულ საზოგადოებაში, გამჭვირვალობის კანონი, პირველ რიგში ემსახურება სწორედ სიცრუის და ტყუილის პრევენციას ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან დაკავშირებით ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელზეც ამავე მედიასაშუალებამ მოგვიანებით აღიარა, რომ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა. „ძალიან კარგია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არასდროს ტოვებს ხოლმე რეაგირების გარეშე ასეთ ტყუილებს და ასეთ შემთხვევაშია კარგია, ის მაინც გაბედა ამ კონკრეტულმა მედიასაშუალებამ და აღიარა ტყუილი, რომელიც გაავრცელა, თუმცა ეს არის ძალიან იშვიათი მოვლენა. ზოგადადა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სიცრუეს ჰქონდეს ნაკლები გასაქანი ქართულ საზოგადოებაში, ქართულ მედიაში და კიდევ ერთხელ გავიმეორე, ეს კანონი, გამჭვირვალობის კანონი, პირველ რიგში ემსახურება სწორედ სიცრუის და ტყუილის პრევენციას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თვე: აპრილი 2024
ნინო წილოსანი – საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის ევროკავშირისთვის, საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა, რომ ეს შესაძლებლობები საქართველომ და ევროკავშირმა ერთობლივად გამოიყენონ
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის ევროკავშირისთვის, საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობები საქართველომ და…
ირაკლი კობახიძე – ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი„იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა, დარბევა და მოროდიორულად მისაკუთრება
აქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის ეს დამოკიდებულება აისახა რიგითი „ნაციონალების“ ქმედებებზეც შეკრებების დროს. „თქვენ გახსოვთ დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რა გააკეთეს ჯერ „რუსთავი 2“თან მიმართებით, როცა კანონიერ მფლობელს წაართვეს ეს ტელევიზია, მანამდე საზოგადოებრივ მაუწყებელში შევიდნენ და „ნაცმოძრაობამ“ მიისაკუთრა საზოგადოებრივი მაუწყებელიც„იბერიას“ და ა.შ. აღარ მოვყვები და ბოლოს კულმინაცია იყო „იმედში“ პირდაპირ სპეცრაზმით შეჭრა „იმედის“ დარბევა და „იმედის“ მოროდიორულად მისაკუთრება მისი კანონიერი მფლობელებისგან, ეს იყო მათი დამოკიდებულება დამოუკიდებელი მედიის მიმართ და ეს დამოკიდებულება გრძელდება. ეს ხომ შემთხვევით არ ხდება, ეს არის ზოგადად რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიის მიმართ, მედიის თავისუფლების მიმართ. სამწუხაროა, რომ ეს დამოკიდებულება აისახა რიგითი „ნაციონალების“ ქმედებებზეც შეკრებების დროს. ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდების ქმედებებზეც აისახა შეკრებების დროს, როდესაც ეს ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდები და სინამდვილეში დიმა ჩიქოვანის მიერ ათას ლარად დაფინანსებული კონკრეტული ახალგაზრდები, თავს ესხმოდნენ „იმედს“ და სხვა ტელევიზიებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე – ეს კანონი არა თუ საფრთხეს შეუქმნის, პირიქით, ამ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ჩვენ წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე
ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება თუ იქნება რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია და უფრო მეტიც – ძალაში რჩება ჩვენი შეთავაზება პარტნიორების მიმართ, რომ ქართული საზოგადოების თვალწინ დავსხდეთ და ვიმსჯელოთ ამ კანონის ავკარგიანობაზე, ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, დემოკრატიული პროცესი ითვალისწინებს იმას, რომ კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში, ქვეყნის შიგნით. „ჯოსეფ ბორელი მათ შორის, და არა მხოლოდ დიპლომატი, არამედ ნებისმიერი ევროპელი პოლიტიკოსი როდესაც აკეთებს განცხადებას კანონთან დაკავშირებით, რომელსაც იღებს პარლამენტი, ის ავტომატურად ერთვება პოლიტიკურ დებატებში. ანუ დღეს ჯოზეფ ბორელი არის ჩართული იმ პოლიტიკურ დებატებში, რომელიც ქვეყნის შიგნით უნდა წარმოებდეს. კანონია განსახილველი და დემოკრატიული პროცესი რას ითვალისწინებს – კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, მათ შორის, თუნდაც პარტნიორი და მეგობარი. ეს რა თქმა უნდა, ჩარევაა. დემოკრატიული პროცესი ასე წარიმართება, ასეა ყველა ქვეყანაში – არის პარლამენტი, უმრავლესობა და ოპოზიცია. როდესაც დისკუსია წარიმართება კანონპროექტთან დაკავშირებით, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი და ასე იმართება დემოკრატიული დისკუსიები. ამ შემთხვევაში ხდება რა, ოპოზიცია ვერ ამტკიცებს რომ კანონი არის ცუდი, ჩვენ საბოლოო ჯამში ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ,“- აღნიშნა პრემიერმა. მისივე განცხადებით, უცხოური გავლენის გატარება არ არის აპრიორი უარყოფითი მოვლენა„მაგალითად, კობიქვეშეთის საავტომობილო გვირაბის პროექტისთვის ჩვენ ავიღეთ სესხი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც უცხოური ძალა, კონკრეტული ორგანიზაცია იყო ჩართული კონკრეტული ინტერესის გატარებაში და ეს უცხოური ინტერესი იყო ის, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინა ჩვენი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ, შესაბამისად, უცხოური გავლენის გატარება არ არის აპრიორი უარყოფითი მოვლენა, პირიქით. საქართველოს ხელისუფლება არის გერმანიისთვის და ამერიკისთვის უცხოური ძალა. ასევე ნებისმიერი უცხო ქვეყანა საქართველოსთვის არის უცხოური ძალა, ეს ფაქტის კონსტანტაციაა. ინტერესებიც არის ფაქტის კონსტანტაცია, ფულს მიყვება ინტერესები, ესეც ფაქტის კონსტანტაციაა და ინტერესების გატარებაც, როცა ფულს იღებ და უზრუნველყოფ შესაბამისი პროექტის განხორციელებას, ესეც ფაქტის კონსტანტაციაა. ანუ აქ ბრენდირებასაც კი არ აქვს ადგილი, შესაბამისად აქ საერთოდ არგუმენტი …
ირაკლი კობახიძე – გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორის, იმისათვის, რომ ტყუილები აღარ მოხვდეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში
გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორის, იმისათვის, რომ ტყუილები აღარ მოხვდეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი, მაშინ, როდესაც ამის საპირისპირო სამართლებრივად დაამტკიცა სტრასბურგის სასამართლომ. „სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი, მაშინ, როდესაც ამის საპირისპირო სამართლებრივად დაამტკიცა სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც დაადასტურა, რომ ქართული სასამართლოების მიერ წარმოდგენილი განაჩენი იყო აბსოლუტურად სამართლიანი, აქაც იგივეა – აქ ენჯეო დააფინანსა სახელმწიფო დეპარტამენტმა, მერე ამ ენჯეომ გაუგზავნა ტყუილი, მერე ეს ტყუილი მოხვდა ისევ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. ეს ჩაკეტილი წრე რომ არ იყოს, ამიტომ არის აუცილებელი გამჭვირვალობა. როგორც კი გამჭვირვალე იქნება ყველაფერი, მერე გაუჭირდება ენჯეოსაც სახელმწიფო დეპარტამენტის მოტყუება და სახელმწიფო დეპარტამენტსაც ანგარიშში ენჯეოს მიერ მიწოდებული ტყუილის ჩაწერა, იმიტომ, რომ ჩაკეტილი წრეა, ამ გაუმჭვირვალობის პირობებში, გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორის, იმისათვის, რომ ასეთი ტყუილები აღარ მოხვდეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – მთავარია, საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია, სად არის სწორი და სად არასწორი გავლენა და ამის საფუძველზე უნდა ჩამოიყალიბოს აზრი დონორების და მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების შესახებ
როგორ შეიძლება რაიმე არგუმენტი გქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ენჯეომ წელიწადში ერთხელ უნდა წარადგინოს წლიური დეკლარაცია. ეს ხომ მხოლოდდამხოლოდ პოზიტიური მოვლენაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საზოგადოებამ უნდა მიიღოს ინფორმაცია, სად არის სწორი და სად არასწორი გავლენა და ამის საფუძველზე უნდა ჩამოიყალიბოს აზრი დონორების და მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების შესახებ „როდესაც საუბარია კონკრეტული ინსტიტუტების განცხადებებზე, გვეკითხებიან ხოლმე, რომ რატომ ვერ დაარწმუნეთ. მე შეგახსენებთ, რომ ვიდრე ვერ დავარწმუნეთ იმას, რომ ეს განცხადებები არ უნდა გაეკეთებინათ, მანამდე ერთი წელი ვერ დავარწმუნეთ იმაში, რომ უნდა გაეხადათ ფინანსები გამჭვირვალე. არ უნდათ დაფინანსების გამჭვირვალობა, ეშინიათ დაფინანსების გამჭვირვალობის, ეს არის რეალურად მთავარი მიზეზი, რატომაც კეთდება ეს განცხადებები. არ არსებობს არავითარი არგუმენტი. როგორ შეიძლება რაიმე არგუმენტი გქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ენჯეომ წელიწადში ერთხელ უნდა წარადგინოს წლიური დეკლარაცია. ეს ხომ მხოლოდდამხოლოდ პოზიტიური მოვლენაა. წელიწადში ერთხელ ენჯეო წარადგენს დეკლარაციას, იმისათვის, რომ ქართული საზოგადოება იყოს ინფორმირებული დაფინანსების წყაროს, მიზნების და ხარჯვის თაობაზე. აქ არ შეიძლება არსებობდეს არგუმენტი. როდესაც ასეთ პირობებში მაინც კეთდება განცხადებები, ეს ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას ძალიან არ უნდა გამჭვირვალობა. ჩვენ არ გვინდა, რტომ ქვეყანაში განვითარდეს ის პროცესები, რომელიც ვითარდებოდა 2020, 2021 და 2022 წლებში. მაშინ გახსოვთ, ორი ყოფილი ელჩი ძალიან მძიმე პროცესებს ჩაუდგა სათავეში, ორჯერ დააყენეს რევოლუციური პროცესების ეპიცენტრში ენჯეოები. იყო სხვა პროცესები, არის ათასგვარი მანკიერი პროპაგანდა, რომელიც არიან ჩართული ენჯეოები, მათ შორის ნარკოტიკების პროპაგანდის ჩათვლით. პირდაპირ იყვნენ კონკრეტული ორგანიზაციები ამაში ჩართულები. ამაზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, ვინ აფინანსებს ასეთ არასწორ ქმედებებს. როდესაც ხორციელდება დაფინანსება, დაფინანსების დიდი ნაწილი რა თქმა უნდა, მიმართულია პოზიტიურ აქტივობებზე, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, გვაქვს კონკრეტული მაგალითები, რომ დაფინანსების დიდი ნაწილი მიმართულია არასწორი მიზნებისკენ მთავარია, საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია, სად არის სწორი და სად არის არასწორი გავლენა. და ამის საფუძველზე უნდა ჩამოიყალიბოს აზრი დონორების და მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების შესახებ“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – ყველა ხედავთ, რომ ოპოზიციას დიდი რესურსი არ აქვს, ქართული საზოგადოება მხარს უჭერს ენჯეოების გამჭვირვალობას
ყველა ხედავთ, რომ ოპოზიციას დიდი რესურსი არ აქვს, ქართული საზოგადოება მხარს ჭერს ენჯეოების გამჭვირვალობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ენჯეოების გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი, რათა საზოგადოება იყოს ინფორმირებული. „ინფორმირებული საზოგადოება არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი მყარად იყოს დაცული, შესაბამისად, ეს ძალიან კარგად აქვს გააზრებული საზოგადოებას. საზოგადოებას უნდა მეტი ინფორმაცია ენჯეოების დაფინანსებასთან დაკავშირები მათ შორის იმისთვის, რომ მოხდეს ისეთი მოვლენების პრევენცია, რასაც ჰქონდა ადგილი 2020-2021 2022 წლებში. ამ კანონის მიღებას არ აქვს არავითარი ალტერნატივა, მით უმეტეს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, ვერავინ, ვერავითარი არგუმენტი ვერ წარმოგვიდგინა ამ კანონის წინააღმდეგ“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძე – ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9კილომეტრიანი გვირაბი ხელს შეუწყობს სატრანზიტო ფუნქციისა და ამ რეგიონში ტურისტულიშესაძლებლობების განვითარებას
ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9 კილომეტრიანი გვირაბი ხელს შეუწყობს სატრანზიტო ფუნქციისა და ამ რეგიონში ტურისტული შესაძლებლობების განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 9-კილომეტრიანი გვირაბი არის ყველაზე გრძელი გვირაბი საქართველოში. „დღეს ჩვენ ვართ ნამდვილად ისტორიული მომენტის მომსწრე, გაიჭრა ქვეშეთი-კობის გვირაბი, ეს არის 9კილომეტრიანი გვირაბი, ეს არის ყველაზე გრძელი გვირაბი საქართველოში, რომელსაც აქვს 15 მეტრი დიამეტრი. ეს პროექტი ბევრი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ეს არის ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი, ეს ხელს შეუწყობს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, ასევე ხელს შეუწყობს ამ რეგიონში ტურისტული შესაძლებლობების განვითარებას. როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის, ასევე ყაზბეგის მუნიციპალიტეტისთვის, სტეფანწმინდისთვის, ასევე აქ არსებული სოფლების მოსახლეობისთვის, ეს პროექტი მნიშვნელოვანია სოციალური თვალსაზრისით. არის 10 სოფელი, რომელიც უკეთ დაუკავშირდება სხვა რეგიონებს, ქვეყნის დედაქალაქს. სხვადასხვა თვალსაზრისით, ეკონომიკური, სატრანზიტო, სოციალური თვალსაზრისით არის უმნიშვნელოვანესი ეს უნიკალური პროექტი, რომელიც საბოლოოდ დასრულდება მომავალ წელს. ეს იქნება 23-კილომეტრიანი გზის მონაკვეთი, რაც 45 წუთით შეამცირებს დღევანდელი ერთსაათიანი მგზავრობის დროს, ასევე სამი თვის განმავლობაში უამინდობის გამო, აქ იკეტებოდა გზა, რაც აღარ იქნება საჭირო გამომდინარე იქიდან, რომ აბსოლუტურად უსაფრთხო იქნება გზის ეს მონაკვეთი. მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში, განსაკუთრებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პირადად მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძე – ძალიან დასაფასებელია ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერა ჩვენი ნაკრების, ქართული ფეხბურთის მიმართ
ჩვენთვის, მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, ძალიან დასაფასებელია ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერა ჩვენი ნაკრების, ქართული ფეხბურთის მიმართ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა. „ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს ფეხბურთელებს მოტივაცია არ აკლიათ, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული რამ და მადლობა ამისთვის ფონდ „ქართუს“ და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვის, ასევე თითოეული შემდგომი მოგებული თამაშისთვის. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ რაც შეიძლება წინ წავა ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე. ყველა ძალიან ვგულშემატკივრობთ ჩვენს ნაკრებს,“- აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი სტადიონის მშენებლობა ასევე არის მთავრობის მხრიდან სპორტის მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერის გამოხატულება. „რაც შეეხება სტადიონს, სტადიონიც არის ჩვენი სპორტის, ფეხბურთის, რაგბის მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერის გამოხატულება. ჩვენს ქალაქს სჭირდება ახალი სტადიონი. იცით, რომ არის სხვადასხვა სტიპის სირთულეები დინამოს სტადიონზე, მათ შორის, 51 000- ია მაქსიმალური ტევადობა, ჩვენ გვჭირდება 70 000-იანი სტადიონი იმისათვის, რომ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ჩვენს გულშემატკივრებს და შევძლოთ უმაღლესი რანგის მატჩების მასპინძლობა ჩვენს დედაქალაქში. გვინდა 2028 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა, რაზეც განაცხადს შევიტანთ, მანამდე ბუნებრივია აშენდება ახალი სტადიონი. ეს გეგმები მთლიანად დაკავშირებულია ჩვენს მოტივაციასთან, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სპორტის განვითარებას. სპორტი არ ნიშნავს მხოლოდ როგორც ასეთი სპორტულ წარმატებას, ეს ნიშნავს ადამიანების ჯანმრთელობას, უკეთეს სოციალურ განვითარებას და ა.შ. ამიტომ სპორტს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, წინა ხელისუფლების დროს ანადგურებდნენ ინფრასტრუქტურას და იყო უხეში ჩარევა სპორტში. „გუშინ მე ვისაუბრე იმაზე, თუ როგორი იყო წინა ხელისუფლების დამოკიდებულება სპორტის მიმართ. ანადგურებდნენ ინფრასტრუქტურას, იყო უხეში ჩარევა სპორტში და ამან მოიტანა ის, რომ ცხრა წლის განმავლობაში არა თუ წინ ვერ წავიდა ქართული სპორტი, პირიქით, 90-იანებთან შედარებითაც წავიდა უკან. ბათუმის სტადიონი დაანგრიეს, „ნორჩი დინამოელის“ ბაზა დაანგრიეს, „თბილისის დინამო“ ისეთ ხალხს ჩაუგდეს ხელში, რომლებმაც მხოლოდ უკან დახია ჩვენი საამაყო კლუბი. ეს იყო წინა ხელისუფლების შედეგები. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ სპორტის განვითარებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ფონდ „ქართუს“, პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისათვის, რომ ისიც აქტიურად, განსაკუთრებული მოტივაციით უჭერს მხარს ქართულ სპორტს, თქვენ იცით, რომ ფონდ „ქართუს“ ამის გარდა უამრავი ინვესტიცია აქვს ჩადებული ქართულ სპორტში, მათ შორის ათეულობით მილიონია დახარჯული რაგბის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და სხვა მიმართულებებით. კიდევ ერთხელ მადლობა ფონდ „ქართუს“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს,“- აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – ჩვენ ველოდებით, რომ აქციის მონაწილეები მეორე მოსმენის დროს შეიკრიბებიან, მათი უფლებაა, როგორც და სადაც უნდათ, შეიკრიბონ, მაგრამ ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ველოდებით ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს
ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ველოდებით ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს რამდენიც უნდათ, შეიკრიბონ, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, გუშინ იყო 350 ადამიანი შეკრებილი, საიდანაც უდიდესი უმრავლესობა იყო პარტაქტივი. „გუშინ იყო 350 ადამიანი შეკრებილი, საიდანაც უდიდესი უმრავლესობა იყო პარტაქტივი, დიმა ჩიქოვანის, ხაზარაძის და ა.შ. მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები. ამ 350 ადამიანიდან უმეტესობა ეს იყო პარტაქტივი. ჩვენ ველოდებით, რომ ისინი მეორე მოსმენის დროს შეიკრიბებიან, მათი უფლებაა, შეიკრიბონ, როგორც უნდათ, სადაც უნდათ, მაგრამ ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ველოდებით ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს რამდენიც უნდათ, შეიკრიბონ“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერი -29 აპრილს იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები ყველა სფეროდან და ყველა დაინახავს, თუ რამხელაა მხარდაჭერა მმართველი გუნდის მიმართ
როგორც კი დაანონსდა ეს შეკრება, მაშინვე დაიწყო შეურაცხყოფის კამპანია ჩვენი მხარდამჭერების წინააღმდეგ, საუბრობენ იმაზე, რომ 100 000 საჯარო მოხელე უნდა მოვიდეს და ა.შ. ჯერ რამდენია საჯარო მოხელეების რაოდენობა ესეც არ იციან. აქ იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები ყველა სფეროდან და ყველა დაინახავს, თუ რამხელაა მხარდაჭერა მმართველი გუნდის მიმართ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის აქციებზე მყოფი ადამიანების დაახლოებით ნახევარზე მეტი დაფინანსებული ადამიანები არიან. „მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის აქციებზე დგანან კეზერაშვილის და დიმა ჩიქოვანის მიერ ათას ლარად დაფინანსებული ადამიანები, ასეულობით ასეთი ადამიანია, რომლებიც დგანან ამ აქციებზე, დაახლოებით ნახევარზე მეტი ამ აქციების მონაწილეების არიან დაფინანსებული ადამიანები, ენჯეოების, კეზერაშვილის, თუ ხაზარაძის მიერ დაფინანსებული ადამიანები, რა თქმა უნდა, იქ გულწრფელი ადამიანებიც არიან. ახალგაზრდების ნაწილიც არის პირდაპირ დიმა ჩიქოვანის მიერ დაფინანსებული. კონკრეტული ორგანიზაციები, იცით თქვენც, რომლებიც ფინანსდება. დიმა ჩიქოვანი, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდა არის იგორ ნარმანია, რომელიც არის დიმა ჩიქოვანის ერთ-ერთი ხელდასმული ახალგაზრდა, „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი და მას უწოდებენ გულწრფელ ახალგაზრდას. ხომ არ გვიკადრია არასდროს და არ ვსაუბრობთ ამაზე. აქვს ადამიანს თავისი პოლიტიკური არჩევანი, გამოვიდეს, რაც უნდა გააპროტესტოს, ჩვენ არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებთ, მაგრამ კეთილი ინებოს ყველამ და ნურც ჩვენს მხარდამჭერებს მიაყენებენ შეურაცხყოფას. ჩვენ არ გვიკადრია არც ერთხელ ამ ადამიანებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, არც გულწრფელად გამოსული ადამიანებისთვის და არც პარტ-აქტივისთვის, 9 500-დან იყო 2/3 პარტ-აქტივი და შეიძლება იყო 1000-1500 კაცი გულწრფელი ადამიანი. არც ერთს ვაყენებთ შეურაცხყოფას, არც მეორეს და ნურც ისინი ნუ მიაყენებენ შეურაცხყოფას ჩვენს მხარდამჭერებს,“- აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – დღევანდელი დღე საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ნამდვილად ისტორიულია, აღვნიშნავთ საქართველოში ყველაზე გრძელი, ქვეშეთი-კობის 9 კმ სიგრძის უწყვეტი საავტომობილო გვირაბის გაჭრას
ჩვენ გვაქვს ხალხის სახელით საუბრის მანდატი. ეს მანდატი მოგვენიჭა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად 2020 წელს, როდესაც მივიღეთ…
ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი საქართველოში გასტრონომიული ტურისფარგლებში იმყოფება
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოსჯეიმი ოლივერი სტუმრობს. ცნობილი შეფ-მზარეული უგემრიელესი ქართულიკერძების პოპულარიზაციაში საქართველოს დაეხმარება.კულინარიული ტურის…
თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს
თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს – ალექსანდრე მესხი, კლინიკის თანამშრომლებს, ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა. როგორც მიხეილ…
ნინო ფოჩხუა ფონდ „ქართუს“ ქველმოქმედებაზე – წარმომიდგენია როგორ გეზიზღებათ ეხლა თითოეული ფეხბურთელი, მაგრამ თქვენი ზიზღი მალამოსავით ედება მათ და მთელ საქართველოს, ბიძინა ივანიშვილს კი დიდი პატივისცემა და მადლობა ქართველი ხალხისგან
ექსპერტი ნინო ფოჩხუა ფონდ „ქართუს“ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ „ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის…